პროგრამა მოგცემს იმ სიღრმისეულ ცოდნას, რომელიც პროფესიონალად გაქცევს: ისწავლი, როგორ დააპროექტო ნებისმიერი სივრცე, როგორ შექმნა სწორი განლაგება და გამოიყენო სწორი ტექნიკები, ხოლო შემდეგ 3Ds Max-ის დახმარებით გარდაქმნი ამ იდეებს რეალისტურ 3D რენდერად, რაც დამკვეთთან პროფესიონალურ პრეზენტაციაში დაგეხმარება.
რომელი კურსები შედის კომპლექტში?
რამდენიმე კურსის გავლით სიღრმისეულად შეისწავლი პროფესიას, გაიგებ როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ ნიუანსებს, რაც საშუალებას მოგცემს გახდე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე
ინტერიერის დიზაინის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სივრცის დაგეგმარების, ერგონომიკისა და დიზაინ-პროექტების შექმნის შესწავლა. სწავლისას შეისწავლით ინტერიერის სტილებს, სივრცის ფსიქოლოგიას, Archicad-სა და Photoshop-ში მუშაობას, ნახაზების კითხვასა და ავეჯის განაწილებას.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ ცარიელი სივრცეების დაგეგმვას, მუდბორდებისა და ელექტროობის ნახაზების მომზადებას, მასალების შერჩევასა და დამკვეთთან პროფესიულ კომუნიკაციას.
3D Max-ის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ფოტორეალისტური ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის შესწავლა. სწავლისას შეისწავლით პოლიგონალურ მოდელირებას, კამერას, განათებას, V-Ray და Corona მატერიალებსა და 360-გრადუსიან რენდერინგს.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ ინტერიერის სრული დიზაინ-პროექტების, აქსონომეტრიული ნახაზებისა და ფოტორეალისტური რენდერების დამოუკიდებლად მომზადებას.