კურსის განმავლობაში ისწავლი ვებგვერდის შექმნას ნულიდან. დეტალურად გაეცნობი HTML-ის ძირითადად სტრუქტურას და CSS-ის სტილებს (სილაბუსის მიხედვით). გაიგებ, როგორ უნდა ააწყო გვერდის სტრუქტურა, როგორ უნდა დაამატო სტილები და ლოგიკა.
კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ვებგვერდის ვიზუალის აწყობას, რომელიც მორგებული იქნება დესკტოპის, პლანშეტისა და მობილურის რეზოლუციებზე.
კურსის მენტორები
ქეთევან გაგუა
Front-end დეველოპერი, ლექტორი
“ჩემი მიზანია, რომ ყველა სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ რეალურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტირებასა და კარიერის საწყის ეტაპზე წარმატებული ტექნიკური და ზოგადი გასაუბრების გავლაში დაეხმარება”.
4 წელზე მეტია, რაც დეველოპმენტის პროცესშია ჩართული. როცა პირველად ბრაუზერში ტექსტი “Hello World” გამოიტანა, მიხვდა, რომ ის საქმე იყო, რაც უნდა ეკეთებინა. ამის შემდეგ დაიწყო დამოუკიდებლად ვებ-დეველოპმენტის სწავლა და და დასაქმდა მარქაფ დეველოპერად.
არის განათლების მეცნიერებების მაგისტრი და ფლობს სხვადასხვა სერტიფიკატსა და პროფესიულ კვალიფიკაციას, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კურსებიდან. არის Epam Georgia Lab-ის წევრი, რადგან წარმატებით გაიარა მათი 9 თვიანი გადამზადების პროგრამა.
ორი წელია, რაც თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს სხვებს, მათ შორის სტუდენტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის მესამე კურსის სტუდენტებს Front-End დეველოპმენტს. გარდა ამისა, ასწავლიდა 4 ჯგუფს საგანმანათლებლო დაწესებულება ედუსითიში. და მოზარდებს – საერთაშორისო IT სკოლა KiberOne-ში.
აქტიურად მონაწილეობს ისეთ პროექტებში, როგორიცაა “Woman in AI”, “Coding School
for 1500 Women” და ”Women mentorship for Tech Programmes”, არის რეაქტ დეველოპერი Prime-ში და Velara system-ის Front-end (markup-design) დეველოპერი.
უმუშავია ისეთ საერთაშორისო პროექტებზე როგორებიცაა: Prime-ის შიდა გაყიდვების პორტალი, Velara Systems-ის პროექტები (დიზაინი და მარქაფი), Coding School for 1500 Women (საერთაშორისო), Woman in AI, Art space.
ვებ პროგრამირების კურსის სილაბუსი
Workshop 1
front end დეველოპმენტის კომპონენტების განხილვა
html5 დოკუმენტის სტრუქტურა
Visual Studio Code კოდის ედიტორის გარჩვეა
vs code extension-ების განხილვა
პროექტისათვის დოკუმენტების ორგანიზება
html ტეგების დამატება
Workshop 2
css ფაილების დაკავშირება
css სელექტორების თვისებები და მათი მნიშვნელობის განხილვა
html ატრიბუტები
აბსოლუტური და რელატიური მისამართები
Figma-ში მუშაობა
chrome devtools
Workshop 3
html მნიშვნელობის მქონე ტეგები ვებ გვერდის სტრუქტურისთვის
display property – block/inline/inline-block/none
ბრაუზერის სტილების განულება
რუკის დამატება
Workshop 4
css ბოქს მოდელი
html / css კომენტარი
ფონტები და შესაბამისი ფორმატები ვებისთვის
ფონტების სტილების/ ზომების მართვა
ტექსტის ფორმატირება
საფინალო პროექტზე მუშაობის დაწყება
Workshop 5
git-ის შესავალი / version control system
github – ზე რეგისტრაცია
რეპოზიტორის შექმნა
github desktop-ის განხილვა
პროექტის ატვირთვა / ჩამოტვირთვა
ცვლილებების შეტანა
git commands
აბსოლუტური მისამართი
Workshop 6
flexbox – ის გარჩევა
fontawesome / icomon;
ფსევდო კლასები
border radius
კოდის ვალიდაცია
საფინალო პროექტის მიმოხილვა
Workshop 7
პოზიციონირების განსაზღვრა – position property – static/absolute/relative / fixed / sticky