fbpx
ტექ რეკრუტინგის კურსი

გაიცანი შენი მომავალი მენტორი ახლოს – დიანა ბერიაშვილი

თარიღი: 16 February, 2024

ტექ რეკრუტინგის მენტორი, დიანა ბერიაშვილი დღეს DataArt-ის ტექ ტალანტების შერჩევის მენეჯერია. 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც პირველად დაიწყო მუშაობა HR-ის პოზიციაზე, DataArt-ამდე საკმაოდ გრძელი გზა გაიარა.

  • 2014-2018 – აიდიეს ბორჯომი – HR მენეჯერი
  • 2018-2021 – ევოლუშენი – Talent Acquisition Specialist
  • 2021 – დღეს – DataArt – ტექ ტალანტების მოზიდვის მენეჯერი

პირველი გასაუბრება…

პირველად ინტერვიუზე 16 წლის ასაკში მოვხვდი, ისე ვნერვიულობდი, ვგრძნობდი, როგორ მეტირებოდა შიშისგან.

იქამდე სანამ ასე ვნერვიულობდი, ჩემი ინტერვიუები არ იყო წარმატებული.

საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიცვალა და ახლა გასაუბრებას ვუყურებ, როგორც სასიამოვნო შეხვედრას, სადაც ყველაფერს გავიგებ სასურველი პოზიციის შესახებ და შესაძლებლობა მექნება, გავუზიარო ინფორმაცია ჩემს შესახებ.

თუ გასაუბრებას ისე შეხედავ, რომ იქ მხოლოდ შენ არ გაფასებენ, არამედ შენც აფასებ კომპანიას, მაშინ მიხვდები, რომ სანერვიულო არაფერი არ არის.

რა არის ის რისი გაკეთების გარეშეც მუშაობას ვერ იწყებთ?

მუშაობას კი არა ცხოვრებას არ ვიწყებ დილით ყავის გარეშე. ორი რადიკალურად განსხვავებული დამიანი ვარ: ყავამდე და ყავის შემდეგ.

(იმედია, 2008 წლიდან მოყოლებული ყველა სამსახურში ჰქონდათ ყავის აპარატი…)

დიანას ძააალიან ბევრი ინტერვიუ აქვს ჩატარებული (ზუსტად რაოდენობას ვერ ვწერთ, არ ახსოვს…) და პირადი გამოცდილებით რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.

რა არ უნდა ჩაიცვა გასაუბრებაზე?

მინიმუმ ჩაცმული უნდა მოხვიდე. არ უნდა ჩაიცვა ის რასაც არასდროს არ ჩაიცვამდი, მნიშვნელოვანია არ დაკარგო ინდივიდუალიზმი, მაგრამ ამასთან ერთად იმ კომპანიის კულტურა გაითვალისწინო და პატივი სცე, სადაც ინტერვიუ გაქვს.

რჩევა ადამიანებს, რომლებიც გასაუბრებაზე მიდიან.

უნდა იცოდე, რა გინდა და იყო შენი თავი!

რას ურჩევდით კანდიდატს, სანამ თქვენთან შემოვიდოდა გასაუბრებაზე?

ცოცხალი ადამიანი უნდა იყო და არა ბოტი.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ტექ სფეროში კომუნიკაციის უნარი არ არის აუცილებელი. არადა აქ, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, კარგი კომუნიკაციის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია.

გახსოვდეს, რომ შედეგის მიუხედავად ნებისმიერი ინტერვიუ ახალი გამოცდილებაა. 

მიუხედავად იმისა, რომ დიანა ამჟამად ტექ რეკრუტინგის მენტორია და ტექ სამყაროში მუშაობს, მისი ისტორია სულ სხვა სფეროში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე იწყება, სადაც მან ბაკალვრიატი დაამთავრა, რასაც GIPA-ში იმავე ფაკულტეტზე დასრულებული მაგისტრატურა მოჰყვა.

მაგრამ მაგისტრატურის შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობებთან გზები გაიყო. დიანამ პროფესია შეიცვალა და საკუთარი უნარების განვითარება ადამიანური რესურსების მართვის (HR) კუთხით განაგრძო. თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც თავად ამბობს, დიპლომატიის გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობაში დღემდე ძალიან ეხმარება. ადამიანებთან ურთიერთობა კი ტექ რეკრუტერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება ყოფილა…

რა არის ის თვისება, რომელიც ტექ რეკრუტერს უნდა ჰქონდეს?

პირველ რიგში უნდა უყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა და უნდა ჰქონდეს ინტერესი ტექ სფეროს მიმართ. გარდა ამისა, ტექ რეკრუტერისთვის მნიშვენლოვანი თვისებებიდან გამოვყოფდი სისხარტეს, სითამამეს და დარწმუნების კარგ უნარს.

მეტიც, ტექ რეკრუტერი თურმე ჯადოსნურ ფერიას უნდა ჰგავდეს.

ტექ რეკრუტერი რომ სუპერგმირი იყოს, რომელი იქნებოდა?

სუპერგმირი არ ვიცი, მაგრამ ალბათ კეთილი ჯადოსნური ფერია იქნებოდა იმიტომ, რომ ადამიანია, რომელიც გეხმარება იმ სამსახურის მოძებნაში, რომელიც გინდა.

ბოლოს ისეთი ფრაზით ვამთავრებთ, მართლა ჯადოსნური ფერია რომ იტყოდა:

,,ჩემი მიზანია, სტუდენტებმა ძალიან კარგად დაინახონ რამდენად დიდი სიკეთის მოტანა შეუძლიათ თითოეული ადამიანისთვისდა კომპანიისთვის, რომელშიც მუშაობენ”.

დიანას კურსის შესახებ მეტს ამ ლინკიდან გაიგებ.