fbpx
გრაფიკული დიზაინი

6 საინტერესო რჩევა გრაფიკული დიზაინერებისთვის

თარიღი: 29 June, 2020

გრაფიკული დიზაინი ვიზუალური ელემენტების გამოყენებით ცდილობს მომხმარებელთან კომუნიკაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია დიზაინის ელემენტების ისე შერჩევა, რომ სამიზნე აუდიტორიამდე ინფორმაცია სწორი ფორმით მივიდეს.

რჩევები, რომლებიც დიზაინის შექმნის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ:

სწორად შეარჩიეთ ფერთა პალიტრა

white blue and green abstract painting

ალბათ გსმენიათ, რომ საუკეთესო დიზაინის შესაქმნელად ფერების შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს მოსაზრება ნამდვილად სწორია. სწორად შერჩეული ფერთა პალიტრა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია დიზაინის სრულყოფილებისათვი. ესტუმრეთ სხვადასხვა საიტებს, დაათვალერეთ ნამუშევრები, მოსინჯეთ ფერთა კომბინაცია და რაც მთავარია, გაითვალისწინეთ ის შინაარსი, რომელიც თქვენი დიზაინის მეშვეობით უნდა გადმოსცეთ.

გამოიყენეთ სიმბოლოები

white paper

სიმბოლოები სათქმელის უკეთ გადმოცემაში გეხმარებათ. ინსპირაციისთვის ეწვიეთ სხვადასხვა პლატფორმებს და შექმენით თქვენი დიზაინისთვის შესაბამისი სიმბოლო. მხოლოდ ტექსტი და ფერები დიზაინს საინტერესოდ ვერ აქცევს.

ნუ შეუშინდებით თავისუფალი სივრცის გამოყენებას

painting of stairs with white wooden frame

სივრცის სწორად გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვან კომპონენტებზე ყურადღების გამახვილება, სტრუქტურისა და ჰარმონიის შექმნა, სიმეტრიის დაცვა. ნუ გადატვირთავთ თქვენს დიზაინს, დატოვეთ თავისუფალი სივრცე და დაიცავით ბალანსი.

გახსოვდეთ ვისთვის ქმნით დიზაინს

person discussing while standing in front of a large screen in front of people inside dim-lighted room

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გათვალიწინება, თუ ვისთვის ქმნით დიზაინს და რა მიზანს ემსახურება ეს დიზაინი. მოარგეთ თქვენი დიზაინი სამიზნე აუდიტორიას, მათ ინტერესებსა და მოთხოვნებს.

დაარეგულირეთ სინათლე

incandescent bulb on black surface

როდესაც სურათზე გამოგაქვთ ტექსტი აუცილებელია სინათლის დარეგულირება ან ფერების შეცვლა. სინათლის რეგულირებითა და ფერების ბალანსით, ფონი არ დაიკარგება და ტექსტიც წაკითხვადი იქნება.

ფონტების რაოდენობა შეზღუდულია

pile of Q cardboard cutout in organizer selective focus photo

ნუ გამოიყენებთ ბევრ ფონტს ერთად. თუ გადაწყვეტთ ერთზე მეტი ფონტის გამოყენებას მაშინ, ერთი ფონტი მოარგეთ სათაურს, ხოლო მეორე კი ძირითად ტექსტს. არ დაგავიწყდეთ, რომ ტექსტი წაკითხვადი უნდა იყოს, როგორც ფონტით ასევე ფერებით.

თუ თავად გსურთ ვიზუალური ელემენტების გამოყენებით მომხმარებელთან კომუნიკაცია, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის კურსს.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება