გრაფიკული დიზაინის ტრენდები 2019 წლისთვის

თარიღი: 20 June, 2019

3D design and typography

დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს 3D კომპოზიციებით შექმნილი ტიპოგრაფიული ნამუშევრები, სადაც გამოყენებულია სხვადასხვა ფონტები. ასეთი კომპოზიციები ძალიან რეალისტურ შთაბეჭდილებას იწვევს. 2019 წლის ტრენდული ვიზუალების მაგალითებია Pinch Studio’s პოპ ხელოვნება, Issey Miyake’s ის ტექსტურებისა და საკვების კომპოზიციური ერთობლიობა. ასეთი 3D კომპოზიციები ფუტურისტულ ხელოვნების მიმდინარეობას აუცილებლად გაგახსნებთ, ფერის, ფორმისა და ტექსტურის ხარჯზე. Eiko Ojala-ს ქაღალდის სტილით შესრულებული ილუსტრაციები კი შეგიქმნით შთაბეჭდილებას, რომ ისინი პირდაპირ ბუნებრივი სამყაროს ელემენტები არიან.

Asymmetrical layouts

გრიდის დაცვის სტანდარტი, რომელიც დიზაინერებისთვის წლების განმავლობაში აუცილებელ პირობას წარმოადგენდა თანდათან ირღვევა. დღეს დიზაინერები სივრცის ათვისებას ასიმეტრიით ახდენენ.
ასიმეტირული კომპოზიციები გამოიყენება სხვადასხვა დიზაინ საიტებში. დიზაინერები ქმნიან ნამუშევარს, სადაც სტატიკურ ვიზუალს ასიმეტრია კინეტიკურ ენერგიას ანიჭებს. ამიტომ მეტი ინდივიდუზლისმისა და სიცოცხლის შეგრძნებას იწვევს. ასიმეტრიულ დიზაინს შეხვდებით აპლიკაციებსა თუ საიტებზე, რომელიც აუცილებლად მიიქცევს თქვენ ყურადღებას.

Art Deco

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ორი ძირითადი სტილი, რომელიც დღემდე რენესანსის პროცესს განიცდის ეს არის 1920-იანი წლების უძველესი ორნამენტული არტ დეკოს დიზაინი  და  1950-60 წლების ხაზოვანი ორგანული ფორმები. დღეს არტ დეკოს სტილის გავლენას განსაკუთრებით, ლოგო დიზაინში დაინახავთ ხაზოვანი სიმეტრიის ინტენსიური კომპლექსის სახით.

Modern Mid-Century Modern

 ბოლო წლების განმავლობაში შუა საუკუნეების ხელოვნების გავლენა კარგად ჩანს ინტერიერის დიზაინისა და მოდის სფეროში. დღეს შესამჩნევია ილუსტრაციებშიც და  ვინტაჟური ფერის პალიტრა ვებ და პრინტ დიზაინში დიზაინ ტრენდად ითვლება.

The continuing evolution of duotones and gradients

გრადიენტის ეფექტი, ფერის კონტრასტული გადასვლებით, ბოლო წლების განვალობაში დიზაინის სფეროში ცნობილი ტრენდია. უკვე ამ ტენდენციამ ლოგო დიზაინშიც გადაინაცვლა. ხშირია კომბინაციები
ლურჯი, ვარდისფერი, წითელი ფერების გრადაციების. Duotone-ს ეფექტის გამოყენება კი აქტუალურია გარეკანის დიზაინში. Duotone გულისხმობს ერთი კონკრეტული ფერის ნახევარი ტონის მეორე სხვა ფერის ნახევარ ტონთან შერწყმას.

Warm and moody color palettes for photos

2019 წელს სურათებში ძირითადად თბილი და რბილი ტონებია შესამჩნევი, თითქმის უარყოფილია მკვეთრი და მძაფრი ნეონის ფერები. ამ ტენდენციას საფუძვლად 1980-70 წლების ფოტოსურათები უდევს. სადაც შავი ფერის სხვა ფერებთან კომბინაციით თბილი პალიტრა მიიღება. იქმნება ისეთი შთაბეჭიდლება, რომ თითქოს კამერას არ შეუძლია მკაფიო ფერების აღქმა, რადგან მკაფიო ტონები თითქმის უარყოფილია.



Open compositions

დღეს დიზაინერები მეტ თავისუფლებას ანიჭებენ უპირატესობას კომპოზიციის აგებისას, იყენებენ მეტ თეთრ სივრცეს. ტენდენციურია ქაოსური განლაგება, სხვადასხვა სურათებიდან ამოჭრილი ობიექტების ერთ კომპოზიციაში გაერთიანება.

Isometric design

იზომეტრიული დიზაინი ქმნის სამყაროს პატარა სივრცეებში. ორ განზომილებაში შესაძლებელია 3D
სტრუქტურის ვიზუალური გაერთიანება, ის აქტუალურად გამოიყენება როგორც პრინტ, ასევე ვებ დიზაინში.

თუკი გაინტერესებს გრაფიკული დიზაინი, აუცილებელია იცოდე იმ ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ, რომელთან ადაპტირებაც უფრო მოთხოვნადს გახდის შენს ნამუშევრებს.
ამისთვის კი ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობს გრაფიკული დიზაინის ინტენსიურ კურსს:
https://digitaledu.ge/grafikuli-dizainis-intensiuri-kursi/