fbpx
Google-ის ლოგოს ისტორია

რა ისტორია იმალება Google-ის ლოგოს უკან?

თარიღი: 12 June, 2020

ყოველდღიურად Google-ში ინფორმაციის მოძებნა დაახლოებით 3.5 მილიარდჯერ ხდება, რაც ნიშნავს იმას,რომ ადამიანები Google-ის ლოგოს დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ხედავენ. წლებია კომპანიის ლოგოს ამოცნობა მისი მარტივი დიზაინის გამო სირთულეს არ წარმოადგენ, თუმცა ახლანდელი ლოგოს დიზაინი დიდი ევოლუციის შედეგია.

გაეცანით, როგორ შეიცვალა Google-ის ლოგო წლების განმავლობაში:

1996 წლის ლოგოGoogle logo and symbol, meaning, history, PNG

Google-ის პირველი ლოგო იყო მისივე სახელი ,,BackRub” წითელი ფონტით. ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ამ სახელის შერჩევა გადაწყვიტეს იმიტომ, რომ საძიებო სისტემის მთავარი ფუნქცია, სწორედ ინფორმაციის ბექლინკებით მოძიება იყო. მოგვიანებით, 1997 წელს მათ კომპანიის სახელი შეცვალეს და დაარქვეს ,,Googol”, თუმცა სფელინგში შეცდომა დაუშვეს და საბოლოოდ მიიღეს ,,Google”.

1998 წლის ლოგო

The Changing Landscape of Google: Google Logo Evolution

1998 წელს პირველად გამოჩნდა ისეთი ლოგო დიზაინი, რომელიც დღევანდელ ვიზუალთან ახლოსაა. 1998 წლის ლოგო დიზაინისთვის თავად კომპანიის სახელი ,,Google”-ია გამოყენებული. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ლოგო დიზაინი ეკუთვნის ლარი პეიჯს, ზოგიერთი წყარო კი სერგეი ბრინს აწერს ამ დიზაინის შექმნას.

1999-2010 წლები

ფეიჯი და ბრინი ლოგო დიზაინით უკმაყოფილოები იყვნენ, რის გამოც საერთო მეგობარს რუთ კედარს მიმართეს და სთხოვეს, რომ მას არსებული ლოგოს რამდენიმე პროტოტიპი შეექმნა. მან პირველ პროტოტიპში ,,Google”-ის ყველა ასო შავი ფერის, Adobe Garamond-ის ტიპოგრაფიით წარმოადგინა, რუთმა ასევე თავდაპირველი დიზაინიდან ამოიღო ძახილის ნიშანი.The Secret History of the Google Logo

ლოგოს მეორე პროტოტიპით დიზაინერის მცდელობა იყო, რომ სიმბოლო ,,O”-ს დახმარებით სამიზნე აუდიტორია გამოესახა. მოგვიანებით კედარმა გადაწყვიტა უფრო გასართობი შტრიხების შეტანა ლოგოს დიზაინში. ამიტომ ორი ასო გადაკვეთა და პირველად ლოგო დიზაინში წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი ფერები გამოაჩინა. Google-ის სხვა დანარჩენი ლოგოები უფრო ახლოს არის იმ დიზაინთან, რომელსაც დღეს ვიცნობთ.

The Secret History of the Google Logo

 

რუთს სურდა, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოეჩინა კომპანიის იდენტობა ლოგოს მეშვეობით, ამიტომ შექმნილი დიზაინის პროტოტიპები მას არ აკმაყოფილებდა. მან ბევრჯერ შეცვალა დიზაინი და უპირატესობა მინიმალიზმს მიანიჭა, გადაწყვიტა, რომ ფერთა განლაგებაც შესაცვლელი იყო.

საბოლოოდ, 2015 წელს მივიღეთ Google-ის ლოგო დიზაინის ის სახე, რასაც დღეს ვხედავთ. თუმცა კვლალვ საინტერესო რჩება თუ რას ამბობს თითოეული ელემნეტი თავად ლოგოზე. ის ფაქტი, რომ Google-ს ლოგო არა სიმბოლოთი, არამედ თავად სახელით გამოიხატება ემსახურება იმას, რომ უფრო მარტივად აღქმადი და დასამახსოვრებელი იყოს მომხმარებლისთვის.

რაც შეეხება ფერებს, ფერთა პალიტრა სწორედ რუთ კედერმა შექმნა, ეს არის პირველადი ფერების გაერთიანება და ამას დამატებული მწვანე ფერი, რომელსაც შეიცავს ასო ,,L” . ამით დიზაინერს უნდოდა ეჩვენებინა, რომ კომპანია არღვევს წესებს, არ ჯდება ჩარჩოებში, პირიქით, ამჯობინებს წესების დარღვევით მეტად საინტერესო, რამ შექმნას.

Google logo neon light signage

კომპანიების ლოგოებმა განვითარების ხანგრძლივი ეტაპები გაიარეს, შეიცვალა დიზაინი, ფერები, ფონტები. იმისათვის, რომ კონკრეტული ლოგოს ის ვერსია მიეღოთ, რასაც დღეს ჩვენ ვხვდებით, დიდი დრო, ენერგია და შრომა დასჭირდათ.

თუ დაინტერესებული ხარ ლოგო დიზაინით, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობს ბრენდ დიზაინის კურსს.