fbpx

FACEBOOK რეკლამის სტრატეგიები

თარიღი: 13 June, 2019

დღეს ადამიანები სხვადასხვა მოწყობილობებს იყენებენ ონლაინ სივრცეში კომუნიკაციისთვის, რამაც
ციფრულ გარემო ფაქტორებთან დაგვაახლოვა და შეცვალა ბიზნეს კომუნიკაციის, რეკლამის ფორმა. ტექნოლოგიური კომპანია
Perficient- ს 2019 წლის კვლევით, მობილურ ტელეფონთან მეტ დროს ვატარებთ ვიდრე პერსონალურ კომპიუტერთან, თუმცა მაქსიმალური ეფექტურობისა და შედეგებისთვის ჩვენი რეკლამის ყველა ტიპის პლატფორმაზე მორგება უმჯობესია.

ახლა კი გავეცნოთ იმ კონკრეტულ სტრატეგიებს, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რეკლამის სწორად ოპტიმიზაციისთვის.
პირველ რიგში, აუცილებელია განსაზღვროთ მიზნობრივი აუდიტორია, ასაკის, სქესის, ინტერესების მიხედვით, რაც იმის ალბათობას გაზრდის, რომ რეკლამა ზუსტად მიაღწევს სასურველ აუდიტორიამდე.
Facebook რეკლამის საშუალებით ასევე შესაძლებელია კონკრეტული სარეკლამო კამპანიის შედეგების ანალიზი, რაც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თუ რა არის საჭირო მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და რატომ უნდა დაინტერესდნენ თქვენი შეთავაზებით.
PPC საშალებას მოგცემთ ვებ გვერდზე ვიზიტორების რაოდენობა გაზარდოთ, თქვენ კი ზუსტად იმდენის გადახდა მოგიწევთ, რამდენჯერაც მოხმარებელი რეკლამას გახსნის.
8 წლის წინ Facebook-მა Messenger-ის ფუნქცია დაამატა, Facebook Messenger ads კი ყველაზე წარმატებული გზა აღმოჩნდა აუდიტორიასთან კომუნიკაციის დასამყარებლად, ამით რეკლამას პირდაპირ მომხარებელს აწვდით.

ამ სტრატეგიების გათვალისწინებასთან ერთად, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ საჭიროა ბალანსის დაცვა რეკლამის გაშვების დროს, მომხარებელი აუცილებლად იგნორს გაუწევს ერთი და იგივე რეკლამას, რომელიც მის სიახლეების ზოლში მუდმივად ჩნდება, რეკლამა კი ავტომატურად დაკარგავს ეფექტურობას. ყველაზე სწორი სტრატეგიით დაგეგმილი რეკლამა მაქსიმუმ 5-ჯერ უნდა გამოჩნდეს ერთი და იმავე მომხმარებლთან.


ასევე გაითვალისწინეთ, როდესაც რეკლამისთვის აუდიტორიას არჩევთ, Geo-targeting საშუალებას გაძლევთ კონკრეტული მისამართის და ლოკაციის მითითების, რაც თქვენი რეკლამის ეფექტურად მიღწევას განაპირობებს მომხარებლამდე.
არსებობს ასეთი გამონათქვამი ,,როდესაც ყველას ესაუბრები, შენ არავისთან საუბრობ”.
სწორედ ამ ლოგიკის გათვალისწინებით, თქვენი რეკლამისთვის ისეთი სტრატეგია უნდა შეარჩიოთ, რომ მხოლოდ საჭირო აუდიტორიის დაინტერესება შეძლოთ. ამაში კი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სოციალური მედიის კურსი დაგეხმარებათ : https://digitaledu.ge/socialuri-mediis-kursi/