fbpx

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში ისწავლი ყველა იმ საკითხს, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI & UX დიზაინერად მუშაობისთვის. დაეუფლები Figma-ს ნულიდან. გაეცნობი მთლიან UX პროცესს და დიზაინ მიდგომებს. გაიგებ, რას ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული დიზაინი და მარტივი ნავიგაცია.

ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები და რეალური მაგალითების განხილვა სრულყოფილ ცოდნას შეგიქმნის ამ პროფესიის შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას.

კურსის მენტორები

გიგი მანიჟაშვილი

ციფრული პროდუქტების დიზაინერი

,,ჩემი მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ დაწვრილებითი თეორიული ცოდნა და პრაქტიკულად შეისწავლონ ციფრული პროდუქტის დიზაინ პროცესები.“

ბავშვობიდან აინტერესებს დიზაინი. პირველი შეხება სფეროსთან, ჯერ კიდევ, სკოლის პერიოდში, 12-13 წლის ასაკში ჰქონდა. 2015-2017 წლებში სწავლობდა Caucasus School of Technology-ში.

2016 წლიდან სფეროში აქტიურად ჩაერთო. 7 წლის განმავლობაში შეხება ჰქონდა მრავალ ინდუსტრიასთან, მათ შორის: გემბლინგი, ბანკინგი, P2P, B2B, B2P, SAAS, ელექტრონული ვაჭრობა, ჯანდაცვა და ა.შ.

უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: Prodware, Reputabox, FortuneJack, Edupay, Crocobet, Ultra, Saga და ა.შ.

ამჟამად არის უფროსი UI/UX დიზაინერი და ციფრული პროდუქტის დიზაინერი კომპანია Slick-ში.

ალექსანდრე ბუაძე

UI/UX დიზაინერი

“ჩემი, როგორც მენტორის მიზანია, ბიძგი მივცე ადამიანებს თავიანთი ინდივიდუალიზმი გამოავლინონ UI/UX დიზაინის მიმართულებით.”

ციფრული დიზაინი ბავშვობიდან აინტერესებდა. პირველად საზოგადოებამ დიზაინერად 2013 წელს გაიცნო, როცა მან და მისმა გუნდმა “ECA Hack” ჰაკათონში გაიმარჯვა. მათ შექმნეს ინოვაციური პროდუქტი, რომელიც წარმატებული კარიერის საწინდარი გახდა. 

UI/UX დიზაინში აქვს 10 წლიანი გამოცდილება. უმუშავია, როგორც დიზაინერის, ისე ტრენერის ამპლუაში, ქართულ და უცხოურ კომპანიებთან.

ამჟამად არის ერთ-ერთ ინგლისურ კომპანიაში, Chief Product Designer-ის პოზიციაზე.

მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ ბრენდებს: Cryptex, BloomHigh, SoPerf, ClubComs და სხვა.

შთაბეჭდილებები

https://www.youtube.com/watch?v=zlFfF7VMBVo

UI & UX დიზაინის კურსის სილაბუსი

1. გაცნობ

  •  გაცნობა, შესავალი
  •  კურსის მიმოხილვა / კითხვა-პასუხი

2. UX: შესავალი

  •  ყველაფერი UX -ის შესახებ
  • სამომხმარებლო გამოცდილება – შესავალი

 3. UX: Researching

  • რისერჩინგი (Researching) განხილვა
  • რისერჩის როლი, პროცესი და სხვადასხვა გზები
  •  პერსონა, პერსონის როლი და მისი შექმნის პროცესი

4. პრაქტიკა: Wireframing

  • Figma -ს განხილვა
  • Wireframing – Layout Grid, Horisontal/Vertical Spacing, White Space
  • Wireframe -ზე მუშაობის პროცესი (შესავალი)
  • პრაქტიკული მუშაობა

5. პრაქტიკა: Prototyping

  • Prototyping – საკითხის ღრმა განხილვა
  • Wireframe/Prototype -ზე მუშაობის პროცესი
  • პრაქტიკული მუშაობა/დავალება

6. პრაქტიკა: UI შესავალი

  • სამომხმარებლო ინტერფეისი – შესავალი
  • Wireframe -დან UI -მდე
  •  პრაქტიკული მუშაობა/დავალება

7. პრაქტიკა: UI Styleguide

  • ფერები
  • მარტივ Desktop ინტერფეისზე მუშაობის პროცესი
  • პრაქტიკული მუშაობა/დავალება

8. პრაქტიკა: UI Styleguide

  • ტიპოგრაფია
  • მარტივ Desktop ინტერფეისზე მუშაობის პროცესი
  • პრაქტიკული მუშაობა/დავალება

9. პრაქტიკა: UI კომპონენტები

  • კომპონენტები ინტერფეისში
  • მარტივ Desktop ინტერფეისზე მუშაობის პროცესი
  • პრაქტიკული მუშაობა/დავალება

10. პრაქტიკა: Auto Layout

  • ფუნქცია Auto Layout -ის გამოყენება
  • მარტივ Desktop ინტერფეისზე მუშაობის პროცესი
  • პრაქტიკული მუშაობა/დავალება

11. პრაქტიკა: Responsive UI

  • რისპონსიულობა
  • მობილურ ზომაზე მუშაობის პროცესი
  • პრაქტიკული მუშაობა/დავალება

12. პრაქტიკა: Responsive UI

  • მობილურ ზომაზე მუშაობის პროცესი
  • პრაქტიკული მუშაობა/დავალება

13. Native/Hybrid Mobile Apps

  • ნეითივ/ჰიბრიდ მობილური აპლიკაციები
  •  საოპერაციო სისტემების დიზაინ გაიდლაინები
  •  პრაქტიკული მუშაობა/დავალება

14. შეჯამება

  • კურსის შეჯამება
  • პერსონალური პორტფოლიო
  • მარკეტფლეისი/Freelancing
  • საფინალო პროექტის ბრიფის გაცემა

————————————————————————————