fbpx
მითები UX დიზაინის შესახებ

4 გავრცელებული მითი UX დიზაინის შესახებ

თარიღი: 19 June, 2020

მითია თუ რეალობა? ხშირად გაგჩენიათ ეს შეკითხვა?-ალბათ, კი. ადამიანები საკუთარი ინტერპრეტაციით აფასებენ კონკრეტულ ფაქტებს, შემდეგ კი ახდენენ მათ გავრცელებას. მანამ სანამ მცადრი ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდეთ გადაამოწმეთ მისი სიზუსტე. არსებობს მითები, რომლებსაც არასოდეს არ უნდა დაუჯეროთ.

გაეცანით, 4 გავრცელებულ მითს UX დიზაინის შესახებ:

მითი #1: UX = UI

silver MacBook Air on table near iMac

ეს ყველაზე გვარცელებული მითია. ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში არ არიან ხშირად ფიქრობენ, რომ UI და UX დიზაინი ერთი და იგივეა. რეალურად ეს, ასე არ არის. ეს ორი ტერმინი ერთმანეთთან დაკავშრებულია,თუმცა შინაარსობრივად რადიკალურუად განსხვავდება ერთმანეთისგან.

UI იშიფრება, როგორც “User Interface“, მომხმარებლის ინტერფეისი. ეს არის აპლიკაციის გრაფიკული სქემა, ის მოიცავს ღილაკებს, რომლებსაც ვაჭერთ, ტექსტს, რომელსაც ვკითხულობთ და სურათებს, რომლებსაც აღვიქვამთ კონკრეტული აპლიკაციის გამოყენებისას.

UX ეს არის შემოკლებული ფორმა სიტყვების “User Experience”, რაც გულისხმობს მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინებას ინტერფეისის დიზაინის შექმნისას. ეს არის პროცესი, რომელს დახმარებითაც მომხმარებლის აპლიკაციასთან ინტერაქცია საინტერესო და სასიამოვნოა.

მითი #2: მომხმარებლები საიტს არ სქროლავენ

person using smartphone and laptop at the same time

იმის დარწმუნებით თქმა, რომ მომხმარებელი ვებ-გვერდს არ სქროლავს არასწორია. თუ თქვენ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვებ-გვერდის დასაწყისშივე მოაქცევთ,შესაძლოა ასეც მოხდეს. თუ გსურთ დარწმუნდეთ იმ ფაქტში, რომ მომხმარებელი საიტს ბოლომდე ჩამოსქროლავს, საჭიროა ამისთვის საინტერესო კონტენტის შექმნა და დიზაინის პრინციპების სწორად გამოყენება. ზოგიერთი ადამიანი ვებ-გვერდს ბოლომდე ათვალიერებს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები ვებ-გვერდის დასაწყისში უნდა განათავსოთ.

მითი #3: დიზაინი ნიშნავს კარგ ვიზუალს

photo of white painted building

ძალიან ბევრი ადამიანი დიზაინს განმარტავს, როგორც მიმზიდველ და ელეგანტურ ვიზუალს. ისინი დიზაინს აღიქვამენ, როგორც ვიზუალურ შედეგს და არა პროცესს. ეს, არ არის სწორი. ვებ-გვერდის დიზაინი უპირველესად გულისხმობს ისეთი ვიზუალის შექმნას, რომელიც მარტივად უზრულველყოფს გვერდის თითოეული ელემენტის მუშაობას. სწორედ ამიტომაა მნშვნელოვანი UX პრინციპების გამოყენება, რაც გულისხმობს მაქსიმალურად მარტივად აღქმადი და გამოყენებადი დიზაინის შექმნას.

როგორ იქცევა მომხმარებელი? რა ემოციას გამოიწვევს მასში თითოეული ელემენტი? რამდენად გაუმარტივდება მას მოცემულ დიზაინთან გამკლავება? ეს ყველა ის კითხვაა, რომელზეც პასუხის მიღება დიზაინის შექმნის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მუდმივად უნდა იყოთ კვლევის და დატესტვი პროცესში.

მითი #4: მომხმარებლი თქვენს მსგავსად მოიქცევა

woman in brown long-sleeved shirt in front of dry erase board

შეცდომაა, როდესაც დიზაინს ქმნით იმ ლოგიკით, რომ მომხმარებელის ადგილას ეს მოგეწონებოდა. იმის მიჩნევა, რომ დიზაინი შენში კონკრეტულ ემოციას აღვიძებს ან გიბიძგებს, რომ პროდუქტი შეიძინო არასწორია. თქვენ დიზაინერი ხართ შესაბამისად უკვე იცით რა იმალება კონკრეტული პროდუქტის უკან, როგორ მუშაობს ვებ-გვერდი, რა ხრიკებს იყენებს კომპანია მომხმარებლის მოსაზიდად, ამიტომ ლოგიკურია, რომ ამ ყველაფრის ცოდნა თქვენ განწყობაზეც მოქმედებს. ნუ იხელმძღვანელებთ თქვენი თავით, რადგან ეს არასწორ მიმართულებას მოგცემთ.

თუ თავად გსურს მომხმარებლის გამოცდილებასა და მოთხოვნებზე ორიენტირებული დიზაინის შექმნა, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობს UI/UX დიზაინის კურსს.