HR კურსი შექმნილია მათთვის, ვინც სურს დაიწყოს კარიერა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ან განავითაროს უკვე არსებული ცოდნა.
ეს არის შესაძლებლობა, შეისწავლო თანამედროვე ადამიანური კაპიტალის მართვის პრინციპები და პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებისთვის.
კურსი დაგეხმარება უკეთ გაიგო, როგორ ხდება გუნდის შერჩევა, მოტივაცია და განვითარება.
თუ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი პოტენციალის ამოცნობა და განვითარება შენთვის მნიშვნელოვანია, HR — ადამიანური რესურსების მართვის კურსი სწორედ ის მიმართულებაა, სადაც შენი ინტერესები და პროფესიული ზრდა ერთმანეთს შეხვდება.
HR სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად იქცა — ის აერთიანებს მენეჯმენტს, ფსიქოლოგიასა და კომუნიკაციას, ხოლო მისი მთავარი მიზანია შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს მოტივირებულად და დაფასებულად გრძნობს.
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი არის ის ადამიანი, ვინც ეხმარება კომპანიას სტრატეგიულად შეარჩიოს, განავითაროს და შეინარჩუნოს თანამშრომლები.
კურსის განმავლობაში გაეცნობი HR მენეჯმენტის ყველა ძირითად ასპექტს — ორგანიზაციული კულტურის შექმნიდან მოტივაციის სისტემებამდე. ისწავლი, როგორ დაგეგმო თანამშრომელთა ჩართულობის პროგრამები, როგორ შექმნა ეფექტური შერჩევის სტრატეგია, შეაფასო შესრულებული სამუშაო და მართო კომუნიკაცია გუნდში.
გაიგებ, როგორ უნდა მართო დრო, სტრესი და კონფლიქტური სიტუაციები; როგორ მოამზადო და ჩაატარო გასაუბრება; როგორ შექმნა შიდა პოლიტიკის დოკუმენტები და გააანალიზო HR მონაცემები თანამედროვე ანალიტიკური მიდგომებით.
კურსი შესაფერისია როგორც დამწყები, ისე მოქმედი HR მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ პროფესიული უნარები და უკეთ გაიგონ, რა როლი აქვს HR-ს ორგანიზაციის სტრატეგიულ განვითარებაში. პროგრამა მოიცავს 12 პრაქტიკულ ვორქშოფს, რომელიც ტარდება ერთთვიან პერიოდში.
კურსს უძღვება გამოცდილი მენტორი — კესო სუმბაძე, ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი და უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, რომელიც HR სფეროში 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. მისი პრაქტიკული გამოცდილება, კვლევები და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემს მიიღო არა მხოლოდ თეორიული, არამედ რეალურ საქმიანობაზე დაფუძნებული ცოდნა.
ფორმატი: ონლაინ/ოფლაინ
ფასი: 600₾
ხანგრძლივობა: 1 თვე (12 ვორქშოპი)
HR კურსის დასრულების შემდეგ:
შეძლებ, რომ სწორად დაინახო HR მენეჯმენტის როლი კომპანიაში და განახორციელო ის აქტივობები, რომლებიც ბიზნესს წინსვლაში დაეხმარება;
გეცოდინება ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრა;
შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებით.
ენდე შენს ინტუიციას და გაბედე ნაბიჯების გადადგმა. აკეთე საქმე სიყვარულითა და ინტერესით. ისწავლე უფრო სწრაფად, ვიდრე ცვლილებები მოდის და გახსოვდეს – გამოცდილებები, რომლებსაც გზად აგროვებ, გადამწყვეტ მომენტებში ბუნებრივად დაკავშირდება ერთმანეთთან – “The dots will connect.“
FAQ:
რა არის HR კურსის მიზანი? - HR კურსის მიზანია მოამზადოს მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფენ თანამშრომლების ბედნიერებას კომპანიაში.
რამდენ ხანს გრძელდება HR კურსი? - HR კურსი გრძელდება 1 თვე (12 ლექცია)
შეიძლება თუ არა კურსის გავლა ონლაინ რეჟიმში? - დიახ, შესაძლებელია კურსი გაიაროთ ონლაინ
ვის შეუძლია რეგისტრაცია HR-ის კურსზე? - HR-ის კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მოქმედ და დამწყებ HR მენეჯერს
მივიღებ თუ არა სერტიფიკატს კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, HR-ის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს