გაიარეთ გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში და ისწავლეთ Photoshop და illustrator პროფესიონალურ დონეზე. გრაფიკული დიზაინის ტრენინგი განკუთვნილია მათთვის ვისაც არასდროს არ უსწავლია ფოტოშოპი ან ილუსტრატორი და სურს პროგრამული უნარ-ჩვევების პროფესიონალურ დონეზე ათვისება.
გრაფიკულ დიზაინს “ვიზუალურ კომუნიკაციას” უწოდებენ. ეს ტერმინი დიზაინის იმ ძალაუფლებაზე მეტყველებს, რომელსაც ინფორმაციის შესაბამის ფორმაში ტრანსფორმაცია შეუძლია: კომპლექსური იდეები შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამოსახულებით გამოიხატოს, რაც პირდაპირ ეხმაურება გრაფიკული დიზაინის დანიშნულებას.
დიზაინერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავალ ნამუშევარს ქმნიან, რომელთა მნიშვნელობა ყველა ადამიანისთვის სიტყვების და ტექსტის გარეშეც ადვილად აღსაქმელია.
კურსის განმავლობაში სტუდენტები Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს დაეუფლებიან, რის შემდეგაც ისინი თავად შექმნიან გრაფიკულ ნამუშევრებს.
გრაფიკული დიზაინის კურსის მენტორები
ნინი მუშკუდიანი
2013 დაიწყო სწავლა სამხატვრო აკადემიაში გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე. 2017 წელს გაიარა კურსები ასევე გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და მას შემდეგ სამი წელია აქტიურადაა ჩართული ამ სფეროში. ამჟამად დასაქმებულია ელიტ ელექტრონიქსში. გარდა ფრილანს პროექტებისა თანამშრომლობდა განათლების სამინისტროსთან პროექტ „ვსწავლობთ თამაშით“ და ასევე naec-თან (შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი) და სხვა.
ქეთი შალუტაშვილი
2020 წლიდან არის გრაფიკული დიზაინერი. ამჟამად დასაქმებულია კომპანია RedSource – ში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. პარალელურად მუშაობს PaintYourLife – ში.
2020 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღო Evex – ის პროექტში, რომლის ფარგლებშიც შექმნა ილუსტრაცია ციფრული პლატფორმისთვის – miceremadloba.ge. 2021 წლის ნოემბერში გახდა გაეროს პროექტის ’’Know Your Rights“ – ის ერთ-ერთი გამარჯვებული.
გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსის სილაბუსი
ADOBE PHOTOSHOP
Workshop 1
რა არის გრაფიკული დიზაინი / ისტორია
ვიზუალური კომუნიკაციის მნიშვნელობა
დიზაინი და ხელოვნება
გრაფიკული დიზაინის მიმართულებები / ტრენდული სტილები
გრაფიკული დიზაინის ინსტრუმენტები / დიზაინერის მოვალეობები
პროგრამების და ფორმატების შედარება
ვექტორული და რასტრული გრაფიკა
პრაქტიკული დავალება: მარტივი გეომეტრიული ფიგურების აგება მონიშვნის ხელსაწყოების გამოყენებით. გეომეტრიული ფიგურებით პატერნის შექმნა.
Workshop 2
ვიზუალური კომუნიკაციის უპირატესობები – კომუნიკაციის მიზანი
EYE FLOW თვალის ტრაექტორიის დაგეგმვა
ბრიფის მნიშვნელობა და მასზე მუშაობის ტექნიკები
დიზაინერების ხელწერის გაცნობა
ინფოგრაფიკა
Photoshop-ის სამუშაო გარემოს მოდიფიცირები
საბეჭდი ფაილის მომზადება
პრაქტიკული დავალება: საბეჭდი ფაილის მომზადება. კოლაჟ პოსტერის შექმნა.
Workshop 3
გრაფიკული ბადის გამოყენება და მისი მნიშვნელობა პოლიგრაფიულ თუ ინტერფეის დიზაინში
კომპოზიციის მნიშვნელობა (პოზიტიური და ნეგატიური სივრცე)
სიმეტრიული ბალანსი, ფოკუსის წერტილი, ოქროს შუალედი
ფენების ერთმანეთზე დადების რეჟიმი
გამოსახულების კადრირება სასურველ ზომაზე
ობიექტების მანიპულაცია
პრაქტიკული დავალება: პოსტერის შექმნა Photoshop-ში
Workshop 4
ციფრული რესურსები გრაფიკული დიზაინერებისთვის / სად მოვძებნოთ ინსპირაცია
პორტფოლიოს მნიშვნელობა და მაგალითები
რეტუშის და კლონირების ინსტრუმენტები
დაზიანებული ფოტოს აღდგენა
ფილტრები
ობიექტის დამუშავება, კორექტირება, ფერის ცვლილება
ობიექტის მართვა, აღდგენა ან ამოჭრა უკანა ფონიდან
პრაქტიკული დავალება: ძველი ფოტოსურათის აღდგენა და გაფერადება. სახის ცვლილება, რეტუშირება
Workshop 5
ფერების ფსიქოლოგია / როგორ იყენებენ ბრენდები ფერებს იარაღად