წესები და პირობები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406244390) ვებ-გვერდზე – www.digitaledu.ge (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“).
ვებ-გვერდის გამოყენება და შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ის მომსახურების გარკვეული პირობები რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით (შემდგომში ,,წესები და პირობები“).
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს. აღნიშნული პირობების შესაბამისად, თქვენ მიერ წესებისა და პირობების შესაბამისად ფასიან კურსზე რეგისტრაციისას ღილაკზე ,,შემდეგი’’, ხოლო უფასო მასტერკლასზე რეგისტრაციისას ღილაკზე ,,დადასტურება’’ მონიშვნით, თქვენ თანახმა ხართ, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებში მითითებულ ყველა დანაწესს.
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
,,კომპანია“ ან/და ,,ჩვენ“ გულისხმობს შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ს, ხოლო ,,თქვენ“ ან/და ,,მომხმარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
,,მომსახურება“ გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის, და არა მხოლოდ, ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სატრენინგო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის, და არა მხოლოდ: (ა) არაანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეოს, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში სტუდენტებისათვის ვიდეოს, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის, და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ-პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის (შემდგომში ,,ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები“).
ამ წესებსა და პირობებში მხოლობით ფორმაში გამოყენებული ტერმინები, მათ შორის, ,,მომსახურება’’ ან/და ,,მომხმარებელი’’ მოიცავს მრავლობითსაც და პირიქით.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებისა და პირობების დებულებებთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, პრეტენზიები, ან/და რეკომენდაციები, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@digitaledu.ge , ან შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი, N61.
მიზანი
ვებ-გვერდის მიზანია, მომხმარებელს გააცნოს კომპანიის მომსახურების შესახებ ინფორმაცია, მომსახურების შესახებ შეთავაზებები, აგრეთვე კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები ან/და საკითხები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, ხელმისაწვდომი გახდეს კომპანიის მომსახურების შესახებ ინფორმაცია.
კომპანიის ვებ-გვერდზე სიახლეების, კამპანიისა და ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციის განთავსება საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს უფასოდ მივაწოდოთ ან/და შევთავაზოთ მომხმარებელზე მორგებული, რელევანტური შინაარსის ინფორმაცია და კომპანიის მომსახურება.
კომპანია მომხმარებლებს უზრუნველყოფს როგორც ფასიანი კურსებით, ისე უფასო მასტერკლასებით. აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი ვალდებულია, ვებ-გვერდზე გაიაროს რეგისტრაცია.
უფასო მასტერკლასზე რეგისტრაცია
მომხმარებლის მიერ უფასო მასტერკლასზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელმა ვებ-გვერდის საწყისი გვერდიდან უნდა აირჩიოს ღილაკი ,,მასტერკლასები’’, რის შემდგომაც იგი თავისი სურვილისამებრ, ირჩევს სასურველ უფასო მასტერკლასს.
სასურველი მასტერკლასის არჩევის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა დააჭიროს მისთვის სასურველი მასტერკლასის ქვეშ განთავსებულ ღილაკს – ,,რეგისტრაცია’’.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა უფასო მასტერკლასი გაიმართება დისტანციურ რეჟიმში.
ამ ღილაკზე ხელის დაჭერის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ადგილსამყოფელი (ქალაქი, სადაც მომხმარებელი იმყოფება), მასტერკლასის გამართვის მისთვის სასურველი დრო და დაეთანხმოს ვებ-გვერდის წესებსა და პირობებს.
მომხმარებლის მიერ უფასო მასტერკლასზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება უფასო მასტერკლასზე დაშვების შეტყობინება და უფასო მასტერკლასის ბმული. უფასო მასტერკლასის დაწყების თარიღამდე კი მას ეგზავნება დამატებითი შეტყობინება უფასო მასტერკლასის დაწყების შეხსენების თაობაზე.
გაცნობებთ, რომ კომპანიის მიერ შესაძლოა განხორციელდეს უფასო მასტერკლასის აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რომელიც ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად. ამ წესებსა და პირობებზე დათანხმებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ განხორციელდეს მასტერკლასის აუდიო-ვიდეო ჩაწერა და შემდგომში გაზიარება კომპანიის სოციალურ არხებზე, ან/და მასტერკლასით დაინტერესებულ სხვა პირებზე.
კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის შენახვას და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფომრაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების დაუყოვნებლივ განადგურება.
ფასიან კურსზე რეგისტრაცია
მომხმარებლის მიერ ფასიან კურსზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელმა ვებ-გვერდის საწყისი გვერდიდან უნდა აირჩიოს ღილაკი ,,კურსები’’, რის შემდგომაც იგი თავისი სურვილისამებრ, ირჩევს სასურველ ფასიან კურსს.
სასურველი კურსის არჩევის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა დააჭიროს მისთვის სასურველი მასტერკლასის ქვეშ განთავსებულ ღილაკს – ,,რეგისტრაცია’’.
ამ ღილაკზე ხელის დაჭერის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, პრომო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან გაიგო მომხმარებელმა კურსის შესახებ (სურვილის შემთხვევაში) და დაეთანხმოს ვებ-გვერდის წესებსა და პირობებს.
მომხმარებლის მიერ ფასიან კურსზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება ფასიან კურსზე დაშვების შეტყობინება. კომპანიის მიერ აგრეთვე შესაძლოა განხორციელდეს სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებლის კურსზე დაშვებისა და წინაპირობების გაცნობის შესახებ.
ყოველგვარი ბუნდოვანების გამოსარიცხად, ფასიან კურსზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ კომპანიასა და მომხმარებელს შორის სატრენინგო მომსახურების წესები და პირობები რეგულირდება დამატებით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
თქვენ ვალდებული ხართ, ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ვებ-გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება ან/და დიზაინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, ან/და არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, თანხმობის გაცემა ამგვარ გაზიარებაზე, წარმოადგენს კომპანიის ერთპიროვნულ დისკრეციას.
კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის ან/და შინაარსის გამოყენება ხდება კომპანიის წინასწარ გაცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან/და ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის.
აკრძალულია ვებ-გვერდისთვის ნებისმიერი სახის ან/და ფორმის ზიანის მიყენება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ვებ-გვერდის პროგრამული გატეხვით. აღნიშნული წარმოადგენს თქვენს ერთპიროვნულ რისკსა და პასუხისმგებლობას.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება კომპანიის ტექნიკური შეფერხების, ან/და კომპანიისაგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, კომპანია არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.
კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხი) საათში.
ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის, და არა მხოლოდ, მომსახურებაზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები, და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა ,,გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.
მომხმარებლის მიერ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებელს მოსთხოვოს ამგვარი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ამ მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე, პრეტენზია და მოთხოვნა, რომელიც მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს კომპანიის მიმართ, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ნებისმიერი ინციდენტის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდიდან მიმართოს ,,ჩატ-ბოტს’’, რომლითაც შესაძლებელი იქნება, მომხმარებლის დაკავშირება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან, რომელიც პირდაპირი და დაუყოვნებლივი კომუნიკაციის შედეგად მიმართავს ყველა ზომას საკითხის შესასწავლად და სადავო პრობლემის აღმოსაფხვრელად.
თითოეული მხარე თანხმდება საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას მათ შორის არსებული ნებისმიერი დავისა და მოთხოვნის გადასაწყვეტად, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან ან მის საგანთან დაკავშირებით