fbpx

კურსის აღწერა

გინდა, რომ გახდე ტექ რეკრუტერი? ტექ რეკრუტინგის კურსის განმავლობაში გაეცნობი რეკრუტინგის თანამედროვე მიდგომებს და საერთაშორისო სტანდარტებს. ისწავლი ყველა ეტაპს რეკრუტინგის სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

ისწავლი, როგორ უნდა შეადგინო სამუშაოს აღწერილობა კანდიდატისთვის, როგორ უნდა მოიძიო საუკეთესო კანდიდატი, როგორ უნდა დაამყარო მასთან სწორი კომუნიკაცია. გაიგებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კანდიდატის გამოცდილება და რა როლს ასრულებს ის დამსაქმებლის ბრენდის შენებაში. გარდა ამისა, დეტალურად გაეცნობი ძირითად ტექ პოზიციებს, მათ ფუნქციონალს და სამუშაო აღწერილობას.

პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დაეუფლები Linkedin – ის საძიებო ალგორითმებს და ინტერვიუს სწორად წარმართვის ტექნიკას.

კურსის ბოლოს შენთვის კარგად ნაცნობი იქნება რეკრუტინგის ყველა ძირითადი ასპექტი და შეძლებ დაიწყო კარიერა ამ მიმართულებით.

მენტორი

დიანა ბერიაშვილი

ტექ ტალანტების მოზიდვის მენეჯერი
(Tech Talents Acquisition Manager)  

,,ჩემი მიზანია, სტუდენტებმა ძალიან კარგად დაინახონ რამდენად დიდი სიკეთის მოტანა შეუძლიათ თითოეული კანდიდატისთვის და კომპანიისთვის, რომელშიც მუშაობენ”.

დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრი) და GIPA (მაგისტრატურა) საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.

მიუხედავად ამისა, მალევე შეიცვალა პროფესია და საკუთარი უნარების განვითარება ადამიანური რესურსების მართვის (HR) კუთხით განაგრძო. დიპლომატიის გამოცდილება კი ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან დაეხმარა.

2008 წელს დაიწყო პირველი სამსახური HR მენეჯერის პოზიციაზე. 

2014 წლამდე თანამშრომლობდა რამდენიმე კომპანიასთან გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში. 

2014 – 2018 წლებში მუშაობდა აიდიეს ბორჯომი თბილისში HR მენეჯერის პოზიციაზე.

2018 წელს კი მუშაობა დაიწყო ევოლუშენში, Talent Acquisition Specialist – ის  პოზიციაზე, სადაც შეხება ჰქონდა, როგორც Mass რეკრუტინგთან, ასევე საოპერაციო მაღალ და საშუალო პოზიციებთან. 

2021 წელს შეუერთდა DataArt – ის გუნდს, სადაც დღემდე მუშაობს ტექ ტალანტების მოზიდვის მენეჯერად. 


სილაბუსი

Workshop 1  –  რა არის რეკრუტინგი

  • გაცნობა და მოლოდინების შექმნა
  • რეკრუტინგის სრული ციკლის განხილვა
  • რეკრუტერისთვის საჭირო უნარები
  • ტექ ინდუსტრიის ზოგადი მიმოხილვა
  • კურსის მიმოხილვა

Workshop 2 – კარიერული პერსპექტივები რეკრუტერებისთვის

  • როგორ გავხდეთ საინტერესო კანდიდატი საერთაშორისო კომპანიებისთვის
  • რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ტექ რეკრუტერის ლინკდინის გვერდი
  • ტექ რეკრუტერის რეზიუმე
  • როგორ დავსაქმდეთ საერთაშორისო კომპნიაში
  • რა მონაწილეობას იღებს რეკრუტერი დამსაქმებლის ბრენდის შექმნაში
  • რა არის კანდიდატის გამოცილება
  • პრაქტიკული სავარჯიშო – საკუთარი კანდიდატურის წარდგენა დამსაქმებლისთვის

Workshop 3 – საძიებო სისტემები

  • ტექ რეკრუტინგის თავისებურებები კვალიფიკაციები ტექ როლებში კანდიდატების მოძიების გზების შერჩევა და დაგეგმვა
  • საძიებო პლატფორმები – LinkedIn, GitHub, პირველი კონტაქტი კანდიდატთან
  • Boolean და X- Ray საძიებო ალგორითმები
  • პრაქტიკული სავარჯიშო – რეალური პროფილების მოძიება და გარჩევა

Workshop 4 – ტექ პროექტი, როლების მიმოხილვა

  • როგორ გამოიყურება პროექტი ტექ სამყაროში, პროექტის მეთოდოლოგიები (Agile, Waterfall)
  • ტექ როლების შესწავლა – პროექტის მენეჯერი, Product Owner, ბიზნეს ანალიტიკოსი
  • კანდიდატების მოძიების და შეფასების გზები
  • რეალური ლინკდინის პროფილების განხილვა და შეფასება

Workshop 5 – პროგრამული ენები და  Framework – ები

  • პროგრამული ენები და შესაბამისი Framework – ები
  • რა უნდა იცოდეს ტექ რეკრუტერმა პროგრამირების შესახებ
  • ტექ ტერმინები რეკრუტერებისთვის
  • პრაქტიკული სავარჯიშო – Mind map შედგენა

Workshop 6 – Backend და Frontend დეველოპერები

  • Backend და Frontend როლების განხილვა
  • რა პროდუქტების შექმნა შეუძლია Backend და Frontend დეველოპერებს
  • კანდიდატების მოძიების და შეფასების გზები
  • რა პარამეტრებით შეგვიძლია შევაფასოთ კანდიდატის პროფილი
  • რეალური პროფილების განხილვა და შეფასება

Workshop 7 – DevOps,  IT Ops როლები და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები

  • DevOps და IT Ops როლების და საჭირო უნარების განხილვა
  • რა არის ღრუბლოვანი ტექნოლოგიები და რატომ არის ასეთი მოთხოვნადი მოძიების და შეფასების გზები
  • რეალური ლინკდინის პროფილების განხილვა და შეფასება

Workshop 8 – ML და AI ინჟინრების როლების განხილვა

  • მონაცემთა ინჟინრები და მეცნიერები, ML და AI ინჟინრების როლების განხილვა
  • რა არის QA, ტესტირების ტიპები
  • ახალი ტრენდები და ახალი როლები ტექ სამყაროში
  • კანდიდატების მოძიების და შეფასების გზები
  • რეალური ლინკდინის პროფილების განხილვა და შეფასება

Workshop 9 – კომუნიკაციის მნიშვნელობა რეკრუტინგში

  • კომუნიკაციის როლი რეკრუტინგში
  • რა ხელსაწყოები გამოიყენება ტექ რეკრუტინგში
  • რა არის ATS და რატომ არის მნიშვნელოვანი გამართული რეკრუტინგის პროცესისთვის
  • კანდიდატთან უკუკავშირის გაზიარების მნიშვნელობა და უკუკავშირის ტიპები
  • როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ საქმიანობაში
  • პრაქტიკული სავარჯიშო – СhatGPT და სხვა AI პლატფორმებთან მუშაობა

Workshop 10 – ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა

  • ინტერვიუს პროცესი
  • ინტერვიუს დაგეგმვა ტექნიკური ინტერვიუს მნიშვნელობა და ტექ რეკრუტერის ჩართულობა პროცესში
  • რბილი უნარების მნიშვნელობა და შეფასების სისტემა
  • ინტერვიუს სიმულაცია

Workshop 11 – სტრატეგიული მიდგომები რეკრუტინგში

  • სტრატეგიული მიდგომა რეკრუტინგის მიმართ
  • სწორი დაგეგმვა, რისკების განსაზღვა, როლების გადანაწილება
  • პრაქტიკული სავარჯიშო – რეკრუტინგის სტრატეგიის მონახაზის შედგენა.

Workshop 12 – შემაჯამებელი პრეზენტაციის წარდგენა

  • სტუდენტების მიერ წარდგენილი შემაჯამებელი პრეზენტაციები