fbpx

პერსონალური მონაცემების დაცვის პირობები

ზოგადი პირობები

ვებ-გვერდის www.digitaledu.ge (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“) გამოყენება და შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ის მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები რეგულირდება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებით (შემდგომში ,,პერსონალური მონცემების დაცვის პირობები’’).

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს. აღნიშნული პირობების შესაბამისად, თქვენ მიერ წესებისა და პირობების შესაბამისად ფასიან კურსზე რეგისტრაციისას ღილაკზე ,,შემდეგი’’, ხოლო უფასო მასტერკლასზე რეგისტრაციისას ღილაკზე ,,დადასტურება’’ მონიშვნით, თქვენ თანახმა ხართ, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით, რომ კომპანია გამოიყენებს აღნიშნულ ინფორმაციას მის მიერ სხვადასხვა სარეკლამო, მარკეტინგულ ან/და სხვა მასთან დაკავშირებულ აქტივობებში, რათა კომპანიამ გამოგიგზავნოთ ან/და სხვა ფორმით მოგაწოდოთ ინფორმაცია კომპანიის მომსახურების შესახებ. 

ამ პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

,,კომპანია“ ან/და ,,ჩვენ“ გულისხმობს შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ს, ხოლო ,,თქვენ“ ან/და ,,მომხმარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით. 

,,მომსახურება“ გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის, და არა მხოლოდ, ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სატრენინგო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის, და არა მხოლოდ: (ა) არაანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეოს, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის  განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში სტუდენტებისათვის ვიდეოს, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის, და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ-პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის (შემდგომში ,,ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები“).

მხოლობით ფორმაში გამოყენებული ტერმინები, მათ შორის, ,,მომსახურება’’ ან/და ,,მომხმარებელი’’ მოიცავს მრავლობითსაც და პირიქით..

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, პრეტენზიები, ან/და რეკომენდაციები, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@digitaledu.ge , ან შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი, N61.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

აღნიშნული დებულებებით განსაზღვრულია, თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა საშუალებებით ვიცავთ მათ. 

  1. პერსონალური მონაცემების შეგროვება

ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:

  • მომსახურების მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, უფასო თუ ფასიან ტრენინგ-კურსებზე რეგისტრაცია, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული მომართვა ან/და კომპანიის ოფისში ვიზიტი);
  • თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა;
  • თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის და მისი ფუნქციონალების (მაგ. კურსზე რეგისტრაციის ფუნქციონალი) გამოყენება;
  • თქვენ  შესახებ ინფორმაციის მოპოვება ასევე შესაძლებელია საჯარო წყაროებიდან .
  1. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია

კომპანიის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია მათ შორის შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემებს, მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:  

საიდენტიფიკაციო მონაცემები სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ან/და ფაქტობრივი მისამართი, ხელმოწერის ნიმუში (არსებობის შემთხვევაში) და სხვა
საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი (იურიდიული ან/და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა
ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები IP მისამართი, აპლიკაციის ლოგები,  ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა.
კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები კომპანიასა და მომხმარებელთან ურთიერთობის ფარგლებში ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო გზით, ელექტრონული კომუნიკაციის, სოციალური მედიის ან/და სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები
საჯარო მონაცემები საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია
აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიუფასო მასტერკლასის მომსახურების მიწოდების ფარგლებში, შესაბამის პლატფორმაზე მიმდინარე მასტერკლასის მსვლელობისას ჩაწერილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.
  1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, ჩვენი უკვე არსებული მომსახურების გაუმჯობესებისა და შემდგომში მომსახურების ეფექტურად განხორციელების მიზნებისათვის, შესაბამისი მოცულობითა და პროპორციით. კომპანიის  მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:

  • კომპანიის მიერ მომსახურების გასაწევად (მათ შორის, სატრენინგო მომსახურების გასაწევად და სხვა. განსახორციელებლად);
  • კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის ,,სპეციალური შეთავაზებების“ მისაწოდებლად;
  • კომპანიის მომსახურების (პირობების ცვლილების, ახალი ან/და დამატებითი მომსახურების) შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს თქვენი, როგორც მომხმარებლის, მიერ სატრენინგო მომსახურებისათვის განხორციელებული ტრანზაქციული ისტორიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტატისტიკური მონაცემების, მომხმარებლის ქცევის და სხვა. ანალიზს)
  • კომპანიის მომხმარებლისთვის შესაბამისი კორესპონდენციის ან/და შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით; 
  • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის; 
  • კომპანიის ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად. 
  • პირდაპირი მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს მონაცემთა მომხმარებლის თანხმობით კომპანიის მიერ სხვადასხვა მომსახურების, მათ შორის, მომხმარებლისთვის რელევანტური კურსების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას ან/და დაგეგმვას;
  • კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად. 
  • კომპანიის მიერ სხვადასხვა შიდა ანგარიშებისა და სტატისტიკის შესაქმნელად (ანგარიშებში ინახება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია; კომპანია უფლებამოსილია, აღნიშნულ ანგარიშებში შეცვალოს მომხმარებელთან დაკავშირებული ძველი სიახლეები, რათა უზრუნველყოფილი იყოს თქვენ შესახებ უახლესი ინფორმაცია).
  1. პერსონალური მონაცემების გამოყენება

კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს თქვენი სახელი კომპანიის ყველა და ნებისმიერი მომსახურებისთვის, რომლებსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს.

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველია:

  • თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები;
  • თქვენთვის მომსახურების გასაწევად ან/და რეგისტრაციის განსახილველად მონაცემთა დამუშავების საჭიროება;
  • კომპანიის ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა;
  • თქვენთან ხელშეკრულების დასადებად ან/და არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად მონაცემთა დაცვის აუცილებლობა; 
  • მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა;
  • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით, ხოლო  ბიომეტრიული მონაცემების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავება  იმ შემთხვევაში ხდება, თუ ეს აუცილებელია კომპანიის საქმიანობის განხორციელებისთვის პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით ან/და თუ ამგვარი ინფორმაციის მიღების გარეშე შეუძლებელია კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა.

წინამდებარე წესების მიხედვით, თანხმობად მიიჩნევა მომხმარებლის დათანხმება წესებსა და პირობებზე და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ვებ-გვერდზე შესაბამისი ველის მონიშვნის გზით. 

  1. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გაზიარება

კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მათ შორის, თაღლითობის, უსაფრთხოების, ან/და ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, ან/და სხვაგვარი პრევენციის მიზნებისათვის, თქვენი მონაცემები შესაძლოა  გავუზიაროთ:

  • თქვენს წარმომადგენელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს; 
  • კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს; 
  • მომსახურების პროვაიდერებს – მათ შორის და არა მხოლოდ: კომპანიის მრჩევლებს, IT სერვისის მომწოდებლებს  ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს. 
  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებები

თქვენი მონაცემების დამუშავების პროცესში თქვენ უფლება გაქვთ:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემების თაობაზე: რა სახის მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება აღნიშნული ინფორმაცია,  აგრეთვე ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
  • გაეცნოთ თქვენ შესახებ კომპანიის მიერ დაცულ და შენახულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ან/და ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;
  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება; 
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, იმ შემთხვევაში, თუ:
  • უარს განაცხადებთ იმ თანხმობაზე, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; 
  • მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; 
  • მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ;
  • სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
  • ნებისმიერ დროს გაითხოვოთ ან/და უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენ მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ ამგვარი თანხმობის საფუძველზე უკვე არსებული და დამუშავებული მონაცემების წაშლა. ამგვარი მოთხოვნის მიღების შემდგომ, კომპანია დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და უზრუნველყოფს უკვე დამუშავებული მონაცემების წაშლას, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.  
  1. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა

თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვას უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. აღნიშნული მიზნებისათვის, კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის, კომპანია ატარებს ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურულ კონტროლის მექანიზმებს, რათა კანონის სრული დაცვით მოხდეს თქვენი მონაცემების დაცვა არაავტორიზებული წვდომის, გამოყენების, გადაცემისგან, დაკარგვის, ან/და განადგურებისგან.

კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაზიარების შემთხვევაში მომხმარებელი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, მისთვის გადაცემული კონკრეტული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული ინფორმაცია/ვიდეო ჩანაწერი, შეინახოს კონფიდენციალურად და არ  გაუმჟღავნოს ის  ნებისმიერ მესამე პირს.

აღნიშნული ინფორმაციის დაცვის მიზნით, როგორც მომხმარებელი, ასევე კომპანია, მიიღებს ნებისმიერ და ყველა ზომას, რომ გაუფრთხილდეს ინფორმაციას ისე როგორც საკუთარს. 

მომხმარებელი და კომპანია იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების ყოველი დარღვევისათვის გადაიხდის ჯარიმას და აანაზღაურებს დამდგარ პირდაპირ და ირიბ ზიანს სრულად. 

  1. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა

 ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:

  •  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად – მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ, ამ დებულებაში განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად, არაუმეტეს 10 (ათი) წლის განმავლობაში; 
  • ან/და სხვა ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში. 
  • თქვენ მიერ კომპანიასთან დაკავშირების შემთხვევაში, კომპანია ინახავს თქვენი ან/და თქვენთან კომუნიკაციის ჩანაწერს, შემდგომში ნებისმიერი სახის პრობლემის გადაჭრისა და მოგვარების მიზნით. აღნიშნული ჩანაწერები კომპანიის მიერ გროვდება და ინახება ამ დებულებაში განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად, არაუმეტეს 10 (ათი) წლის განმავლობაში, არაუმეტეს 10 (ათი) წლის განმავლობაში.
  1. მომხმარებელთა მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა 

მომხმარებლის მიერ კომპანიის სოციალური მედიის გვერდზე ნებისმიერი ვიზუალური ან/და ტექსტუალური ან/და სხვა მასალის კომენტარში ან/და სხვა სახით საჯაროდ გაზიარების შემთხვევაში, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული მასალაზე საავტორო უფლებების დაცვაზე. კომპანია არ აგებს პასუხს, მომხმარებელთა მიერ გაზიარებული ინფორმაციის საავტორო უფლებების დაცვაზე, თუ ნებისმიერი მესამე პირის მიერ მოხდა მომხმარებელთა მიერ განთავსებული მასალის უნებართვო გავრცელება, გადამუშავება ან/და საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა.

  1. აუდიო-ვიდეო მონიტორინგი

კომპანიამ უფასო მასტერკლასის მომსახურების მიწოდების ფარგლებში შესაძლოა განახორციელოს აუდიო-ვიდეო მონიტორინგი, რომელიც მოიაზრებს უფასო მასტერკლასის მიმდინარეობის როგორც აუდიოს, ისე ვიდეოს ჩაწერას.

უფასო მასტერკლასის მომსახურების აუდიო-ვიდეო ჩაწერის მიზანია, კომპანიამ გააუმჯობესოს მის მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხი და ეფექტურობა, აგრეთვე, მისცეს უფასო მასტერკლასზე რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება, განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, კიდევ ერთხელ გაეცნოს აღნიშნულ ჩანაწერს. 

უფასო მასტერკლასის აუდიოსა და ვიდეოს ჩაწერამდე, კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს აღნიშნულის თაობაზე როგორც ზეპირად, ისე შესაბამის პლატფორმაზე გამოისახება შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი.

მომხმარებელი უფლებამოსილია, უარი თქვას ამგვარი ჩანაწერის განხორციელებაზე და აღარ განაგრძოს კომპანიის მომსახურების მიღება.

მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მოსთხოვოს აღნიშნული უფასო მასტერკლასის მისთვის ელექტრონულად გაზიარება.

აუდიო-ვიდეო მონიტორინგის დამუშავება ხორციელდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების შესაბამისად.

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობა

ვებ-გვერდზე სტუმრობით, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ან/და შესვლით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე, ეთანხმებით ყველა პირობას, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლებს და მიზნებს,  ასევე, ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ. 

  1. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გაითხოვოთ ან/და უარი თქვათ თქვენს მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. 

აღნიშნული მოთხოვნა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ როგორც ელ.ფოსტაზე info@digitaledu.ge, ასევე კომპანიის მისამართზე ვიზიტით, მისამართზე: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N61.

მომხმარებლის მიერ ამგვარი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და წაშალოს უკვე დამუშავებული მონაცემები, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

თქვენს მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის ან სხვა საკითხის დაზუსტების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, ან ეწვიოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:  info@digitaledu.ge

  1. დავები და მარეგულირებელი სამართალი

წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ამ  მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე, პრეტენზია და მოთხოვნა, რომელიც მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს კომპანიის მიმართ, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებისმიერი ინციდენტის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდიდან მიმართოს ,,ჩატ-ბოტს’’, რომლითაც შესაძლებელი იქნება, მომხმარებლის დაკავშირება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან, რომელიც პირდაპირი და დაუყოვნებლივი კომუნიკაციის შედეგად მიმართავს ყველა ზომას საკითხის შესასწავლად და სადავო პრობლემის აღმოსაფხვრელად.

თითოეული მხარე თანხმდება საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას მათ შორის არსებული ნებისმიერი დავისა და მოთხოვნის გადასაწყვეტად, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან ან მის საგანთან დაკავშირებით