კურსის განმავლობაში ისწავლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ Front-End ბიბლიოთეკა – React-ს და მის ეკოსისტემას. თეორიულ ცოდნასთან ერთად შეასრულებ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, კერძოდ, ააწყობ E-commerce ტიპის აპლიკაციას. გაიგებ, როგორ უნდა გადაჭრა პრობლემები აპლიკაციაზე მუშაობის პროცესში.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შენ გექნება საკმარისი ცოდნა ვებ დეველოპმენტის კარიერაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.
“ჩემი მიზანია, სტუდენტებს დავეხმარო შეისწავლონ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგია ბაზარზე.“
ბავშვობიდან აინტერესებდა ტექნოლოგიები და მათი მუშაობის პრინციპი. 17 წლის ასაკში დაიწყო Arduino-ს პროგრამირება.
სწავლობდა აგრარულ უნივერსიტეტში, ელექტრო, კომპიუტერული ინჟინერიისა და პროგრამირების განხრით. შემდეგ სწავლა განაგრძო თიბისი IT აკადემიაში – Backend დეველოპმენტის მიმართულებით და Tbilisi school of communication-ში, React.js-ის კუთხით.
მისი პირველი სამსახური იყო თიბისი ბანკში, სადაც მუშაობდა Software developer-ის პოზიციაზე. 2021 წლიდან შეუერთდა BT Group-ს, სადაც დღემდე მუშაობს.
Front-End დეველოპერი
,,ჩემი მიზანია, სტუდენტებისთვის არა მხოლოდ React-ის და მისი ეკოსისტემის ბიბლიოთეკების შესწავლა, არამედ აპლიკაციის პრობლემების გადაჭრის უნარების გაუმჯობესება.“
მისი დეველოპმენტის სფეროში საქმიანობა 2019 წლიდან იწყება. პირველი სამსახური 2020 წელს დაიწყო ქართულ კომპანია Sweeft-ში, სტაჟიორად. სტაჟირების დაწყებიდან მალევე ჩაერთო პირველ რეალურ პროექტში, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა.
2022 წლიდან დღემდე არის Lasting Dynamics-ში, Mobile და Web Front-End დეველოპერად.
მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ პროექტებს: KYC, Mrecords, Omne, Tip აპლიკაცია – პერსონალისა და მომხმარებლებისთვის, სამედიცინო პლატფორმა და ა.შ.
ინდივიდუალური პროექტები: Ecommerce ტიპის აპლიკაცია, Mobile აპლიკაცია, რომელიც იყენებს Google-ის Api-ს, რათა საშუალება მისცეს მომხმარებლებს იპოვონ ახლომდებარე ბარები, რესტორნები, კაფეები და ა.შ.