8 ყველაზე საჭირო სიტყვა მარკეტინგში
თარიღი: 23 April, 2020
შენ
მარკეტინგი ეს არის ყველაფერი მომხმარებლის შესახებ. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს კომინუკაციისას ეს შთაბეჭდილება დარჩეს. მიმართეთ სამიზნე აუდიტორიას, ნუ იქნებით ოფიციალური.
სიმარტივე
აჩვენეთ ადამიანებს, რომ ცხოვრება თქვენს პროდუქტთან ან სერვისთან ერთად ბევრად უფრო მარტივია. ამით მათ დაანახვებთ იმ მიზეზს, რის გამოც ღირს თქვენი არჩევა.
არ გამოგრჩეთ
გაუჩინეთ მომხმარებელს იმის განცდა, რომ შესაძლოა რაიმე მნიშნელოვანი გამორჩეს. თქვენ უნდა დატოვოთ ისეთი შთაბეჭდილება თითქოს დრო იწურება და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს თქვენი პროდუქტის არჩევა, სხვა შემთხვევაში ამას სხვა გააკეთებს.
იმიტომ, რომ
აჩვენეთ მომხმარებელს რატომ სჭირდება კონკრეტული პროდუქტი. თქვენ ყოველთვის უნდა დაასახელოთ მიზეზი იმისა თუ რატომ თქვენ და არა სხვა. ამით მომხმარებელი დაიჯერებს თქვენს ნათქვამს, სხვა შემთხვევაში მათ დარჩებათ მეტი კითხვა, ვიდრე პასუხი.
უფასო
ეს სიტყვა ადამიანებს ძალიან იზიდავს. ამ სიტყვის გამოყენებით ხაზს უსვამთ იმ ფაქტს, რომ თქვენს კომპანიას ბევრი უფასო სერვისი აქვს, რომლითაც სარგებლობა შეუზღუდავად შეიძლება. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციული ვიდეობი, სტატიები, რჩევები ან მასტერკლასები.
საიდუმლო
ყველას სურს საიდუმლო ხრიკის ცოდნა. რა არის თქვენი კომპანიის წარმატების საიდუმო? რა აქცევს თქვენს პროდუქტს გამორჩეულად? ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხი ყველას აინტერესებს. მომხმარებლისთვის საიდუმლო ხრიკების გამჟღავნებით თქვენ მათ ნდობას მოიპოვებთ.
იმწამსვე
ნებისმიერი მომსახურება ან სერვისი ხარისხიანთან ერთად უნდა იყოს სწრაფიც. მომხმარებელს უნდა, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს სასურველი პროდუქტი. ამ სიტყვის ხშირად გამოყენებით თქვენ ხაზს უსვამთ იმ ფაქტს, რომ მომხმარებელი სასურველ მომსახურებას დროულად მიიღებს.
რისკის გარეშე
მომხმარებელი ერიდება რისკს. თქვენ მუდმივად უნდა შეახსენოთ მათ, რომ თქვენზე არჩევანის შეჩერება არ არის დაკავშირებული რისკთან, უარყოფით შედეგებთან და პრობლემებთან. არავის არ სურს გაუცნობიერებელი რისკი.
ამ სიტყვებს მარკეტინგში დიდი ძალა აქვს, სცადეთ მათი გამოყენება.
თუ დაინტერესებული ხართ მარკეტინგით, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობთ ციფრული მარკეტინგის კურსს.