თუ დაინტერესებული ხარ ვებ პროგრამირებით და გინდა, შეძლო საიტის, როგორც Frontend-ის ისე Backend ნაწილის აწყობა, მაშინ HTML/CSS + JavaScript + Python-ისგან შემდგარი კურსი, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება.
გაიარე სამი კურსი 2300- ლარად.
რას ვისწავლი კურსის განმავლობაში და რას მომცემს ეს კურსი?
ვებ პროგრამირების კურსის განმავლობაში შენ ნულიდან ისწავლი თუ, როგორ უნდა ააწყო ვებგვერდის ვიზუალური ნაწილი HTML, CSS-ის საშუალებით. გაეცნობი HTML/CSS-ის და JavaScript–ის საფუძვლებს, შექმნი ვებგვერდს, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაზე. ისწავლი თუ, როგორ შეიძლება CSS-ის მეშვეობით ელემენტების პოზიციონირება, კოდის ოპტიმიზაცია, ანიმაციებთან მუშაობა და კოდის ატვირთვა github-ზე.
JavaScript-ის კურსის ფარგლებში შენ ისწავლი JavaScript პროგრამირების ენას, მისი მუშაობის პრინციპებს და სპეციფიკას.
Python-ის კურსის განმავლობაში კი ისწავლი საიტის აწყობას (fullstack) პითონის გამოყენებით.
ამ სამი კურსისგან შემდგარი პაკეტი კი მოგცემს შესაძლებლობას ააწყო საიტის, როგორც Frontend, ისე Backend ნაწილი, შეიძენ ისეთ უნარებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებ განვითარდე და წარმატებას მიაღწიო ამ მიმართულებით.
რომელი კურსები შედის კომპლექტში?
რამდენიმე კურსის გავლით სიღრმისეულად შეისწავლი პროფესიას, გაიგებ როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ ნიუანსებს, რაც საშუალებას მოგცემს გახდე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე
Front-End დეველოპმენტის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე ვებსაიტების აგებისა და ინტერაქტიული ინტერფეისების შექმნის შესწავლა. სწავლისას შეისწავლით HTML5-ის სტრუქტურას, CSS-ის სტილებს, Flexbox-ს, რესპონსიულ დიზაინს, GitHub-ს, SEO ოპტიმიზაციასა და JavaScript-ის საფუძვლებს DOM მანიპულაციებით.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ ადაპტური ვებგვერდების აწყობას, დინამიკური ელემენტების მართვას, კოდის რეპოზიტორიაში განთავსებასა და Front-End დეველოპმენტში პირველი ნაბიჯების გადადგმას.
Python-ის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს პროგრამირების საფუძვლების შესწავლა, მონაცემთა სტრუქტურების ათვისება და Django ფრეიმვორკით ვებ-აპლიკაციების შექმნა. სწავლისას შეისწავლით ცვლადებს, ციკლებს, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას (OOP), ფაილებთან მუშაობას, ვირტუალურ გარემოსა და Django MVT არქიტექტურას.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ სუფთა და ეფექტური Python კოდის წერას, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, სრულყოფილი ვებ-აპლიკაციებისა და ბლოგ-პლატფორმების აწყობასა და backend დეველოპმენტში პირველი ნაბიჯების გადადგმას.
JavaScript-ის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე ვებ-პროგრამირების ფუნდამენტური ენის სიღრმისეულად შესწავლა და ინტერაქტიული ვებ-აპლიკაციების შექმნა. სწავლისას შეისწავლით ცვლადებს, ფუნქციებს, DOM მანიპულაციებს, ასინქრონულ პროგრამირებას (Promises, Async/Await), Fetch/AJAX მოთხოვნებს, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებასა და მოდულებს.
სწავლის დასრულების შემდეგ შეძლებთ დინამიური ინტერფეისების აწყობას, ფორმების ვალიდაციას, API-ებთან კომუნიკაციას, მონაცემთა ბრაუზერში შენახვასა და სრული Front-End ფუნქციონალის დამოუკიდებლად შემუშავებას.