fbpx

HR მენეჯმენტი & ტექ რეკრუტინგის პაკეტი

 

თუ გინდა, სრულყოფილად ისწავლო, როგორც HR მენეჯმენტი, ისე ტექ რეკრუტინგი, მაშინ გაიარე HR მენეჯმენტისა და ტექ რეკრუტინგის კურსებისგან შემდგარი პაკეტი. დაეუფლე ყველა იმ უნარს, რომელიც ამ სფეროში კარიერის დასაწყებად გჭირდება.

 

რას ვისწავლი კურსის განმავლობაში და რას მომცემს ეს კურსი?

 

HR მენეჯმენტის კურსის განმავლობაში შენ გაეცნობი იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისთვის. გაიგებ, როგორ უნდა დაგეგმო სხვადასხვა აქტივობები თანამშრომლების განვითარებისა და ჩართულობისთვის. ისწავლი ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრას.

 

შეძლებ, რომ სწორად დაინახო HR მენეჯმენტის როლი კომპანიაში და განახორციელო ის აქტივობები, რომლებიც ბიზნესს წინსვლაში დაეხმარება. 

 

ტექ რეკრუტინგის კურსის ფარგლებში კი გაეცნობი რეკრუტინგის თანამედროვე მიდგომებს და საერთაშორისო სტანდარტებს. ისწავლი, როგორ უნდა შეადგინო სამუშაოს აღწერილობა კანდიდატისთვის, როგორ უნდა მოიძიო საუკეთესო კანდიდატი, როგორ უნდა დაამყარო მასთან სწორი კომუნიკაცია. დეტალურად გაეცნობი ძირითად ტექ პოზიციებს, მათ ფუნქციონალს და სამუშაო აღწერილობას. პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დაეუფლები Linkedin – ის საძიებო ალგორითმებს და ინტერვიუს სწორად წარმართვის ტექნიკას. 

 

კურსის ბოლოს კი შენთვის კარგად ნაცნობი იქნება რეკრუტინგის ყველა ძირითადი ასპექტი და შეძლებ დაიწყო კარიერა ამ მიმართულებით.

 

ამ ორი კურსის გავლის შემდეგ შენ საფუძვლიანად შესწავლი ზოგადად HR სფეროს და მისი უფრო დავიწროვებულ ნაწილს – ტექ რეკრუტინგს. 

 

ლექტორები