კურსის აღწერა
ვიდეო მონტაჟის კურსის განმავლობაში ისწავლი რეჟისურასა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სამონტაჟო პროგრამას – Adobe Premiere Pro-ს. გაეცნობი იმ წესებს, რაც აუცილებლად უნდა დაიცვა მონტაჟის პროცესში, ასევე გაიგებ, როდის არის მართებული მონტაჟის წესების დარღვევა.
კურსის დასრულების შემდეგ სრულყოფილად გეცოდინება სამონტაჟო პროგრამის ტექნიკური მხარე. მიღებული ცოდნით შეძლებ, რომ დასაქმდე ტელევიზიაში, სარეკლამო სააგენტოში ან ფრილანს.
კურსის მენტორები
მიხეილ მათიაშვილი
მოუშენ დიზაინერი, ვიდეო მემონტაჟე
,,ჩემი მიზანია, სტუდენტებს გადავცე ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარებათ შექმნან ტექნიკურად სწორი ანიმაცია.“
2017 წელს დაასრულა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია – სამოქალაქო მენეჯმენტის და სამხედრო საერთო საჯარისო მართვის ბაკალავრის ხარისხით.
მოგვიანებით გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები შემოქმედებით ინდუსტრიაში მოესინჯა. 2020 წელს ტელევიზია იმედში გაიარა პროდიუსინგის და მარკეტინგის კურსი.
Მუშაობდა სარეკლამო კომპანია ,,Matter” – ში, მოუშენ დიზაინერის პოზიციაზე.
2020 წლიდან დღემდე არის სატელევიზიო სფეროში, როგორც მოუშენ დიზაინერი და სამონტაჟო ჯგუფის უფროსი.
უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: თეგეტა მოტორსი, ბილაინი, ავერსი, ციტადელი, ბრიკორამა, ბაზის ბანკი, სეტანტა, ადლი, ბაზის ბანკი, M2, M3, თეთრი კვადრატი, კრედო ბანკი და ა.შ.
ალექსანდრე ხატიაშვილი
დაამთავრა თსუ-ს აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა სტუდიასა თუ ტელევიზიაში, როგორც ოპერატორის ასევე მემონტაჟის პოზიციაზე, გადაცემებსა თუ სატელევიზიო პროექტებზე.
2011 წელს თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, საერთაშორისო პროექტებზე, სადაც რეგიონულ მაუწყებლობების განვითარებაზე ზრუნავდა.
მას შემდეგ, რაც აქტიურად დაიწყო ფრილანსერობა, პროექტებს აკეთებდა კერძო კომპანიებისთვის.
მეოთხე წელია, არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მულტიმედია მთავარი სპეციალისტი, ასევე მუშაობს ხმასთან, როგორც მიქსინგის ასევე მასტერინგის მიმართულებით.
მრავალ პროექტში მიუღია მონაწილეობა მათ შორის, გამოარჩევს IREX-ის გაცვლით პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, აშშ-ში ეწვია ერთ-ერთ ტელეკომპანიას და სწორედ იქ გაიარა სტაჟირება.
კურსის სილაბუსი
Workshop 1
- ვიდეო მონტაჟი და მისი 6 ძირითადი საფუძველი
- რა არის – Adobe Premiere Pro
- Adobe Premiere Pro – პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაო დაფის მიმოხილვა
- Preference – ების მიმოხილვა და მორგება
Workshop 2
- ფაილების ორგანიზება, სამუშაო მასალის იმპორტირება და მონტაჟისთვის მომზადება
- მიმდევრობის ( Sequence ) შექმნა და მისი პარამეტრები
- მონტაჟისთვის მზა ფაილების მიმდევრობაში გადატანა და მასზე მანიპულირება მიმდევრობის ხელსაწყოებით
- ვიდეო/აუდიო მასალაზე მარტივი გადასვლების მორგება და ეფექტების კონტროლით მანიპულაცია/კორექტირება
- რჩევები და ხრიკები
- დავალება
Workshop 3
- ვიდეო/აუდიო მასალის სინქრონიზაცია
- 2 ან მეტ ვიდეო ჩანართზე მუშაობის მახასიათებლები
- Warp Stabilizer – ის გამოეყნება
- Multi Cam – ის განხილვა
- რჩევები და ხრიკები
- დავალება
Workshop 4
- აუდიო მასალის კორექტირება
- პარამეტრული ეკუალაიზერის გამოყენება
- Audio Track Mixer – ის განხილვა და საბაზისო გამოყენება
- Essential sound – პანელის განხილვა და საბაზისო გამოყენება
- ფონური მუსიკის ხანგრძლივობის გაზრდა და დაპატარავება
- რჩევები და ხრიკები
- დავალება
Workshop 5
- ფერის კორექციის საფუძვლები
- Lumetri Color – ის საბაზისო კორექცია
- Creative და Curve – მიმოხილვა
- Color Wheels & Match, HSL Secondary და Vignette მიმოხილვა
- დავალება
Workshop 6
- ტექსტის გრაფიკული ჩანართი და მისი მახასიათებლები
- Essential Graphic – ების გამოყენება და მათი კორექტირება
- ტექსტის გრაფიკული ჩანართის მექანიკური ანიმირება
- ტექსტის გრაფიკული ჩანართის დამონტაჟებულ მასალაზე მორგება
- დავალება
Workshop 7
- მწვანე ფონი და მისი მახასიათებლები
- მწვანე ფონზე არსებული ობიექტის არეალის შემცირება
- მწვანე ფონზე მანიპულაცია
- დავალება
Workshop 8
- Adobe Media Encoder – გაცნობა
- მაღალი გაფართოების ვიდეო მასალასთან მუშაობა შეფერხების გარეშე
( Proxy Editing ) - რა არის დინამიური ლინკი და ჯვარედინი მონტაჟი
- Adobe After Effects – კომპოზიციის იმპორტირება Adobe Premiere Pro – ში და ჯვარედინი მონტაჟი
- AE Juice pack – ჩანართის ინსტალაცია და მიმოხილვა
- Mr.Horse – Premiere Composer – ჩანართის ინსტალაცია და მიმოხილვა
Workshop 9
- Color Luts – იმპორტირება და მიმოხილვა
- Transition Presets – იმპორტირება და მიმოხილვა
- დასკვნითი ნამუშევრის შერჩევა
Workshop 10
- დასკვნითი ნამუშევრის წარდგენა
- დასკვნითი ნამუშევრის მონიტორინგი
- უკუკავშირი