შექმენი საიტის Frontend ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გაიარე ვებ პროგრამირების HTML/CSS + JavaScript + React-ის კურსებისგან შემდგარი პაკეტი 2100-ლარად.
რას ვისწავლი კურსის განმავლობაში და რას მომცემს ეს კურსი?
ვებ პროგრამირების კურსის განმავლობაში შენ ნულიდან ისწავლი თუ, როგორ უნდა ააწყო ვებგვერდის ვიზუალური ნაწილი HTML, CSS-ის საშუალებით. გაეცნობი HTML/CSS-ის და JavaScript–ის საფუძვლებს, შექმნი ვებგვერდს, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაზე. ისწავლი თუ, როგორ შეიძლება CSS-ის მეშვეობით ელემენტების პოზიციონირება, კოდის ოპტიმიზაცია, ანიმაციებთან მუშაობა და კოდის ატვირთვა github-ზე.
JavaScript-ის კურსის ფარგლებში შენ ისწავლი JavaScript პროგრამირების ენას, მისი მუშაობის პრინციპებს და სპეციფიკას.
React-ის კურსის განმავლობაში კი მიიღებ ცოდნას Javascript-ზე და ბიბლიოთეკაზე ReactJS-ზე, რის დახმარებითაც შეძლებ შექმნა დინამიური ვებგვერდები.
ამ სამი კურსისგან შემდგარი პაკეტი მოგცემს შესაძლებლობას ააწყო საიტის Frontend, ვიზუალური ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
რომელი კურსები შედის კომპლექტში?
რამდენიმე კურსის გავლით სიღრმისეულად შეისწავლი პროფესიას, გაიგებ როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ ნიუანსებს, რაც საშუალებას მოგცემს გახდე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე
Front-End დეველოპმენტის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე ვებსაიტების აგებისა და ინტერაქტიული ინტერფეისების შექმნის შესწავლა. სწავლისას შეისწავლით HTML5-ის სტრუქტურას, CSS-ის სტილებს, Flexbox-ს, რესპონსიულ დიზაინს, GitHub-ს, SEO ოპტიმიზაციასა და JavaScript-ის საფუძვლებს DOM მანიპულაციებით.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ ადაპტური ვებგვერდების აწყობას, დინამიკური ელემენტების მართვას, კოდის რეპოზიტორიაში განთავსებასა და Front-End დეველოპმენტში პირველი ნაბიჯების გადადგმას.
React-ის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს JavaScript-ისა და ReactJS ბიბლიოთეკის სიღრმისეულად ათვისება და დინამიური ვებ-აპლიკაციების შექმნა. სწავლისას შეისწავლით JSX სინტაქსს, React ჰუკებს, State-ის მართვას, React Router-ს, Redux Toolkit-ს, JWT ავთენტიფიკაციასა და აპლიკაციის წარმადობის ოპტიმიზაციას.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ თანამედროვე, კომპონენტური არქიტექტურის მქონე ვებგვერდების აწყობას, გლობალური მონაცემების ეფექტურად მართვასა და Front-End დეველოპმენტში პროფესიული საქმიანობის დაწყებას.
JavaScript-ის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე ვებ-პროგრამირების ფუნდამენტური ენის სიღრმისეულად შესწავლა და ინტერაქტიული ვებ-აპლიკაციების შექმნა. სწავლისას შეისწავლით ცვლადებს, ფუნქციებს, DOM მანიპულაციებს, ასინქრონულ პროგრამირებას (Promises, Async/Await), Fetch/AJAX მოთხოვნებს, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებასა და მოდულებს.
სწავლის დასრულების შემდეგ შეძლებთ დინამიური ინტერფეისების აწყობას, ფორმების ვალიდაციას, API-ებთან კომუნიკაციას, მონაცემთა ბრაუზერში შენახვასა და სრული Front-End ფუნქციონალის დამოუკიდებლად შემუშავებას.