კურსის განმავლობაში ისწავლი ყველა იმ საკითხს, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI & UX დიზაინერად მუშაობისთვის. დაეუფლები Figma-ს ნულიდან. გაეცნობი მთლიან UX პროცესს და დიზაინ მიდგომებს. გაიგებ, რას ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული დიზაინი და მარტივი ნავიგაცია.
ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები და რეალური მაგალითების განხილვა სრულყოფილ ცოდნას შეგიქმნის ამ პროფესიის შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას.
ციფრული პროდუქტების დიზაინერი
,,ჩემი მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ დაწვრილებითი თეორიული ცოდნა და პრაქტიკულად შეისწავლონ ციფრული პროდუქტის დიზაინ პროცესები.“
ბავშვობიდან აინტერესებს დიზაინი. პირველი შეხება სფეროსთან, ჯერ კიდევ, სკოლის პერიოდში, 12-13 წლის ასაკში ჰქონდა. 2015-2017 წლებში სწავლობდა Caucasus School of Technology-ში.
2016 წლიდან სფეროში აქტიურად ჩაერთო. 7 წლის განმავლობაში შეხება ჰქონდა მრავალ ინდუსტრიასთან, მათ შორის: გემბლინგი, ბანკინგი, P2P, B2B, B2P, SAAS, ელექტრონული ვაჭრობა, ჯანდაცვა და ა.შ.
უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: Prodware, Reputabox, FortuneJack, Edupay, Crocobet, Ultra, Saga და ა.შ.
ამჟამად არის უფროსი UI/UX დიზაინერი და ციფრული პროდუქტის დიზაინერი კომპანია Slick-ში.
UI/UX დიზაინერი
“როგორც UI/UX დიზაინის მენტორი, ჩემი მიზანია, სტუდენტებს გავუზიარო, როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული ცოდნა UI/UX დიზაინში. ჩვენი სასწავლო გარემო მაქსიმალურად მიახლოებული იქნება რეალურ სამუშაო გარემოსთან, რათა უკეთ დაეუფლოს თითოეული მათგანი ამ პროფესიას და გამოიყენოს შეძენილი უნარები დამსაქმებლებთან. მთავარი მიზანია, გავაცნო დღესდღეობით ყველაზე ცნობილი მეთოდები, რომლის დახმარებითაც წარმართავენ UX პროცესს, ეს არის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Google”.
დაამთავრა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაკალავრიატის 4 კურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ამ სფეროს მიმართ კი ინტერესი ზუსტად 4 წლის წინ გაუჩნდა.
სანამ უშუალოდ ამ სფეროთი დაინტერესდებოდა, გატაცებული იყო ვექტორული გრაფიკის შექმნით და ცდილობდა Adobe Illustrator-ისა და Photoshop-ის დახმარებით ფურცლიდან ნახატები გაეციფრულებინა და ილუსტრაციები შეექმნა.
შემდეგ დაინტერესდა ვებსაიტებისა და მისი მობილური ვერსიის შექმნით და თავადაც იღებდა მონაწილეობას კოდინგის ნაწილში. ქმნიდა საიტებს და ჰყავდა დამკვეთებიც, რომლებიც მარტივ ვებსაიტებს უკვეთავდნენ.
საბოლოოდ, შეძლო ყველა ნამუშევარი, რაც აქამდე ვექტორული გრაფიკის სახით ჰქონდა შექმნილი, სხვა მიმართულებასთან შეერწყა და საბოლოოდ აირჩია ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებასა და ინტერესს უჩენდა ყოველი პროექტის შექმნისას და ეს იყო – UX დიზაინი.
პირველად, 2020 წელს გადაწყვიტა UX დიზაინის საფუძვლიანად შესწავლა, ამიტომ Udemy-ზე UX დიზაინის კურსები შეიძინა და შემდეგი 4 წლის განმავლობაში პროექტებზეც დაიწყო მუშაობა.
ამის შემდეგ თავადაც იყო UI/UX დიზაინის ლექტორი Digital room-ში, სადაც სტუდენტებს ინდივიდუალურად ასწავლიდა.
უშუალოდ ამ სფეროში სწორედ 2020 წლიდან არის დასაქმებული, ამჟამად კი არის ფრილანსერი და UI/UX დიზაინის კურსის ლექტორი BTU-ში.
უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Zipin Georgia, Mymarket, turebi.ge, georgiantravelguide, Felicetravel.
ინდივიდუალური პროექტები: Zipin Georgia, Mymarket, turebi.ge, georgiantravelguide, Felicetravel.
————————————————————————————