fbpx

3D მოდელირება – მეცნიერება და ხელოვნება

თარიღი: 24 June, 2019

3D გრაფიკის სამყარო კომპლექსური სფეროა და გულისხმობს სამ განზომილებიანი ობიექტის რეპრეზენტაციას 3D სივრცეში და მათემატიკის, გეომეტრიის, დიზაინ ობიექტების შერწყმას. მისი ეს განმარტება გვაფიქრებს, რომ ის გრაფიკული მეცნიერებისა და ხელოვნების დეფინიციას ერთდროულად გულისხმობს.
3D მოდელირების შედეგები გინახავთ ფილმებში, ანიმაციებსა და ვიდეო თამაშებში. ის გამოიყენება ინჟინერიაში, არქიტექტურაში, სარეკლამო სფეროში და სპეც ეფექტების შესაქმენლად.

3D მოდელირების ექსპერტი ჯონათან უილიამსონი ამბობს: ,, თუკი ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ობიექტის წარმოდგენა წარმოსახვაში, 360 გრადუსით მის გარშემო მოძრაობა და მისი რეალური ნივთივით დანახვა, მაშინ 3D მოდელირება ის საქმეა, რომელიც აუცილებლად გამოგივათ.’’

3D მოდელირებამ სამყაროს შესაძლებლობა მისცა რომ 3D ობიექტების პროტოტიპები შექმნილიყო.
ის აქტიურად გამოიყენება არქიტექტურული ვიზუალიზაციისთვის. სამშენებლო პროექტის განსახორცილებლად ან არსებული დიზაინის შეცვლისთვის.
დღეს ბევრი კომპანია ირჩევს 3D მოდელირებას, რადგან ის მათთვის დროის და ბიუჯეტის დანაზოგია.
მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნივთების კომპანია ,,Ikea”-ს კატალოგში მხოლოდ 3D მოდელები გამოიყენება, იქ არ არის რეალური სურათები რეალური ოთახებიდან.

დიდია 3D მოდელირების გამოყენება მედიცინის სფეროშიც. 2015 წელს კომპანია ,Dassault Systèms -მა  წარადგინა ადამიანის ჯანმრთელი გულის 3D მოდელი, რომელიც გულთან დაკავშირებული ოპერაციების წინასწარ დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება. საქართველოშიც წარმატებულად მოხდა 3D მოდელირების პრაქტიკის გამოყენება სამედიცინო სფეროში, 2018 წელს 3D პრინტერის მეშვეობით ქართველმა 3D ინჟინერმა თავის ქალის ანალოგი შექმნა, რის საფუძველზეც წინასწარ სატესტო ოპერაცია ჩატარდა.

3D მოდელირებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებთან და პროცესებთან გაცნობის შემდეგ
კონკრეტულად განვიხილოთ , თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს 3D დიზაინერმა მოდელირების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.

პირველ რიგში, უნდა შეისწავლოს თავისი ობიექტი, რაც შეიძლება მეტი რეალური ფოტოსა და რეფერენსების მოძიებით. ორგანიზმების კომპლექსური 3D მოდელის შესაქმენლად სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს ადამიანის, ცხოველის, ჩონჩხი და მისი სხეულის ანატომია შესწავლილი.
აუცილებლად მარტივი ფორმებთან უნდა იმუშაოს, რადგან დიდი დეტალების შეცვლა სამუშაო პროცესის შემდგომ მეტ სირთულეს წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანია, სხვადასხვა პლატფორმებზე ნამუშევრის ატვირთვა და ამ სფეროს სპეციალისტებისგან მითითებებისა და შენიშვნების მიღება.
თუკი ჯონათან უილიამსონს ეთანხმები და ობიექტებზე  მანიპულაციები წარმოსახვაში ბევრჯერ წარმოგიდგენია, მაშინ ციფრული ინდუსტრის აკადემიის 3D დიზაინის კურსი დაგეხმარება პრაქტიკულ პროცესში ნახო 3d მოდელირების შესაძლებლობები –https://digitaledu.ge/3d-dizainis-kursi/