fbpx
copywriting

რა ინგრედიენტებისგან შედგება ქოფირაითინგის კოქტეილი?

თარიღი: 30 April, 2020

 

გსმენიათ ქოფირაითინგის კოქტეილის შესახებ? იცით რა ინგრედიენტებისგან შედგება იგი? -მოგიყვებით. ქოფირაითინგი ეს არის კომუინიკაცია ბრენდს და მომხმარებელ შორის. ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექსტი ზუსტად ამბობდეს იმას, რისი თქმაც ბრენდს სურს მომხმარებლისთვის. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ მიერ მომზადებული კოქტეილი ყველა საჭირო ინგრედიენტს შეიცავდეს.

გთავაზობთ, 9 საჭირო ინგრედიენტს ქოფირაითინგისთვის:

black and gray Asus laptop near white ceramic mug and black wireless mouse on table

ინგრედიენტი N1სიმარტივე

სიმარტივე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, თქვენი მესიჯი, ბლოგი, სლოგანი უნდა იყოს მარტივად გასაგები. სამიზნე აუდიტორიამ ზუსტად უნდა გაიგოს ის, თუ რისი თქმა გინდათ მათთვის. აუცილებელია წინადადებების მარტივად ფორმულირება და გასაგებად ჩამოყალიბება, წერეთ პირდაპირ და მარტივად.

ინგრედიენტი N2წერის სტილი

წერის სტილი ეს არის ის, რაც თქვენს იდენტობას განსაზღვრავს. თუ გსურთ იყოთ განსხვავებული და თქვენი ნაწერი მარტივადვე იცნოს მკითხველმა აუცილებელია აირჩიოთ და განავითაროთ ინდივიდუალური წერის სტილი. ეს შეიძლება გამოიხატოს წერის სტრუქტურაში,დასაწყისსა და დასასრულში, კონკრეტული სიტყვების სიმბოლურად გამოყენებაში.

ინგრედიენტი N3-ინფორმაციის მოძიება

კარგი ქოფირაითერის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი თვისებაა ინფორმაციის მოძიება. როდესაც კონკრეტულ საკითხზე მუშაობთ შესაძლოა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე არ გესმოდეთ საკითხი სიღრმისეულად, ამიტომ საჭიროა მოიძიოთ ინფორმაცია, ნახოთ სხვადასხვა სტატიები, პროექტები და შეადაროთ ერთმანეთს. თუ გინდათ, რომ ინფორმაცია ზუსტად მიაწოდოთ სამიზნე აუდიტორიას, ჯერ თავად უნდა გესმოდეთ ის თუ რაზე მუშაობთ.

magnifying glass on white table

ინგრედიენტი N4-დამაინტრიგებელი დასაწყისი

ნებისმიერი ტექსტის დასაწყის დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი წინადადება უნდა იყოს დამაინტრიგებელი, მან უნდა უბიძგოს მკითხველი, რომ განაგრძოს დარჩენილი ტექსტის წაკითხვა. ტექსტი შეიძლება დაიწყოთ შემდეგნაირად:

  • უცნაური და დამაინტრიგებელი შეკითხვა:,,გსმენიათ ქოფირაითინგის კოქტეილის შესახებ?“
  • ფრაზა: ერთხელ სტივ ჯობსმა თქვა:,,მე არ ვენდობი კომპიუტერს,რომლის აწევაც არ შემიძლია.“
  • სტატისტიკური მონაცემები;
  • ხუმრობა;
  • ამბავი

ინგრედიენტი N5– ვწერ იმას, რაც მომხმარებელს სურს

ქოფრაითინგი მომხმარებლის სურვილებსა და მოთხოვნილებებს უნდა მოერგოს, რა სურს თქვენს მომხმარებელს? პირობითად თუ თქვენ რეკლამას უკეთებთ რესტორანს ყურადღება იმაზე კი არ უნდა გაამახვილოთ, რომ რესტორანი დაბალ ფასებს, გემრიელ საკვებს და კარგ ადგილს გთავაზობთ, არამედ კონცენტრირება უნდა მოახდინოთ იმ ფაქტზე, რომ თქვენ მომხმარებლის შიმშილს დააკმაყოფილებთ.ნებისმიერი რეტორნის წარმატებისთვი საჭიროა მშიერი მომხმარებელი. ტექსტით ხაზს უნდა უსვამდეთ იმ ფაქტს, რომ თქვენ მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებთ.

eyeglasses and skeleton key on white book

ინგრედიენტი N6-ტექსტის ვიზუალური მიმზიდველობა

მკითხველი ჯერ ხედავს და შემდეგ კითხულობს, ამიტომ ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს. შექმენით ვიზუალურად მიმზიდველი კონტენტი, ამისათვის საჭიროა:

  • მოკლე პარაგრაფები;
  • ფონტი, რომელიც მარტივად იკითხება;
  • ტექსტში წინადადებები უნდა იყოს ხაზგასმული, გამუქებული, დახრილი;
  • თეზისებად გმოყოფა;
  • დასათაურებები.

ქოფირაითინგის კოქტეილის მისაღებად საჭიროა ყველა ინგრედიენტის არსებობა, ამიტომ მისი მომზადებისას არ დაგავიწყდეთ, რომელიმე მათგანის დამატება.

თუ გსურთ კოქტეილის მომზადება შეცდომების გარეშე შეძლოთ, ციფრული ინდუსტიის აკადემია გთავაზობთ ქოფირაითინგის კურსს:

ქოფირაითინგის კურსი