fbpx

ციფრული მარკეტინგის ბენეფიტები მცირე ბიზნესისთვის

თარიღი: 3 July, 2019

მცირე ბიზნესისთვის მთავარ მოტივაციას ორგანიზაციული განვითარება წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ბრენდის პრიორიტეტები და ის აუდიტორია, ვინც მათი პროდუქტით ინტერესდება. ამ პროცესში დიდი როლი აქვს ციფრულ სარეკლამო სტრატეგიებს, რომელიც ბრენდს რეპუტაციის შექმნაში ეხმარება.

Email Marketing
მცირე ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სარეკლამო კამპანიას წარმოადგენს იმეილ მარკეტინგი, რომელიც პოტენციურ და არსებულ მომხმარებლთან კომუნიკაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ განახლებულ სერვისებსა და შეთავაზებებს მუდმივად გაეცნონ.

PPC (Pay-Per-Click) საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენმა ვებ გვერდმა საძიებო სისტემებში ძიების შედეგების გარკვეულ საკვანძო სიტყვებს მიაღწიოს, ის ეფექტურ, თუმცა ძვირ ციფრულ რეკლამის სტრატეგიას წარმოადგენს. ერთ მომხარებელზე საშუალო ღირებულება  $ 1-დან $ 2-მდეა.

Content Marketing
თქვენი ბრენდის რუპუტაციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა თქვენი დღიური პოსტია, რომელსაც ანთავსებთ სოციალურ ქსელში. საჭიროა სწორი ქონთენთ მარკეტინგის სტრატეგია, რომელიც საჭირო საკვანძო სიტყვებზე (keywords) იქნება ორიენტირებული. 

Social Media
ყველამ კარგად ვიცით სოციალური მედიის მნიშვნელობა მარკეტინგისთვის, თუმცა საჭიროა ზუსტი არხის შერჩევა, რომელსაც თქვენი რესურსი და ძალისხმევა უნდა დაახარჯოთ. უნდა იცოდეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია სად არის ყველაზე აქტიური.

ციფრული რეკლამის უპირატესობები

Cost-Effective
თუ ხართ მცირე კომპანიის მფლობელი და გადაწყვიტეთ ისეთო ტრადიციულ რეკლამები გამოიყენოთ მარკეტინგული სტრატეგიისთვის, როგორიცაა : ბეჭდური რეკლამები, ბილბორდები, სატელევიზიო და სხვა. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ დიდი ბიუჯეტის დახარჯვა მოგიწევთ ამ პროცესისთვის.
პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერის აყვანის ხარჯზე გარდა, არსებობს უამრავი დანახარჯი ჟურნალსა ან გაზეთში რეკლამის გამოსაქვეყნებლად. ტელევიზია კი ყველაზე ძვირადღირებული არხია ტრადიციულ რეკლამებს შორის.
ტრადიციულ რეკლამასთან შედარებით ციფრული მარკეტინგის ნებისმიერი კამპანია ბევრად ხელმისაწვდომია
მცირე ბიზნესისთვისთვის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც რესურსი და ბიუჯეტი შეზღუდულია.

Fast and Easy to Plan
ციფრული რეკლამის დიდი უპირატესობაა სწრაფი და მარტივი დაგეგმვის სისტემა. იგივე არ ითქმის ტრადიციულ რეკლამაზე,რომლის დაგეგმვასაც რამდენიმე კვირა სჭირდება. თუკი მოულოდნელად გადაწყვიტეთ პროდუქტზე ფასდაკლების გამოცხადება, ციფრული კამპანიის დროს სწრაფად და მოქნილად შეგიძლიათ მომხარებელს ამის შესახებ აცნობოთ, უბრალოდ ღილაკზე დაჭერის საშუალებით შეგიძლიათ მსოფლიოს ანახოთ თქვენი რეკლამა. დრო კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესში, მითუმეტეს როდესაც საქმე სტარტაპს და მცირე ბიზნესს ეხება.

Easy to Keep Track
თუკი გსურთ თქვენი სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის შესახებ სტატისტიკას დააკვირდეთ, ონლაინ რეკლამა გაძლევთ საშუალებას იცოდეთ რამდენმა მომხარებელმა ნახა თქვენი რეკლამა. შეძლებთ განსაზღვროთ თქვენი კამპანიის ყველა მნიშვნლოევანი ასპექტი.

Easy to Update
თუ გსურთ თქვენს მიმდინარე კამპანიაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა , ან უკეთესი მესიჯი მოიფიქრეთ სამიზნე აუდიტორიისთვის, ტრადიციული რეკლამის საშუალების ამის განახლება შეუძლებელია, ონლაინ რეკლამის დროს მაშინვე შეძლებთ ჩასწორება შეიტანოთ უკვე გამოქვეყნებულ პოსტში.

Targeted
თქვენ გაქვთ აბსოლუტური კონტროლი მათზე, ვინც რეალურად ხედავს თქვენს რეკლამას.
არჩეული გაქვთ კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორია. მაგ. თუ გაქვთ საბავშვო ტანსაცმლის ხაზი და გეგმავთ სარეკლამო კამპანიას ტანსაცმლისთვის. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ შესაბამისი საკვანძო სიტყვები, რითიც მშობლები საძიებო სისტემაში პროდუქტს მოძებნიან.

ციფრულ სივრცეს არ აქვს საზღვრები, ეს გაძლევთ საშუალებას უფრო მეტ ადამიანს მიაწვდიონთ თქვენი ბრენდის ხმა. იმის ეფექტურად განსაზღვრაში კი თუ როგორ აქციოთ ადამიანები თქვენს სამიზნე აუდიტორიად, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ციფრული მარკეტინგის კურსი დაგეხმარებათ.