fbpx
სოციალური მედია

4 შეცდომა, რომელიც შეგიმცირებთ სამიზნე აუდიტორიას

თარიღი: 26 June, 2020

ფართო და ერთგული აუდიტორიის შექმნა მარტივი არ არის, ამისთვის დრო და გამოცდილებაა საჭირო. შეცდომების დაშვება კი ძალიან მარტივია. არსებობს შეცდომების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა დაშვებითაც თქვენ კარგავთ ერთგულ აუდიტორიას.

4 შეცდომა, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ:

#1 ფიქრობთ, რომ ყველა სოციალური მედია ერთი და იგივეა

person using black iPad

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. დიდი კომპანიებიც კი ხშირად უშვებენ ამ შეცდომას, ისინი სხვადასხვა პლატფორმებზე ერთნაირი კონტენტით, ტექსტითა და ფორმატით ცდილობენ აუდიტორიის შექმნას. თითოეული სოციალური მედიის პლატფორმა განსხვავებულია: მომხმარებლით, მარკეტინგული საშუალებებით, ეფექტურობით, ამიტომ ყველა პლატფორმისთვის ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.

#2 შლით უარყოფით კომენტარებს

person burning paper

უარყოფითი შეფასება, ეს არის შანსი იმისა, რომ გააუმჯობესოთ თქვენი მომსახურების ხარისხი, გააჩინოთ ნდობა მომხმარებელში. როდესაც მომხმარებლი უკმაყოფილოა თქვენით და ამის შესახებ პოსტს აქვეყნებს, არასდროს არის სწორი ამ შეფასების წაშლა ან ნეგატიურზე ასევე ნეგატიური კომენტარის გაკეთება. მიიღეთ უარყოფითი შეფასება მხედველობაში, შეეცადეთ ამ პრობლემის გადაჭრას, უარყოფითი კომენტარი ეს არის შანსი შეცვალო ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ.

#3 ბევრი რეკლამა

Time Square, New York during daytime

თუ თქვენი კონტენტის უდიდესი ნაწილი ეთმობა ბრენდის, პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირებას ეს დიდი შეცდომაა. თქვენ ამით აკარგვინებთ მომხმარებელს ინტერესს, თითქოს ადამიანებს აღარ რჩებათ მიზეზი, რის გამოც შემოვლენ თქვენს გვრდზე, მათ აღარ აქვთ მოლოდინი იმისა, რომ გაიგებენ რაიმე ახალს და საინტერესოს. მინიმუმადე დაიყვანეთ რეკლამების ოდენობა. ნაცადი პრაქტიკაა, ერთი სარეკლამო პოსტის ოთხი არასარეკლამო პოსტით დაბალანსება.

#4 ჩემი ბრენდი, ჩემი ბიზნესია

depth of field photography of man playing chess

ჩემი ბრენდი, ჩემი ბიზნესია. თუ ამ მიდგომით ცდილობთ სოციალურ მედიაში მომხმარებლის მოზიდვას, ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. ადამიანებს სურთ კომუნიკაცია, ინტერაქცია. ადამიანებისთვის სოციალური მედია ეს არის ადგილი, სადაც შეეძლებათ საკუთარი თავის გამოხატვა, სხვა ადამიანებთან დაკავშირება, შეხედულებების გაზიარება. ამიტომ ამ ყველაფრის შესაძლებლობას თქვენი გვერდიც უნდა იძლეოდეს.

შეეცადეთ თავი აარიდოთ მსგავს შეცდომებს. მანამ სანამ, კონკრეტულ სტრატეგიას დაგეგმავდეთ, კარგად გადაამოწმეთ მისი სისწორე.

თუ შენი მიზანი სოციალურ მედიაში ფართო აუდიტორიის შექმნაა, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობს სოციალური მედიის კურსს.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება