პროგრამირება არის სასაუბრო ენა ადამიანებსა და კომპიუტერებს შორის.
ვებ დეველოპერი (იგივე პროგრამისტი) კი არის ადამიანი, რომელმაც ეს ენა იცის. ანუ აქვს უნარები კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე დაწეროს ის ინსტრუქცია, რომელსაც შემდგომში კომპიუტერი შეასრულებს.
მსოფლიოში მილიონობით ვებგვერდი და აპლიკაცია არსებობს, ამ ვებგვერდებას და აპლიკაციებს კი ვებ დეველოპერები ქმნიან.
ვებ პროგრამირების კურსის მიზანია, შენც ერთ-ერთი მათგანი გახდე.
ვებ პროგრამირების კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი Front-end დეველოპმენტს. კურსის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლებ ვებგვერდის ვიზუალის აწყობას, რომელიც მორგებული იქნება დესკტოპის, პლანშეტისა და მობილურის რეზოლუციებზე.
გარდა ამისა, შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებით.
კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი როგორ უნდა ააწყო ვებ გვერდი html-ისა და css-ის საშუალებით.
დეტალურად გაეცნობი HTML-ის ძირითადად სტრუქტურას და CSS-ის სტილებს (სილაბუსის მიხედვით).
გაიგებ, როგორ უნდა ააწყო გვერდის სტრუქტურა, როგორ უნდა დაამატო სტილები და ლოგიკა.
კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება ის ვებ-გვერდები თუ აპლიკაციები, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ და უნდა მათი შექმნა თავადაც შეძლოს.
FAQS:
რას მოიცავს ვებ-პროგრამირების კურსი? - ვებ-პროგრამირების კურსი მოიცავს html, css და javascript-ის საფუძვლებს. ისწავლი ვებ გვერდების შექმნას, რომლებიც იქნება მორგებული აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაზე, ისწავლი თუ როგორ შეგიძლია css-ის მეშვეობით ელემენტების ვებგვერდზე პოზიციონირება, კოდის ოპტიმიზაცია, ანიმაციებთან მუშაობა და კოდის ატვირთვა github-ზე. ნულიდან შეისწავლი, თუ როგორ უნდა ააწყო ვებგვერდი html-ისა და css-ის საშუალებით. შექმნი პორტფოლიოს და შეძლებ დეველოპერის კარიერის დაწყებას.
არსებობს თუ არა წინაპირობა კურსზე მოსახვედრად? - კურსზე მოსახვედრი წინაპირობა არ არსებობს
რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი 2 თვეს გრძელდება და 14 ლექციას მოიცავს
რა სერტიფიკატს ვიღებ კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კურსს, მიიღებენ სერტიფიკატს
შემიძლია თუ არა კურსის გავლა ონლაინ? - დიახ, კურსის გავლა შეგიძლია, როგორც ოფლაინ, ისე - ონლაინ