3D დიზაინის კურსი

3D დიზაინის სპიკერი

უკვე 10 წელიწადზე მეტია რაც გიორგი 3D დიზაინერისა და VFX-არტისტის პოზიციაზე მუშაობს საქართველოში არსებულ წამყვან ტელევიზიებში. კარიერა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ ტელევიზიებში როგორებიცაა ტელეკომპანია  GDS და იმედი.

ამ ყველაფრის პარალელურად კი არის Freelance 3D დიზაინერი და მუშაობს ქართულ და უცხოურ პროექტებზე.

ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ისეთ პროექტებზე როგორიცაა: ტიფლისი, ქერჩი – დაკარგული გმირები, პარადოქსი, ბინა 18, ნიჭიერი და ა. შ.

3D დიზაინის კურსის აღწერა

3D დიზაინის კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან იმ საბაზო ტექნიკას, რისი ცოდნაც აუცილებელია  სამ განზომილებიან გრაფიკაზე სამუშაოდ.

3D დიზაინის კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან  სამ განზომილებიან მოდელირების, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის პრინციპებს Cinema 4D-ში, რის შემდეგაც შეძლებენ იმუშაონ როგორც 3D არტისტის ასევე  სატელევიზიო, სარეკლამო თუ სხვა ინდუსტრიებში შესაბამის პოზიციებზე.

ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები საშუალებას მიცემთ სტუდენტებს გაიმყარონ  და დახვეწონ თავიანთი შესაძლებლობები მოდელირების, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის სფეროში.

3D დიზაინის კურსის სილაბუსი

ლექცია 1

შესავალი

  • შესავალი, 3d გრაფიკის გამოყენების სფეროები, დისციპლინები  და ტერმინოლოგია
  • 3d გრაფიკასთან სამუშაო სხვადასხვა პროგრამების მიმოხილვა
  • პროგრამების თავისებურებები და გამოყენების სფეროები
  • ტერმინებისა და დისციპლინების განმარტება
  • Cinema 4d- პირველი შეხება: ინტერფეისი, პანელები, ნავიგაცია
  • მარტივი ობიექტების შექმნა და დამუშავება

ლექცია 2

წირები და მოდიფიკატორები

  • წირების შექმნა და დამუშავება
  • იერარქიები
  • მოდიფიკატორების მიმოხილვა
  • კამერის შექმნა და პარამეტრები
  • სტანდარტული მატერიალები
  • სტანდარტული რენდერი

ლექცია 3

კლონერი და ეფექტორები

  • კლონერის მიმოხილვა
  • კლონირების პარამეტრები
  • კლონირება ობიექტზე
  • ხშირად გამოყენებადი ეფექტორების მიმოხილვა
  •  მო ტექსტი
  • ტრეისერი

ლექცია 4

მოდელირება Cinema 4d- ში

  • რა არის პოლიგონალური მოდელირება
  • მოდელირებისას ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტები
  • ობიექტის ღერძთან მუშაობა
  • მოდელირება ნახაზის მიხედვით
  • ვქმნით მობილური ტელეფონის 3d მოდელს ნახაზის მიხედვით
  • დავალება:  Ipod shuffle-ის შექმნა 3d მოდელი ნახაზის მიხედვით

ლექცია 5

ანიმაცია და დინამიკა

  • დრო, ანიმაციის სიჩქარე (ფრეიმები, და ა.შ.)
  • ანიმაციის პარამეტრები, “ქიფრეიმები”
  • დეფორმერების ანიმაცია, ანიმაცია წირებზე
  • მყარი სხეულების დინამიკა
  • რბილი სხეულების დინამიკა
  • ანიმაცია კლონერის ეფექტორების გამოყენებით
  • დავალება: შექმენით ანიმირებული კომპოზიცია კეიფრეიმების გამოყენების გარეშე

ლექცია 6

განათება და რენდერი

  • განათების ტიპები, და მათი პარამეტრები
  • სურათზე დაფუძნებული განათება (Immage based Lighting, HDRI lighting)
  • მატერიალების შექმნა დამუშავება და შენახვა
  • Shadow catcher-ის მიმოხილვა
  • რენდერის პარამეტრები
  • სურათებისა და ვიდეოს დარენდერება
  • დავალება: წინა ლექციაზე შექმნილი ანიმაციის განათება, მატერიალებისა და ფერების შერჩევა და დარენდერება

ლექცია 7

პრაქტიკული სამუშაო: ლექციის მსვლელობისას გვექნება დავალება, შევქმნათ ანიმირებული ტიხარი მუსიკალური არხისთვის

  • მოცემულობის გააზრება და ეტაპებად დაყოფა
  • ლოგოს მოდელირება ვექტორული ნამუშევრის მიხედვით
  • საჭირო მოდელების შექმნა
  • დინამიური სიმულაციისა და კამერის ანიმაციის შექმნა
  • ფერებისა და მატერიალების შექმნა
  • განათებისა და რენდერის პარამეტრების მომზადება რენდერისთვის
  • დავალება: მომზადებული ვიდეოს დარენდერება

ლექცია 8

გამოცდა: გამოცდის ფარგლებში სტუდენტები შექმნიან ლოგოს ანიმაცია

გამოცდისას მიექცევა ყურადღება:

  • სამუშაოს სწორად დაყოფას მოდელირების, ანიმაციისა და რენდერის ეტაპებად
  • მოდელირების პროცესის სწორად და მარტივად წარმართვას
  • სიმარტივის მიუხედავად ანიმაციის დინამიურობას
  • მატერიალებისა და განათების შექმნისას მოცემული ფერთა გამის გათვალისწინებას
  • რენდერის პარამეტრების სწორად შექმნას
  • ნამუშევრების განხილვა

ტრენერები

3D დიზაინი

გიორგი ჩხაიძე