თუ დაინტერესებული ხარ გრაფიკული დიზაინით, მაშინ ეს შანსი აუცილებლად
უნდა გამოიყენო.
შექმენი შენთვის სასურველი დიზაინის დახვეწილი, აღქმადი
და ორიგინალური ვიზუალი.
რას ვისწავლი კურსის განმავლობაში და რას მომცემს ეს კურსი?
3D დიზაინის საბაზისო კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან იმ საბაზო ტექნიკას, რომლის ცოდნაც აუცილებელია სამ განზომილებიან გრაფიკაზე სამუშაოდ.
კურსი სტუდენტებს შეასწავლის სამ განზომილებიან მოდელირების, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის პრინციპებს Cinema 4D-ში, რის შემდეგაც სტუდენტები დამოუკიდებლად შეძლებენ იმუშაონ, როგორც 3D არტისტის ასევე სატელევიზიო, სარეკლამო თუ სხვა ინდუსტრიებში შესაბამის პოზიციებზე.
გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Photoshop და illustrator პროფესიონალურ დონეზე. გრაფიკული დიზაინის ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არასდროს არ უსწავლია ფოტოშოპი ან ილუსტრატორი და სურს პროგრამული უნარჩვევების პროფესიონალურ დონეზე ათვისება.
ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს საშუალებას მისცემთ გაიმყარონ და დახვეწონ თავიანთი შესაძლებლობები მოდელირების, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის სფეროში.
რომელი კურსები შედის კომპლექტში?
რამდენიმე კურსის გავლით სიღრმისეულად შეისწავლი პროფესიას, გაიგებ როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ ნიუანსებს, რაც საშუალებას მოგცემს გახდე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე
გრაფიკული დიზაინის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ვიზუალური კომუნიკაციის საფუძვლების ათვისება და დიზაინის მიმართულებების შესწავლა. სწავლისას შეისწავლით კომპოზიციას, ტიპოგრაფიკას, ფერთა თეორიას, Photoshop-სა და Illustrator-ში მუშაობას, რეტუშირებასა და საბეჭდი ფაილების მომზადებას.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ ვექტორული და რასტრული ვიზუალების შექმნას, ლოგოსა და ბრენდბუქის აწყობას, სტამბასთან სწორ კომუნიკაციასა და ფინალური პორტფოლიოს მომზადებას.
UI/UX დიზაინის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ციფრული პროდუქტების დიზაინისა და სამომხმარებლო გამოცდილების შესწავლა. სწავლისას შეისწავლით UX კვლევებს, Design Thinking-ს, Wireframe-ების შექმნას, Figma-ს ინსტრუმენტებს, Auto Layout-ს, Grid სისტემებსა და Responsive UI-ს.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ მობილური და დესკტოპ ინტერფეისების აწყობას, პროტოტიპირებას, UX კვლევის ჩატარებასა და საკუთარი პორტფოლიოს მომზადებას