კურსის განმავლობაში ისწავლი ყველა იმ საკითხს, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI & UX დიზაინერად მუშაობისთვის. დაეუფლები Figma-ს ნულიდან. გაეცნობი მთლიან UX პროცესს და დიზაინ მიდგომებს. გაიგებ, რას ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული დიზაინი და მარტივი ნავიგაცია.
ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები და რეალური მაგალითების განხილვა სრულყოფილ ცოდნას შეგიქმნის ამ პროფესიის შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას.
კურსის მენტორები
ლაშა მურადაშვილი
UI/UX დიზაინერი
მე ვარ ლაშა მურადაშვილი – UI/UX დიზაინერი 4+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით ციფრული პროდუქტების დიზაინში.
ამ სფეროში ვარ 2020 წლიდან. პროფესიული გზა დავიწყე ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან შეხვედრით, რომელიც მეგობრის რეკომენდაციით აღმოვაჩინე. სწორედ აქ შევხვდი ამ სფეროს პირველად და შემიყვარდა დიზაინის შესაძლებლობები მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში. ამის შემდეგ გავიარე გუგლის კურსი – Google UX Design Professional.
ამჟამად კი ვარ Caucasus Auto Import-ის Senior UI/UX დიზაინერი.
მიმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Roamingo, Tre, Domenebi , SS , Quckshipper, Train Effective , Alta, Carline, Girchi, 1Pay და Tasleem.
რჩევა [რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი]:
არასდროს გადადო ხვალისთვის ის , რაც შეგიძლია გააკეთო დღეს.
შთაბეჭდილებები
https://www.youtube.com/watch?v=zlFfF7VMBVo
UI & UX დიზაინის კურსის სილაბუსი
1. გაცნობა
გაცნობა, შესავალი
კურსის მიმოხილვა / კითხვა-პასუხი
2. UX: შესავალი
ყველაფერი UX -ის შესახებ
სამომხმარებლო გამოცდილება – შესავალი
3. UX: Researching
რისერჩინგი (Researching) განხილვა
რისერჩის როლი, პროცესი და სხვადასხვა გზები
პერსონა, პერსონის როლი და მისი შექმნის პროცესი
4. პრაქტიკა: Wireframing
Figma -ს განხილვა
Wireframing – Layout Grid, Horisontal/Vertical Spacing, White Space