fbpx

3D დიზაინი თამაშების ინდუსტრიაში

თარიღი: 2 July, 2019

დღეს, 3D მოდელირება დიდი რაოდენობით გამოიყენება ძალიან ბევრ სფეროში.
კინოფილმები იყენებენ ანიმაციურ სიმბოლოებს, ობიექტებს და გარემოებებს, ასევე 3D გამოსახულებას რათა შექმნან სიღრმისეული ოპტიკური ილუზია. 3D მოდელებს ასევე  პოპულარული გამოყენება აქვს თანამედროვე თამაშების ინდუსტრიაში.
3D მოდელირება მოითხოვს ბევრ ფანტაზიას და ინოვაციას, რათა შეიქმნას პერსონაჟები და სამყაროები, რომლებიც დანარჩენისგან გამოირჩევიან. ის საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესი, თუმცა დღეს წარმოუდგენელია ნებისმიერი თამაშის მის გარეშე.
თამაშებს ძლიერი ინტერაქციის უნარი აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა დაგეგმოთ, თქვენ ვერ შეძლებთ განსაზღვროთ შესაძლო განვითარება ნებისმიერ მომენტში. ამას თამაშის ძრავები განაპირობებს, რომლებიც მიიღებენ მოთამაშის ქმედებებს და გამოიმუშავებენ შედეგებს რეალურ დროში.

თქვენთვის ცნობილი ფილმია ,,Toy story 3”, ძალიან ბევრი დრო და ენერგიაა დახარჯული მიღებული მოდელების და ტექტურების შესაქმნელად. ყველაზე ნაკლებად კომპლექსურ სცენებს ,,Toy Story 3”- ში მინიმუმ 8 საათი დაჭირდა, ეს გულისხმობს თითოეული Frames -ს რენდერის ხანგრძლივობას . ვიდეოს ერთი წამი კი 20- 30 ფრეიმს შეიცავს. წარმოგიდგენიათ თამაშის დროს 8 საათი რომ დაგჭირდეთ იარაღის გასროლის ეფექტის დასანახად? ცხადია არავინ ითამაშებდა თამაშებს ასე, ამიტომ 3d მოდელირების გამოყენებისას, რენდერის დროის მინიმუმამდე დაყვანა მნიშვნელოვანი მომენტია.

არსებობს სხვადასხვა ტექნიკა Game development- ში 3D მოდელირების დროს:

Subdivision – მოდელირება არის პოლიგონური მოდელირების ყველაზე ხშირად გამოყენებული ფორმა.

Edge – მოდელირება ხშირად გამოიყენება თვალების ტუჩის, ცხვირის, მთლიანად სახის 3D ვიზუალის შექმნის დროს.

Spline – მოდელირებას  იყენებენ  რადიალური ხასიათის ობიექტების შექმნისას. (მაგ. სათვალე, ფილები, ლარნაკი)

Digital sculpting – საშუალებას იძლევა მივაღწიოთ ზედაპირის დეტალების რეალისტური ფორმის წარმოუდგენელ სახეს, რომელიც ბუნებრივთან გაიგივებულია.

Game development- ში 3D დიზაინი აქტიურად გამოიყენება ლოკაციის ლანდშაფტის შესაქმენლად, თამაშს აუცილებლად  სჭირდება გარემო, რომელიც რეალისტურ შთაბეჭდილებას დატოვებს, რის გამოც თვალისთვის მეტად მიმზიდველია.
ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი და კომპლექსური ნაწილი არის პერსონაჟების შექმნა. მომხმარებელმა გმირთან ადაპტაცია მარტივად უნდა მოახერხოს მოცემული დიზაინის გამო. 3D მოდელირებაზეა დამოკიდებული ტექტურის შექმნის პროცესიც. არსებობს სხვადასხვა ტიპის ტექსტურა: Diffuse Maps, Specular Maps, Normal Maps, and Alpha Maps. არსებითად, ესაა მოდელების დეტალები, ლანდშაფტები და სიმბოლოები.
ბევრ თამაშში რეალურ გარემოზე და ადგილზე დაფუძნებული ელემენტებია გამოყენებული, ასეთ შემთხვევაში დიზაინერები 3D მოდელებს რეალური ფოტოების ზუსტი გაზომვის საფუძველზე ქმნიან.

თამაშების ინდუსტრია წარმოუდგენელია 3D მოდელირების გარეშე, ციფრული ინდისტურიის აკადემიის 3D დიზაინის კურსი კი დაგეხმარებათ  იმ ტექნოლოგიების ათვისებაში, რაც 3D დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ.