5 მითი მარკეტინგის შესახებ
თარიღი: 1 May, 2020
მითია თუ რეალობა? ალბათ ხშირად გაგჩენიათ ეს შეკითხვა. ადამიანები საკუთარი ინტერპრეტაციით აფასებენ კონკრეტულ ფაქტებს და შემდეგ ახდენენ მათ გავრცელებას.მანამ სანამ მცადრი ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდეთ გადაამოწმეთ მისი სიზუსტე. არსებობს მითები, რომლებსაც არასოდეს არ უნდა დაუჯეროთ.
გთავაზობთ 5 მითს მარკეტინგის შესახებ:
მითი #1
მარკეტინგი და რეკლამა ერთი და იგივეა
არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მარკეტინგი და რეკლამა ერთი და იგივეა. მარკეტინგი ეს არის ჯამური გეგმა, რომელსაც თქვენი ბიზნესი უნდა მიჰყვეს. ეს გეგმა უზრუნველყოფს პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის. მარკეტინგის მეშვეობით ხდება გადაწყვეტილების მიღება იმაზე, თუ სად უნდა გაიყიდოს პროდუქცია და როგორ უნდა მოხდეს მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ მან არჩევანი თქვენზე გააკეთოს. რეკლამირება მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ის ორიენტირებულია პროდუქციის რეკლამის შექმნასა და განთავსებაზე.
მითი #2
ყველა შენი მომხმარებელია
იმის მიჩნევა, რომ ყველა შენი მომხმარებელია დიდი შეცდომაა. თქვენს პროდუქტს ყოველთვის კონკრეტული სეგმენტი ჰყავს. პირობითად, მას ვისაც ალერგია აქვს შალზე არასოდეს შეიძენს შალის სვიტრს, მათთვის გაგზავნილი ფასდაკლების კუპონი ვერ დაგეხმარებათ პროდუქტის გაყიდვაში. დაზოგეთ დრო და რესურსი, ამისათვის კი ზუსტად განსაზღვრეთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია.
მითი #3
ნაცადი სტრატეგია ყველა კომპანიაზე იმუშავებს
თუ კონკრეტული სტრატეგია მუშაობს სხვა კომპანიისთვის ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თქვენთვისაც იმუშავებს. ყველა ბიზნესი ინდივიდუალურია შესაბამისად, დიდი ბიზნესის გეგმა ვერ იქნება წარმატებული მცირე ბიზნესისთვის. მაგალითად, თუ ყავის მაღაზია იწყებს კამპანიას Instagram-ზე, ტექნოლოგიების ბიზნესისთვის უკეთესია LinkedIn-ის გამოყენება. ამ შემთხვევაშიც სამიზნე აუდიტორია ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.
მითი #4
მარკეტინგული სტრატეგია არ არის საჭირო
მნიშვნელობა არ აქვს რა მასშტაბზეა საუბარი, მარკეტინგული სტრატეგია აუცილებელა. როგორ კარგ პროდუქტსაც არ უნდა აწარმოებდეთ მის გაყიდვას და მომხმარებლისთვის მიწოდებას მარკეტინგული სტრატეგია სჭირდება. ეს გეგმა ასევე ეხება ბიუჯეტის, რესურსების სწორად გადანაწილებას, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, ამ ყველაფრის გარეშე კი ბიზნესის წარმატება წარმოუდგენელია.
მითი #5
მარკეტინგი ქმნის ბრენდს
ნუ დაუჯერებთ ამ მითს და გაითვალისწინეთ, რომ ბრენდი მომხმარებელთან ურთიერთობით იქმნება. მარკეტინგი უზრუნველყოფს პროდუქტის ცნობადობის გაზრდას, მარკეტინგული სტრატეგიით ხდება მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ მან თქვენი ბრენდი აირჩიოს. მაგრამ ბრენდის შექმნა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რა ემოციას გამოიწვევს ესა თუ ის პროდუქტი მომხმარებელში.
ნუ დაუჯერებთ მითებს, სხვა შემთხვევაში თქვენს საქმიანობას არასწორი მიმართულებით წარმართავთ.
თუ დაინტერესებული ხართ მარკეტინგით, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობთ ციფრული მარკეტინგის კურსს: