fbpx

Cinema 4D – საუკეთესო პროგრამა დამწყები 3D დიზაინერებისათვის?

თარიღი: 9 April, 2019

სანამ უშუალოდ 3D დიზაინზე მუშაობას დაიწყებდეთ, უკიდურესად საჭიროა აირჩიოთ პროგრამა, რომელშიც აპირებთ მუშაობას. ისეთ კონკურენტულუნარიან ბაზაზარზე, როგორიც დღეს გვევლინება მოდელირების ინდუსტრიაში, არჩევანი იმდენად დიდია, რომ ხშირად ეს იწვევს დაბნეულობას, თუ რომელი პროგრამა გამოვიყენოთ სამუშაოდ.

ყველა პროგრამა იდეოლოგიურად ერთმანეთთან ახლოს არის და დანიშნულებაც ძირითადად ერთია, თუმცა პროგრამები განსხვავდებიან კომპაქტურობაში, არის 3D დიზაინის პროგრამები, რომლებიც არქიტექტურისთვის უფრო გამოიყენება ვიდრე 3D წარწერების და “ინტროების” გასაკეთებლად. სწორედ ამიტომ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აირჩიოთ სასურველი პროგრამა, თქვენივე განხრის მიხედვით.

დღევანდელ სტატიაში თქვენ გაეცნობით პროგრამა Cinema 4D სასარგებლო ფუნქციებს.

Cinema 4D

Cinema 4D არის ერთ-ერთი მოწინავე და ხშირად გამოყენებადი პროგრამა 3D დიზაინის ინდუსტრიაში. მისი დახვეწილი და სხვა პროგრამებთან შედარებით გაცილებით უფრო მარტივი და გასაგები ინტერფეისის დიზაინი, მიმზიდველია ისეთი დიზაინერებისთვის, რომლებსაც ახალი დაწყებული აქვთ მუშაობა 3D დიზაინის ინდუსტრიაში.

პროგრამა არაჩვეულებრივია, რადგან იგი ოპტიმიზირებულია და მარტივად მუშაობს სუსტი მონაცემების კომპიუტერზეც. გარდა ამისა მისი არჩევის მიზეზსს განაპირობებს დამატებითი ფუნქციები, ცნობილი VFX პროგრამები როგორებიც არის Vray, FumeFX და სხვა, Cinema 4D აპლიკაციაში დამატებითი პლაგინის (პროგრამული გაფართოების) სახით გვევლინება, რაც პროგრამას უფრო კომპაქტურს და მრავალფუნქციურს ხდის.

პროგრამა იმდენად მარტივი ასათვისებელია, რომ ბევრი არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი იყენებს აღნიშნულ პროგრამას, საკუთარი პროექტების ვიზუალურად შესაქმნელად. პროგრამაში შესაძლებელია, ანიმაციების კეთება, 3D ტექსტების დამზადება და სხვა. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ეს არის უნიკალური პროგრამა დამწყები დიზაინერებისთვის, რომელიც სწრაფი, მარტივი და მრავალფუქნციურია.

 

ისწავლე Cinema 4D ჩვენს აკადემიაში http://digitaledu.ge/3d-dizaini/