fbpx

კურსის აღწერა

ვიდეო მონტაჟის კურსის განმავლობაში ისწავლი რეჟისურასა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სამონტაჟო პროგრამას – Adobe Premiere Pro-ს. გაეცნობი იმ წესებს, რაც აუცილებლად უნდა დაიცვა მონტაჟის პროცესში, ასევე გაიგებ, როდის არის მართებული მონტაჟის წესების დარღვევა. 

კურსის დასრულების შემდეგ სრულყოფილად გეცოდინება სამონტაჟო პროგრამის ტექნიკური მხარე. მიღებული ცოდნით შეძლებ, რომ დასაქმდე ტელევიზიაში, სარეკლამო სააგენტოში ან ფრილანს.

კურსის მენტორები

ნიკოლოზ ჯალაღონია

მოუშენ დიზაინერი და ვიდეო მონტაჟის სპეციალისტი

2012 წლიდან ქმნის, როგორც მოძრავი, ასევე სტატიკური გამოსახულებების დიზაინს. 2014 წელს მუშაობა დაიწყო ვიდეო ედითინგის მიმართულებით. 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით 2015 წელს მონაწილეობას იღებდა დოკუმენტური ფილმების გადაღებაში. 

2016 წლიდან სრულად გადაერთო ვიდეო ეფექტების, ანიმაციისა და მოძრავი გრაფიკის სფეროში. მოუშენ დიზაინის კუთხით გაიარა საერთაშორისო კურსები.

მისი გამოცდილება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ვიდეო მონტაჟი, 3D ტექსტებისა და ობიექტების ანიმაცია, 2D პერსონაჟის ანიმაცია, სარეკლამო მოუშენი.

2019 წლიდან აკადემიური საქმიანობაც შეითავსა და მოუშენ დიზაინის მენტორი გახდა.

მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ კომპანიებს: It Academy Step Georgia, BPN Georgia, რესტორანი “რიგი”, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, გასტრონავტი და სხვა.

ამჟამად არის ფრილანსერ დიზაინერი და მუშაობს საკუთარ პროექტებზე ანიმაციის კუთხით.

კურსის სილაბუსი

Workshop 1

  • ვიდეო მონტაჟი და მისი 6 ძირითადი საფუძველი 
  • რა არის – Adobe Premiere Pro 
  • Adobe Premiere Pro – პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაო დაფის მიმოხილვა
  • Preference – ების მიმოხილვა და მორგება

Workshop 2

  • ფაილების ორგანიზება, სამუშაო მასალის იმპორტირება და მონტაჟისთვის მომზადება
  • მიმდევრობის ( Sequence ) შექმნა და მისი პარამეტრები
  • მონტაჟისთვის მზა ფაილების მიმდევრობაში გადატანა და მასზე მანიპულირება მიმდევრობის ხელსაწყოებით
  • ვიდეო/აუდიო მასალაზე მარტივი გადასვლების მორგება და  ეფექტების კონტროლით მანიპულაცია/კორექტირება
  • რჩევები და ხრიკები
  • დავალება

Workshop 3

  • ვიდეო/აუდიო მასალის სინქრონიზაცია
  • 2 ან მეტ ვიდეო ჩანართზე მუშაობის მახასიათებლები
  • Warp Stabilizer – ის გამოეყნება
  • Multi Cam – ის განხილვა
  • რჩევები და ხრიკები
  • დავალება

Workshop 4

  • აუდიო მასალის კორექტირება
  • პარამეტრული ეკუალაიზერის გამოყენება
  • Audio Track Mixer – ის განხილვა და საბაზისო გამოყენება
  • Essential sound – პანელის განხილვა და საბაზისო გამოყენება
  • ფონური მუსიკის ხანგრძლივობის გაზრდა და დაპატარავება
  • რჩევები და ხრიკები
  • დავალება

Workshop 5

  • ფერის კორექციის საფუძვლები
  • Lumetri Color – ის საბაზისო კორექცია
  • Creative და Curve – მიმოხილვა
  • Color Wheels & Match, HSL Secondary და Vignette მიმოხილვა
  • დავალება

Workshop 6

  • ტექსტის გრაფიკული ჩანართი და მისი მახასიათებლები
  • Essential Graphic – ების გამოყენება და მათი კორექტირება
  • ტექსტის გრაფიკული ჩანართის მექანიკური ანიმირება
  • ტექსტის გრაფიკული ჩანართის დამონტაჟებულ მასალაზე მორგება
  • დავალება

Workshop 7

  • მწვანე ფონი და მისი მახასიათებლები
  • მწვანე ფონზე არსებული ობიექტის არეალის შემცირება
  • მწვანე ფონზე მანიპულაცია
  • დავალება

Workshop 8

  • Adobe Media Encoder – გაცნობა
  • მაღალი გაფართოების ვიდეო მასალასთან მუშაობა შეფერხების გარეშე
    ( Proxy Editing )
  • რა არის დინამიური ლინკი და ჯვარედინი მონტაჟი
  • Adobe After Effects – კომპოზიციის იმპორტირება Adobe Premiere Pro – ში და ჯვარედინი მონტაჟი
  • AE Juice pack – ჩანართის ინსტალაცია და მიმოხილვა
  • Mr.Horse – Premiere Composer – ჩანართის ინსტალაცია და მიმოხილვა

Workshop 9

  • Color Luts – იმპორტირება და მიმოხილვა
  • Transition Presets – იმპორტირება და მიმოხილვა
  • დასკვნითი ნამუშევრის შერჩევა

Workshop 10

  • დასკვნითი ნამუშევრის წარდგენა
  • დასკვნითი ნამუშევრის მონიტორინგი
  • უკუკავშირი