სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის კურსი
თუ დაინტერესებული ხარ მარკეტინგით და გინდა ამ სფეროში პროფესიონალი გახდე, მაშინ სოციალური მედია + ციფრული მარკეტინგი + ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზისგან შემდგარი კურსი სწორედ შენთვისაა.
გაიარე ციფრული მარკეტინგის კურსი და დააგროვე ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საკმარისი ცოდნა.
რას ვისწავლი კურსის განმავლობაში და რას მომცემს ეს კურსი?
სოციალური მედიის კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ უნდა დაწერო კონკურენტუნარიანი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის და როგორ წარმართო Facebook-სა და Instagram-ზე სწორი მარკეტინგული კამპანიები.
კურსის მანძილზე მენტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: კონტენტ მენეჯმენტი, ქომუნითი მენჯემენტი, Business Manager, Facebook Pixel, თარგეთირება და სხვა.
ამ ყველაფრის დახმარებით შენ დამოუკიდებლად შეძლებ, რომ შეიმუშაო საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგია ნებისმიერი ბრენდისთვის. გაიგებ, როგორ უნდა გაზარდო ბიზნესი სოციალური მედიის დახმარებით.
ციფრული მარკეტინგის კურსის განმავლობაში გაეცნობი ციფრული მარკეტინგის მთავარ პრინციპებსა და სარეკლამო არხებთან მუშაობის ტექნიკას. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ისწავლი, როგორ დაიწყო პროექტი ნულიდან და როგორ მიაღწიო მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალურ შედეგს.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ წარმატებით მართო ნებისმიერი კამპანია.
ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსის განმავლობაში კი ციფრულ მარკეტინგში არსებულ ცოდნას ტექნიკური უნარებით გაიმყარებ და უკეთ გაიაზრებ რამხელა მნიშვნელობა აქვს მონაცემებზე დაყრდნობით მიღებულ მარკეტინგულ გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, დაესწრები კურსს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. გაიგებ, როგორ იმუშაო Google Analytics-ში, Google Tag Manager-ში, Looker Studio-შიდა DV360-ში უფრო ეფექტურად.
ამ სამი კურსის გავლის შემდეგ შენ გეცოდინება ყველა ის მეთოდი და სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც სწორ აუდიტორიას მიწვდები და შენი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ იმ ხალხს გააგებინებ, რომლებიც ამით დაინტერესდებიან და გექნება საკმარისი ცოდნა, რომ ციფრულ მარკეტინგში პირველი კარიერული ნაბიჯები გადადგა.
რომელი კურსები შედის კომპლექტში?
რამდენიმე კურსის გავლით სიღრმისეულად შეისწავლი პროფესიას, გაიგებ როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ ნიუანსებს, რაც საშუალებას მოგცემს გახდე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე
სოციალური მედიის მართვის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ციფრული არხებისთვის ეფექტური იდენტობის ჩამოყალიბება და რეკლამირების ათვისება. სწავლისას შეისწავლით აუდიტორიის კვლევას, AI ინსტრუმენტებით კონტენტის დაგეგმვას, Meta Business Manager-ს, Pixel-სა და რეტარგეტინგს.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ ბრენდის ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შექმნას, Meta-ს სარეკლამო კამპანიების მართვასა და ROI-ს გაანალიზებას.
ციფრული მარკეტინგის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ონლაინ კომუნიკაციის, რეკლამისა და მარკეტინგული სტრატეგიების კომპლექსურად ათვისება. სწავლისას შეისწავლით სოციალური მედიის მართვას, Google Ads-ს, SEO-ს, კონტენტ მარკეტინგს, Google Analytics-ს, იმეილ კომუნიკაციებსა და ვებგვერდის ოპტიმიზაციას.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ მრავალარხიანი კამპანიების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მონაცემებზე დაყრდნობილი სტრატეგიის შემუშავებას, ბიუჯეტირებასა და ბიზნესის ციფრული ზრდის ეფექტურად მართვას.