fbpx
ციფრული პროექტების მართვის კურსი

გაიცანი შენი მომავალი მენტორი ახლოს – თეო ზანგურაშვილი

თარიღი: 14 March, 2024

გაიცანი შენი მომავალი მენტორი ახლოს – თეო ზანგურაშვილი

ამ სტატიაში უნდა გაგაცნოთ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ციფრული პროექტების მართვის მენტორი – Buildy App-ის CEO, BTU-ს ლექტორი, ციფრული პროექტების იულიუს კეისარი, Noxtton-ის 5 წლიანი თანამშრომელი და ახლა უკვე პარტნიორი და ციფრული პროდუქტების მენეჯერებისთვის პირველი ქართული Community-ს ProdAct-ის დამაარსებელი *drum roll* თეო ზანგურაშვილი.

მოდი, გადავხედოთ მის კარიერულ გზას:

  • 2019 – დღეს – Noxtton 
  • 2022 – დააარსა პირველი ქართული Community (ProdAct Community) ციფრული პროდუქტების მენეჯერებისთვის
  • 2023 – დღეს – BTU – უძღვება ციფრული პროდუქტების მენეჯმენტის კურსს
  • დღეს – Buildy App – CEO

ახლა კი ცოტა უკან გადავახვიოთ…

2017 წელი, BTU – როგორ მოხვდა თეო ტექ სფეროში? (დიდი ისტორია ერთ აბზაცში) 

ფლეშბექი

თეო პირველ კურსზეა და მუშაობს სტარტაპზე, სადაც ვებგვერდს აკეთებს. ამიტომ უწევს ტექნიკური დავალებების წერა და რაღაცეების სწავლა ამ სფეროში. სტარტაპზე მუშაობის მომენტში ხვდება 2 რამეს: 1. ტექნოლოგიების სფერო აინტერესებს და 2. რაღაცის ნულიდან შექმნის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. ამის შემდეგ თეო ტექნოლოგიების სწავლას იწყებს და BTU-ს ბაკალავრიატს ამთავრებს ბიზნეს ადმინისტრირება მენეჯმენტისა (Major) და საინფორმაციო ტექნოლოგიების (Minor) განხრით. 

მას მერე თეოს 50-ზე მეტ ტექნოლოგიურ პროექტზე უმუშავია, მათ შორის: Gulf Georgia, M2, Motif Design Elements, Zedazeni, Domus, DADE, Chateau Buera, Lopota Lake Resort, Cityzen, Buildy, USAID, Everyone’s Teacher, Looow, Tbilisi Art Map და ა.შ.

რატომ აირჩიე ეს სფერო? რა მოგწონს ამ სფეროში ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ რაღაცას ნულიდან ვქმნი. პროცესით უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე – შედეგით, ამიტომ მომწონს ტექნოლოგიური პროექტების შექმნა, რადგან ეს დიდი, გრძელი და თავგადასავლებით სავსე პროცესია. ასევე ძალიან მომწონს, ადამიანები ჩემს გაკეთებულ აპლიკაციას/ვებგვერდს რომ იყენებენ და ვხედავ, რომ ამით ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც უმარტივდებათ. 

ვიფიქრე, ამდენი “ტიტულისა” და რეგალიის პატრონს ამ სფეროში წარმატების რეცეპტიც ეცოდინებამეთქი…

რა უნარები უნდა გქონდეს, ამ სფეროში წარმატებას რომ მიაღწიო? 

შეუპოვარი უნდა იყო და მარტივად არ უნდა დანებდე. იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს, სენიორი ხარ, ჯუნიორი ხარ ან დიდი პროექტი გაქვს თუ პატარა, ტექნოლოგიურ პროექტზე როცა მუშაობ, მაინც ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგხვდება და ისეთი ხასიათი უნდა გქონდეს, რომ როცა ეგ მოხდება, მაგის გამო უკან არ წახვიდე. 

შეუპოვარი უნდა იყო ეგრეა, მაგრამ აი რაღაც ფრაზები ჰო არის, ეგრევე მოტივაციას რომ გიკარგავს?

ახალ რაღაცას რომ აკეთებ და ტესტირების ეტაპზევე იმას რომ გეუბნებიან, ეს არ მუშაობს ან ეს არ გამოვაო.

მერე what do we say to the God of მოტივაციის დამკარგველი ფრაზები? (not today-ს გარდა)

უეჭველი გამოვამეთქი ვამბობ ხოლმე ხშირად.

მოტივაციის მოზღვავება თქვენც იგრძენით? ისეთი, რომ აი ახლა წავალ და ყველა კურსს გავივლი. თუ კი, მაშინ აგერ ჩვენი კურსების ლინკი. თუ ჯერ არა, მაშინ გავაგრძელოთ. 

რა არის ის, რისი გაკეთების გარეშეც მუშაობას ვერ იწყებ?

ლეპტოპის ეკრანს და სათვალეებს ვწმენდ. 

ვაკვირდები და მართლაც უნაკლოდ აქვს გაწმენდილი ერთიცა და მეორეც. 

ჩვევა, რომელიც გეხმარება სამუშაო პროცესში.

მუსიკას ვუსმენ თითქმის სულ. ძირითადად მშვიდ, chill მუსიკას და ისეთს კარგ განწყობაზე, რომელიც მაყენებს. 

ძირითადადო იმიტომ ამბობს, რომ როცა მუსიკას არ უსმენს, ტელეფონზე ლაპარაკობს. ახლაც ვიღაცამ დაურეკა და ტელეფონზე ლაპარაკობს. 

*ინტერვიუ გაწყდა*

აი, დაამთავრა და ვაგრძელებთ.  

რჩევა, რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მისცემდი.

მომწონდა, როგორც აკეთებდა ჩემი დამწყები თავი ყველაფერს, ამიტომ იმას ვეტყოდი, ეგრე გააგრძელე, როგორც მიდიხარმეთქი. 

ლექტორობა თუ CEO-ობა?

ეგ ორი ერთმანეთს ავსებს. ლექტორობაში ის მეხმარება რომ, სტუდენტისთვის ჩემი გამოცდილება არის საინტერესო. სტუდენტებს მარტივად ვუხსნი იმას, რასაც მე ვაკეთებ და თან ძალიან ცოტა ხნის წინ BTU-ში მათ ადგილას მეც რომ ვიყავი, ეგ დიდ მოტივაციას აძლევთ. CEO-ობის დროს კიდე, როცა ზოგჯერ არ ვიცი, საერთოდ რას რატო ვაკეთებ, მაგ შეგრძნებას ლექტორობა მივსებს იმიტომ, რომ მგონია ღირებულ საქმეს ვაკეთებ. მაგის გამო ლექტორობა, როგორც პროფესია, ჩემთვის ბევრად უფრო წინ არის. თუმცა მეორეს მხრივ, ეგ ლექტორობა ეგეთი ღირებული არ იქნებოდა, მე რომ CEO-ობის გამოცდილება არ მქონდეს.

რას ვერ აპატიებდი საყვარელ გუნდის წევრს? 

ძალით გაკეთებას რაღაცის. მაგას მირჩევნია, მითხრას, რომ ამის კეთება არ მოსწონს და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, ვიდრე ძალით აკეთოს და ბედნიერი არ იყოს იმით, რასაც აკეთებს.

აი, ნამდვილი ლიდერის პასუხი! 

 

თუ ამ ყველაფრის შემდეგ თეოს კურსის გავლა მოგინდა, ბევრი რომ არ ეძებო, აგერ ლინკი 

და გახსოვდეს, როგორც თეო იტყოდა, ყველაფერი უეჭველი გამოვა!

 

ავტორი: მარიამ გულედანი