3 მიზეზი თუ რატომ უნდა გავიაროთ ციფრული მარკეტინგის კურსი
თარიღი: 9 July, 2019
ციფრულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანები დიდ დროს ატარებენ სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმებზე. სწორედ ამიტომ, ტრადიციული მარკეტინგის ფორმებთან მიმართებაში პრიორიტეტად ციფრული მარკეტინგი იქცა. მნიშვნელობა არ აქვს ხართ თუ არა ბიზნესის მფლობელი, მარკეტინგის პროფესიონალი თუ სკოლის მოსწავლე, აუცილებელია იცოდეთ 3 მიზეზის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი ციფრული მარკეტინგი თქვენი საქმიანობისთვის.
დინამიური კარიერული შესაძლებლობები
ციფრული მარკეტინგი გაძლევთ მრავალფეროვან პროფესიულ შესაძლებლობებს. SEO -სა და SEM-ზე მუშაობის შემთხვევაში თუ ანალიტიკური აზროვნება მოგეთხოვებათ, Social media და Content marketing-ი თქვენგან კრეატიულ აზროვნებას მოითხოვს. ციფრული მარკეტინგის კარიერაში გარკვევით ჩანს ცხოვრების წესი, რომელიც მეტი თავისუფლებისა და კრეატიულობის შესაძლებლობას იძლევა. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი შემოქმედებითი პროექტი, გახდეთ YouTuber, ბლოგერი, Influence მარკეტერი, რაც დღითიდღე ძალიან პოპულარული ხდება.
ონლაინ ხილვადობა
დღეს ტრადიციული მარკეტინგის მეთოდები თითქმის მივიწყებულია, კომპანიებმა დაიწყეს ციფრულ სისტემებთან ინტეგრაცია, რადგან ონლაინ ხილვადობის გარეშე ბრენდის განვითარება დღეს შეუძლებელია. ორგანიზაციებს კი სჭირდებათ ადამიანები, რომლების ციფრული მედიის ენას ფლობენ. ციფრული მარკეტინგის საშუალებით მოეძებნით სამიზნე აუდიტორიას და შეძლებთ თქვენ სტარტაპს მინიმალური დანახარჯით და მაქიმალური ჩართულობით დაეხმაროთ განვითარებაში. ონლაინ ხილვადობის დახმარებით ერთი ქვეყნის შუაგულში მცხოვრები ადამიანი მსოფლიოს სხვა ქვეყანაში მყოფ ადამიანს მარტივად მიაწვდენს ამბავს თავისი საქმიანობის შესახებ.
24/7
ციფრული მარკეტინგის სამუშაო სივრცე გლობალურია, სადაც მუდმივად შეძლებთ აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამყარებაას. თქვენ არ დაგჭირდებათ უცხოური მარკეტინგული სააგენტოები იმისთვის, რომ თქვენი რეკლამა კონკრეტულ დროს უცხოელებმა ნახონ.
სოციალური მედიის საშუალებით ნებისმიერ დროს შეძლებთ განსაზღვროთ თქვენთვის სასურველი აუდიტორია, დროის ზონის შესაბამისად. წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიის დახმარებით შეძლებთ იყოთ აქტიური მაშინაც კი, თუ მოგზაურობთ ან გძინავთ. ციფრული მარკეტინგი შეუზღუდავი წვდომის საშუალებას გაძლევთ თქვენი ბრენდის სარეკლამო პროცესებთან დაკავშირებით.
ჩვენ ცხოვრობთ ონლაინ სამსაყროში, რომელიც უსაზღვრო საშუალებებს გვაძლევს, ციფრული მარკეტინგის კურსი კი დაგეხმარებათ, რომ ერთ ერთ მათგანი გახდეთ, ვინც საკუთარი საქმიანობის შესახებ ხმას მიაწვდენს მთელს მსოფლიოს.