ანიმაციის გამოყენების პრინციპები UX დიზაინში
თარიღი: 8 July, 2019
რა აქვთ საერთო გიზის პირამიდებს, დავინჩის მონა ლიზას, Twitter-სა და Pepsi-ის ლოგოს?
თითოეულის ვიზუალური პროპორციები ოქროს თანაფარდობის წესს ითვალისწინებს.
Golden Section (Ratio ) ასე ეწოდება პრინციპს, რომელსაც ეფუძნება გრაფიკული დიზაინი. ზომების ამ წესის გათვალისწინებით თითოეული ელემენტის თავის კონკრეტულ დიაგრამზე უნდა განთავსდეს.
ოქროს თანაფარდობა არის მათემატიკური თანაფარდობა, იგი ჩვეულებრივ გვხვდება ბუნებაში და მისი დიზაინში გამოყენება ხელს უწყობს თვალისთვის ესთეტიური, ორგანული, ვიზუალური პროდუქტის მიღებას. Golden Section-ის მსგავსად ფოტოგრაფიაში სახელმძღვანელო მითითებად მესამედობის პრიციპი ითვლება (principle of the rule of thirds), ეს კომპოზიციური გრიდი ფოტოგრაფს ეხმარება რომ გამოსახულება მაყურებლის თვალისთვის სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს.
We explore the ultimate truth behind the Golden Ratio! Is this design theory truth or myth? Visit http://skl.sh/modern-logo for George Bokhua's class in modern logo design!
Posted by Skillshare on კვირა, 24 სექტემბერი, 2017
მაგრამ საინტერესოა, გრაფიკული დიზაინისა და ფოტოგრაფიის მსგავსად, რა არის ის ფუნდამენტალური პრინციპები, რომელსაც ანიმაცია ეფუძნება?
ანიმაციის 12 ძირითადი პრინციპი შემუშავდა უოლტ დისნეის სტუდია “OLD MEN”- ში 1930- იან წლებში. წიგნი ,,Disney Animation: The Illusion of Life ” Frank Thomas-ისა და Ollie Johnston-ის ავტორობით დღემდე გამოიყენება ანიმაციის შთაგონების წყაროდ. სწორედ იქ იწყება ისტორია, რომელმაც დროსთან ერთად განავითარა ანიმაციის ლანდშაფტი ახლა ინტერნეტსა და მობილურის ეკრანებზე რომ ვხედავთ. კლასიკური ანიმაციისგან განსხვავებით, UX motion დიზაინერები ქმნიან ინტერაქციულ ისტორიებს მომხმარებლისთვის.
Adobe-ს ანიმაციის ექსპერტის Val Head-ის თქმით, მთავარია 3 ძირითადი პრინციპი გააერთიანო საკუთარ ვიზუალურ წარმოსახვაში, რომ მეგობრებზე 90 %-ით უკეთესი ანიმაციის შექმნა შეძლო.
ხანგრძლივობა
არავის უყვარს ლოდინი, მითუმეტეს საქმე როდესაც ანიმაციის პროცესს ეხება. მისი ხანგრძლივობა უნდა იყოს სწრაფი, თუმცა ის საკმარის დროს უნდა აძლევდეს მომხმარებელს, რომ ვიზუალური ინფორმაციის ამოკითხვა შეძლოს. საუკეთესო საშუალება, რომ ზუსტად განისაზღვროს ანიმაციისთვის განკუთვნილი დრო ტესტირების პროცესია, რასაც Adobe XD-სა და Auto-Animate feature-ში შეძლებთ.
ორგანული მოძრაობა
ეკრანზე დაფუძნებული იქსფირიენსის დროს მთავარია UI ანიმაცია ლოგიკური იყოს თვალისთვის. აუცილებელია რეალური სამყაროს ფიზიკური თეორიებისა და პრინციპების გამოყენება ციფრულ ანიმაციაში, როგორიცაა : სიმძიმის, იმპულსისა და სიჩქარიის თეორიები. იმისთვის რომ შემოქმედებითი შთაბეჭდილება მოახდინოს ანიმაციამ, აუცილებელია ორგანული შეგრძნებების წარმოჩენა, ამიტომ აუცილებლად გაიხსენეთ როგორ ეცემოდა ნიუტონის ვაშლი ხიდან და პროცესის დასასრულს როგორ აღმოჩნდა მიწაზე. ყურადღება გაამახვილეთ ანიმაციის ტრაექტორიაზე.
მარტივი და ნათელი მოძრაობები
ანიმაციაში ნებისმიერი ობიექტი და ელემენტი ზუსტად განსაზღვრული მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. მათი ურთიერთქმედება ნათელი უნდა იყოს და ერთმანეთს ხელს არ უშლიდეს ვიზუალური ამბის გადმოცემაში. ყველა ხელსაყრელი დიზაინის ხელსაწყოების საშუალებით, როგორიცაა: ფერი, ტიპი და განლაგება. ანიმაცია უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც UX დიზაინს სრულყოფილს გახდის.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის UI/UX დიზაინის კურსი კი საშუალებას მოგცემთ შექმნათ სრულყოფილი ინტერაქციული დიზაინი რეალური პროდუქტებისთვის.