fbpx

გაიცანით 3D დიზაინის გურუ #გააზიარეგამოცდილება

თარიღი: 1 July, 2019

#გააზიარეგამოცდილება –  კამპანია დაეთმობა რეალური მიდგომებისა და რჩევების გაზიარებას ციფრული სფეროს მიმართულებებით. დღეს გაგაცნობთ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ლექტორს გიორგი ჩხაიძეს, რომელიც გვესაუბრა 3D დიზაინის სფეროს ტენდენციებთან დაკავშირებით და გაგვიზიარა საკუთარი მიდგომები.

-რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე 3D დიზაინის მოთხოვნასთან დაკავშირებით?

ქართულ ბაზარზე 3D დიზაინთან დაკავშირებით მოთხოვნა დიდია. ადრე თუ მარტო დიდ კომპანიებს ყავდათ თავისი პროდაქშენის ჯგუფი, დღეს ძალიან ბევრმა კომპანიამ შექმნა თავისი შიდა პროდაქშენი: ბანკებმა, სადაზღვეო კომპანიებმა, კაზინოებმა. ეს განაპირობა სოციალური მედიის ძალიან დიდმა გავლენამ თანამედროვე მარკეტინგზე. ყველას უნდა რომ სიახლეები რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

-რომელ ინდუსტრიებში გამოიყენება 3D დიზაინის პროდუქტები?

3D დიზაინი გამოიყენება ძალიან ბევრ სფეროში როგორიცაა: კინო ინდუსტრია, სარეკლამო ინდუსტრია, ტელევიზია, პროდუქტის დიზაინი, არქიტექტურა, ავტოწარმოება, თამაშების ინდუსტრია, სხვადასხვა ტიპის პერფორმანსებში და ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი.

– რა არის აუცილებელი პირობა 3D დიზაინში კარიერის დასაწყებად?

3D დიზაინის შესწავლას რაღაც კონკრეტული ფორმულა არ აქვს, მე ვთვლი რომ ყველა ადამიანს შეუძლია ტექნიკურ ნაწილს ალღო აუღოს. ზოგი თვლის, რომ თუ ხატვა არ გამოსდის ესეიგი არც დიზაინი გამოუვა.
თუმცა ჩემი აზით ყოველდღიული მუშაობის პროცესი აუცილებლად დაგეხმარება რომ დროთა განმავლობაში  კონკრეტული სტილი და მიმართულება ჩამოგიყალიბდეს.

– რა მიდგომა და რჩევები გაქვთ სტუდენტებთან მუშაობის დროს?

ჩემი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა სამუშაო პროცესის ორგანიზება. სტუდენტმა საკუთარ თავზე სამუშაოდ აუცილებლად ყოველდღიურად უნდა გამონახოს დრო. უშუალოდ სალექციო მიდგომებს რაც შეეხება, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სტუდენტებთან ერთად შევიმუშავე ძალიან საინტერესო მეთოდი, სადაც ეტაპობრივად ვფარავთ ყველა თემას, მასალა არის ძალიან დიდი, თუმცა პატარა ვიდეო რევიუებს ვაკეთებთ განვლილ თემებთან დაკავშირებით. ეს მეტად ამარტივებს ახალი მასალის ათვისებას. მე ძირითადად სატელევიზიო და სარეკლამო ინდუსტრიაში ვმუშაობ, სტუდენტებთან ურთიერთობისას კი პროდუქტის დიზაინის სფერო თავიდან აღმოვაჩინე  და არ გამოვრიცხავ ამ სფეროში მოღვაწეობას.

თუ გაინტერესებთ 3D დიზაინი, მაგრამ არ იცით მისი შესწავლა საიდან დაიწყოთ, მაშინ გაეცანით ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსს :  3D დიზაინის კურსი

ტეგები: