კურსის მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს:
ეფექტურად შეასრულონ Agile მეთოდოლოგიის მიხედვით Product Owner-ის როლი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში
დაეუფლონ Product Owner-ისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს
გაიღრმავონ შესაბამისი თეორიული ცოდნა და გამოიყენონ ბაზარზე არსებული საუკეთესო პლატფორმები მუშაობის პროცესში
უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი უნარები და გამოცდილება Product Owner-ის შერჩევის პროცესში საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე
გახდნენ მომხმარებლებზე და პროდუქტის ღირებულებაზე ორიენტირებული პროდუქტის ლიდერები
სწორად განსაზღვრონ პროდუქტის და ბიზნეს პრიორიტეტები და მართონ პროდუქტით დაინტერესებული მხარეები
შექმნან პროდუქტის წარმატებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და მასალები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით
შეძლონ პროდუქტის ფინანსური და მარკეტინგული სტრატეგიის დამოუკიდებლად შექმნა
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები:
შეძლებენ უფრო ეფექტურად შეასრულონ Product Owner როლი ორგანიზაციებში საუკეთესო მიდგომების და ტექნიკების გამოყენებით
მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ პროდუქტის განვითარების პროცესთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას
მზად შეხვდებიან Product Owner შერჩევის პროცესს და გააუმჯობესებენ მათი დასაქმების შანსებს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ტექნოლოგიურ პროდუქტს ფლობს.
Product Owner/Product Manager
,,დიდი საქმის კეთების ერთადერთი გზა არის გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუ ჯერ ვერ იპოვეთ, განაგრძეთ ძებნა! ნუ გაჩერდებით!“
Product management-ის და Software development-ის სფეროში 6 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში შეცდომების დაშვებასა და ამ შეცდომებზე სწავლის შედეგად დიდი გამოცდილება დააგროვა.
სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესი-ადმინისტრირების მიმართულებით. სწავლა განაგრძო იმავე უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
მაგისტრატურაზე ჩააბარა კავკასიის ბიზნეს სკოლაში. ერასმუსის გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იყო რუმინეთში. ცოდნის მიღების პროცესი ამით არ დაუსრულებია და სტენფორდის უნივერსიტეტში გაიარა კურსი – ’’How to think like a successful Product Manager“.
აქვს შემდეგი სერტიფიკატები: Professional Scrum product Owner (PSPO I, PSPO II)
Scaled Agilist Certification, Certified Product Manager- AIPMM The Association of International Product Marketing and Management.
მისი, როგორც Product Owner-ის და გუნდის ლიდერის ამპლუაში მუშაობა თიბისი ბანკში დაიწყო. თიბისიში კომპლექსური გამოცდილება მიიღო. მისი მიზანი იყო მაქსიმალურად გაემარტივებინა თანამშრომლების სამუშაო პროცესი და მომხმარებლის ყოველდღიურობა. ამ ყველაფერს კი ახალი პროდუქტებისა და პროცესების დანერგვით აღწევდა.
ამჟამად მუშაობს Test IO-ში, Epam Systems-ის შვილობილ კომპანიაში, რომელიც არის გლობალური ლიდერი პროგრამული უზრუნველყოფის Crowd testing სერვისის მიწოდებაში – ეხმარება კომპანიებს უზრუნველყოს ხარისხიანი გამოცდილება მათი მომხმარებლებისთვის.
როგორ Product Manager-ი ფოკუსირებულია ახალი პროდუქტების, ფუნქციების შემუშავებაზე, რომლებიც წყვეტს პრობლემებს შიდა და გარე მომხმარებლისთვის.
Project Lead
“არ არის საჭირო იცოდე ყველაფერი, საკმარისია შეგეძლოს სწორი კითხვების დასმა”.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ბაკალავრიატი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით და სწავლა გააგრძელა სტრატეგიული მენეჯმენტის მაგისტრატურის ფაკულტეტზე ბერლინის ბიზნესისა და სამართლის სკოლაში.
გარდა აკადემიური ხარისხისა ფლობს CAPM სერტიფიკატს Project Management Institute-ისგან და PSM&PSPO სერტიფიკატებს scrum.org-ისგან.
უშუალოდ ამ სფეროში 2020 წლიდან არის დასაქმებული. პირველი სამუშაო ადგილი იყო ბერლინში Solarisbank-ის ოპერაციების დეპარტამენტში, სადაც გაეცნო ევროპულ საბანკო სფეროს. მალევე დაწინაურდა Portfolio Manager-ის პოზიციაზე, სადაც პასუხისმგებელი იყო ციფრული საბანკო პროდუქტებისთვის პროცესების გაუმჯობესებასა და ავტომატიზირებაზე.
თემოს კარიერა გაგრძელდა ევროპულ საკონსულტაციო ფირმა Bearingpoint-ში, ფინანსებისა და რისკების მიმართულებით.
ამჟამად კი არის დასაქმებული TBC ბანკში, სადაც არის Project Lead.
უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Solarisbank, Bearingpoint, Commerzbank, KFW, TBC Bank
Product Manager/Owner-ის როლი
პროდუქტის აღმოჩენის (Discovery) ფაზა
პროდუქტის მოთხოვნების (Product Requirement) ჩამოყალიბება და მართვა
პროდუქტის დოკუმენტაცია და დიაგრამები
Agile PO Part 1
Crash course: პროდუქტის მართვა Agile მეთოდოლოგიით (Scrum, Kanban)
Agile PO Part 2
კოლაბორაცია დეველოპერებთან
კოლაბორაცია დიზაინერებთან
კოლაბორაცია ტესტერებთან
პროდუქტის ბაზაზე გატანა და პროდუქტის წარმატება
პროდუქტის ანალიტიკა (Product Analytics)
როგორ დავსაქმდეთ, როგორც PO, საერთაშორისო კომპანიებში
კურსის შეჯამება
ფინალური პროექტების პრეზენტაცია