კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ უნდა დაწერო კონკურენტუნარიანი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის, როგორ წარმართო Facebook-სა და Instagram-ზე სწორი მარკეტინგული კამპანიები. კურსის მანძილზე მენტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: კონტენტ მენეჯმენტი, ქომუნითი მენჯემენტი, Business Manager, Facebook Pixel, თარგეთირება და სხვა.
ამ ყველაფრის დახმარებით შენ დამოუკიდებლად შეძლებ, რომ შეიმუშაო საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგია. გაიგებ, როგორ უნდა გაზარდო ბიზნესი სოციალური მედიის დახმარებით.
სოციალური მედიის მენეჯერი
ვეკო თოხაძე ციფრული მარკეტინგის სფეროში 2015 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს.
სამ წელზე მეტია, რაც დასაქმებულია სარეკლამო კომპანია კრაკენში და იკავებს Account Director-ის პოზიციას.
მიუღია მონაწილეობა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: ანაკლიის პორტის პროექტი -საზოგადოებისთვის პროექტის მნიშვნელობისა და მისი ბენეფიტების გაცნობის და ლიალობის მოპოვების კუთხით. ნატახტარის სეზონური პროექტები: Limited edition გაყიდვების წახალისება და ცნობადობა. კამპანია “CheckIn Samachablo”.
ხშირად მონაწილეობს ACAG-ის კონკურსებში, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, აქვს ნამუშევარი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ კამპანიაზე.
კონტენტ ლიდი
,ჩემი მიზანია, შევქმნა მეტი პროფესიონალი ამ სფეროში.“
მისი მარკეტინგის სფეროში მოგზაურობა 2019 წლიდან იწყება. სწავლობდა აგრარულ უნივერსიტეტში, თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით. უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე მოხვდა პატარა სააგენტოში, მისტერში. სწორედ ამ სააგენტოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრინტ კონკურსში, სადაც დაიკავა მესამე ადგილო.
მაგისტრატურაზე სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ურთიერთობების განხრით განაგრძო.
2019 წელს მუშაობა დაიწყო სოციალური მედიის მართვის მიმართულებით. 2021 წლიდან საკომუნიკაციო სააგენტო Kraken-ის გუნდს შეუერთდა, კონტენტ ლიდის პოზიციაზე, სადაც დღემდე მუშაობს.
სანამ Kraken-ის გუნდს შეუერთდებოდა, მუშაობდა Watergunz-ში და Tegeta Motors-ში სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: რედისონ ბლუ ივერია, ევექსის კლინიკები, პორშე, მაზდა, ამბოლი, Wendy’s, GSF-ი და ა.შ.
მონაწილეობა მიუღია ისეთ კონკურსებში, როგორიცაა: Young Lions Georgia, ACAG-ის პრინტი და ა.შ.