cifruli marketingi

5 გზა თუ როგორ მოვიზიდოთ ტურისტები ციფრული მარკეტინგის საშუალებით

თარიღი: 3 July, 2019

დიდი აუდიტორიის და მასიური პოტენციალის გამო ტურისტულ სექტორში დიდი ორგანიზაციული კონკურენციაა, ამისთვის ბრენდებმა უნდა შეიმუშავონ ინოვაციური ციფრული სტრატეგიები.
განვიხილოთ 5 ძირითადი სტრატეგია, რომელიც კომპანიას დაეხმარება ეფექტური მარკეტინგული საქმიანობისთვის.

1) სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება

შეუძლებელია წარმატებული კამპანიის შექმნა ისე, რომ კონკრეტულად არ გქონდეთ განსაზღვრული რა კატეგორიის ადამიანებზე უნდა იყოს ის გათვლილი . მარკეტინგული კამპანიები სწორად მორგებული უნდა იყოს აუდიტორიის ინტერესებს, ამიტომ დაიწყეთ მომხმარებლის იდენტიფიცირებით, ვისთვის უნდა იყოს განკუთვილი თქვენი შეთავაზება: ოჯახზე, ახალგაზრდა წყვილებზე, მოგზაურებზე. ამის დახამრებით შეძლებთ ბრენდის მომხმარებლის პერსონის ჩამოყალიბებას.
ამ პროცესში გადამწყვეტია მომხმარებლის ადგილას წარმოდიგინოთ თავი, მაგალითად, დედა ან მამა გეგმავს მოგზაურობას ოჯახისთვის, რა მიმართულებით აირჩევდა სამოგზაურო დანიშნულებას, უნდა გაითვალისწინოთ ის კრიტერიუმები რის გამოც თქვენს მომასხურებას აირჩევდნენ. აუცილებლად განსაზღვრეთ, რომ Google -ს საძიებო სისტემის გარდა, ისინი აუცილებლად ნახავენ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მიმოხილვებს, რის საფუძველზეც მიიღებენ გადაწვეტილებას.
ამაზე დაკვირვება დაგეხმარებათ სწორი მომსახურების შეთავაზებაში და ეფექტურს გახდის თქვენს მარკეტიგნულ კამპანიას.

2) გამოიყენეთ სოციალური მედიის ყველა ასპექტი

მოგზაურები ინსპირაციისთვის ხშირად  მიმართავენ პლატფორმებს: როგორიცაა Facebook, Instagram და Pinterest. მათი დახმარებით იქმნიან შთაბეჭდილებას პოტენციური სამოგზაურო დანიშნებულების შესახებ. ამიტომ აუცილებელია თქვენი ქონთენთი სწორად გადაანაწილოთ ასეთ პლატფორმებზე.
საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ შექმნათ ანგარიში და განათავსოთ ინფორმაცია, თქვენი ტურისტული ბიზნესი მზად უნდა იყოს დისკუსიის დაწყებისთვის, კითხვებზე პასუხის გაცემისთვის , ეს პროცესი გაამჯობესებს  კლიენტების მომსახურების ხარიხს.

3) ვიდეო ქონთენთის უპირატესობა

Travelalberta-ს YouTube არხი ადასტურებს იმას, რომ ვიდეო ქონთენთის დახმარებით თქვენი
ტურისტული ატმოსფეროს პრეზენტაცია უკეთ შეგიძლიათ.
ამის მაგალითია VisisCalifornia-ს პროფაილი Instagram- ზე, რომელიც რეგულარულად აზიარებს კალიფორნიის ცხოვრების წესს. იყენებენ ჰეშთეგებს ,რათა აჩვენონ საუკეთესო სამოგზაურო ფოტოები და მომხამრებლებს მისცენ საშუალება მარტივად მოძებნონ სასურველი ინფორმაცია.

 

4) ქონთენთის ყველა სისტემაზე ოპიტიმიზაცია

მრავალმხრივი სამოგზაურო რეზერვაციის პროცესი ხშირად შემთხვევაში ერთზე მეტ მოწყობილობაში ხდება. ტურისტული პროდუქტის კვლევა, შედარება, დაჯავშნა და შეძენა.
მაგალითად ადამიანი შეიძლება დილით მობილურის დახმარებით არჩევდეს სამოგზაურო დანიშნულებას,
სასტუმროს მოსაძებნად ტაბლეტი გამოიყენოს და საბოლოო რეზერვაცია ლეპტოპის საშუალებით გააკეთოს.
ამიტომ ქონთენთი, როგორც მობილურ ასევე დესკტოპ ვერსიებზე ერთნაირად გასაგები უნდა იყოს მომხმარებლისთვის.
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დღეს ადამიანების უმრაველოსიბა მობილურ მოწყობილობებს გამოიყენებს ყველაზე დიდი სიხშირით.


5) იყავით სოციალური მედიისთვის ღია

მოგზაურები იყენებენ საიტებს როგორიცაა : TripAdvisor, Google და Yelp  და მათი დახმარებით იღებენ გადაწვეტილებებს. ქონთენთისთვის აუცილებლად მაღალხარისხიანი გამომოსახულებები და ვიდეობი გამოიყენეთ, რაც კარგად
წარმოაჩენს თქვენს პროდუქტებ.
აუცილებლად გაეცანით გამოხმაურებებს თქვენი ბრენდის შესახებ, როგორი უარყოფითიც არ უნდა იყოს.
იქონიეთ დისკუსია მომხარებელთან რაც მარკეტინგული კამპანიების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ციფრული მარკეტინგის კურსი 
კი დაგეხმარებათ სწორად და ეფექტურად დაგეგმოთ მარკეტინგული საქმიანობა ტურისტული ბიზნესისთვის.