fbpx
4 მიზეზი, რატომ არის დეველოპმენტი სასურველი მიმართულება

4 მიზეზი, რატომ არის დეველოპმენტი სასურველი მიმართულება

თარიღი: 25 February, 2021

დეველოპმენტის სწავლა რთული პროცესია! არასდროს ვიქნებოდი დეველოპერი! საერთოდ სჭირდება ვინმეს დეველოპერი?

გსმენია მსგავსი ფრაზები? – ალბათ, კი. ნუ მოექცევი ამ სტერეოტიპული აზრების გავლენის ქვეშ. შევეცდები სულ მცირე 4 მიზეზის დახმარებით გაგაცნო დეველოპმენტის უპირატესობები.

დეველოპმენტი

 

გაეცანი, 4 მიზეზს და გაიგე რატომ უნდა შეისწავლო დეველოპმენტის მიმართულება:

მიზეზი N1 – დეველოპერი 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაოს შორის ერთ-ერთია

green plant on brown round coins

დეველოპერები დიდ ბრიტანეთში წელიწადში საშუალოდ 60, 000 ევრომდე გამოიმუშავებენ, ხოლო აშშ-ში 120,000 დოლარამდე. დეველოპერის საქმიანობა ნამდვილად დაფასებულია, ამიტომაცაა ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას შორის ერთ-ერთი.

მიზეზი N2 – აქ არ არსებობს ორი ერთნაირი დღე

analog clock at 12 am

ტექნოლოგიები კრეატიული ადამიანებისთვის საუკეთესო ადგილია. კოდის წერა მოითხოვს დეტალების გააზრებას, ყურადღებას, მუდმივად ახალ დავალებებთან და პრობლემებთან გამკლავებას, ამ პროცესში კი გამუდმებით, რაღაც ახალს სწავლობ და ვითარდები. მოკლედ რომ ვთქვათ მუდამ განვითარების და კრეატივის ძიების პროცესში ხარ, ამიტომ არ არსებობს ორი ერთნაირი დღე.

მიზეზი N3 – დეველოპერების მიმართ მოთხოვნა მაღალია

group of people waving their hands

ყველა კომპანიას სჭირდება გამართული ვებ-გვერდი, ამიტომ ამ პროცესში დეველოპერის ჩართულობა აუცილებელია. დეველოპმეტის მიმართულება ყოველთვის იქნება ძალიან მოთხოვნადი ნებისმიერი სფეროს კომპანიისთვის.

Indeed.com-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიებს ძალიან უჭირთ დეველოპერის მოძებნა, რადგან ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანების რიცხვი სხვა პროფესიებთან შედარებით ძალიან მცირეა, მოთხოვნა კი მაღალია.

მიზეზი N4 – შენ არ გჭირდება ბაკალავრის დიპლომი

people throwing hats on air

ყველას შეუძლია გახდეს დეველოპერი, მთავარია სურვილი და დაინტერესება. ბაკალავრის დიპლომის გარეშეც კი შეგიძლია იმუშაო საუკეთესო კომპანიაში, როგორც დეველოპერმა. შეგიძლია გაიარო კურსი, დაეუფლო პროფესიას, იმუშაო საკუთარი უნარების დახვეწაზე.

თუ შეძლებ, რომ ჩამოყალიბდე პროფესიონალ დეველოპერად, ნებისმიერ კომპანიას მოუნდება შენთან თანამშრომლობა და ის ფაქტი, რომ ბაკალავრის დიპლომი არ გაქვს მოთხოვნის მიღმა დარჩება.

თუ უკვე გაეცანი ამ 4 მიზეზს, იმედია ფრაზებით: დეველოპმენტი უინტერესო, არასაჭირო, დამღლელი პროფესიაა, ვეღარასოდეს შეძლებენ შენს მოტყუებას. ეწვიე ჩვენს ვებგვერდს და გაიგე მეტი ამ სფეროს შესახებ.