თუ დაინტერესებული ხარ გრაფიკული დიზაინით, მაშინ ეს შანსი აუცილებლად
უნდა გამოიყენო.
შექმენი შენთვის სასურველი დიზაინის დახვეწილი, აღქმადი
და ორიგინალური ვიზუალი.
რას ვისწავლი კურსის განმავლობაში და რას მომცემს ეს კურსი?
3D დიზაინის საბაზისო კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან იმ საბაზო ტექნიკას, რომლის ცოდნაც აუცილებელია სამ განზომილებიან გრაფიკაზე სამუშაოდ.
კურსი სტუდენტებს შეასწავლის სამ განზომილებიან მოდელირების, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის პრინციპებს Cinema 4D-ში, რის შემდეგაც სტუდენტები დამოუკიდებლად შეძლებენ იმუშაონ, როგორც 3D არტისტის ასევე სატელევიზიო, სარეკლამო თუ სხვა ინდუსტრიებში შესაბამის პოზიციებზე.
გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Photoshop და illustrator პროფესიონალურ დონეზე. გრაფიკული დიზაინის ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არასდროს არ უსწავლია ფოტოშოპი ან ილუსტრატორი და სურს პროგრამული უნარჩვევების პროფესიონალურ დონეზე ათვისება.
ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს საშუალებას მისცემთ გაიმყარონ და დახვეწონ თავიანთი შესაძლებლობები მოდელირების, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის სფეროში.
რომელი კურსები შედის კომპლექტში?
რას ისწავლი?
რამდენიმე კურსის გავლით სიღრმისეულად შეისწავლი პროფესიას, გაიგებ როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ ნიუანსებს, რაც საშუალებას მოგცემს გახდე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე
გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციის ხელოვნებაა.
ეს არის კომუნიკაციის ფორმა, სადაც ინფორმაციის ან ემოციის გადაცემა ვიზუალის გამოყენებით ხდება.
გრაფიკული დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზი ვიზუალების შექმნას, მისი მთავარი მიზანია, მნახველს ინფორმაცია მიაწოდოს ან მასზე ემოციური გავლენა მოახდინოს. რაც უფრო ეფექტურია დიზაინი, მით უფრო მალე მოხდება ეს.
გრაფიკული დიზაინის კურსზე კი სწორედ იმას ისწავლი, ასეთი დიზანი როგორ შექმნა.
თუ გინდა ნულიდან შეისწავლო გრაფიკული დიზაინი და შეძლო შენი იდეები ვიზუალად აქციო, მაშინ ეს კურსი შენთვისაა.
გრაფიკული დიზაინის კურსის გავლის შემდეგ შეძლებ შენი იდეები რეალურ პროექტებად გარდაქმნა - იქნება ეს ლოგო, პოსტერი თუ სოციალური მედიის დიზაინი.
კურსის ბოლოს გექნება საკუთარი პორტფოლიო და ცოდნა, რომლითაც შეძლებ მუშაობა დაიწყო როგორც ფრილანსერად, ისე ჯუნიორ გრაფიკულ დიზაინერად
გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში ისწავლი Adobe Photoshop-სა და ი Adobe Illustrator-ს ნულიდან.
გაიგებ, როგორ უნდა იმუშაო ტიპოგრაფიასთან, ფორმებთან, ფერებთან, კომპოზიციასთან.
გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, ფერების შეთავსებას, საბეჭდი ფაილების გამზადებას და ბრიფზე მუშაობას.
პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე დაყრდნობით გაიგებ, როგორ გადმოსცე კომპლექსური იდეები ერთი გამოსახულებით.
შეიძენ ისეთ უნარებს, რომელიც გრაფიკულ დიზაინერად ჩამოყალიბებაში დაგეხმარება.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ შექმნა დასამახსოვრებელი პორტფოლიო, იმუშაო ინდივიდუალურ პროექტებზე ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ქეთი შალუტაშვილი
2020 წლიდან არის გრაფიკული დიზაინერი. ამჟამად დასაქმებულია კომპანია RedSource - ში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. პარალელურად მუშაობს PaintYourLife - ში.
2020 წლისდეკემბერშიმონაწილეობამიიღო Evex - ისპროექტში, რომლისფარგლებშიცშექმნაილუსტრაციაციფრულიპლატფორმისთვის - miceremadloba.ge. 2021 წლისნოემბერშიგახდაგაეროსპროექტის ’’Know Your Rights“ - ისერთ-ერთიგამარჯვებული.
FAQs:
რომელი პროგრამების სწავლება შედის კურსში? - კურსის განმავლობაში შეისწავლით ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა Adobe Photoshop, Adobe Illustrator
რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი გრძელდება 2 თვეს და მოიცავს 14 ლექციას
საჭიროა თუ არა წინასწარი გამოცდილება კურსზე მოსახვედრად? - არა, ამ კურსის გავლისთვის არანაირი წინასწარი ცოდნა არ დაგჭირდება
სად შეიძლება მუშაობის დაწყება კურსის შემდეგ? - გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია იმუშაო როგორც ფრილანსერად, ისე ჯუნიორ დიზაინერის პოზიციაზე სხვადასხვა კომპანიაში - მაგალითად: სარეკლამო სააგენტოში, დიზაინ სტუდიაში, ბეჭდვით კომპანიებში და ა.შ.
გაიცემა თუ არა სერტიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
3D დიზაინი არის სამგანზომილებიანი სამყაროს შექმნის ხელოვნება, სადაც იდეები ცოცხლდებიან ფორმით, ფერითა და მოძრაობით.
3D დიზაინერი ქმნის ობიექტებს, სივრცეებსა და ანიმაციებს, რომლებიც რეალურს ჰგავს, მაგრამ მთლიანად ციფრულად არის შექმნილი.
3D დიზაინი გამოიყენება ფილმებში, რეკლამებსა და თამაშებში, სადაც ვიზუალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
3D დიზაინის კურსზე ნულიდან ისწავლი, როგორ გადააქციო მარტივი იდეა შთამბეჭდავ სამგანზომილებიან პროექტად.
თუ გსურს, შენი კრეატიული იდეები სამგანზომილებიან სივრცეში გაცოცხლდეს, მაშინ 3D დიზაინის კურსი შენთვისაა. 3D მოდელირება გაძლევს შესაძლებლობას, შექმნა უნიკალური ობიექტები, გარემო და პერსონაჟები - იქნება ეს ფილმისთვის, რეკლამისთვის თუ თამაშისთვის.
ეს პროფესია აერთიანებს ხელოვნებასა და ტექნოლოგიას, რაც 3D დიზაინს დღევანდელ ვიზუალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს.
კურსის განმავლობაში ისწავლი სამგანზომილებიან გრაფიკაზე მუშაობას.
დაეუფლები საბაზისო ტექნიკას, რომლის ცოდნაც აუცილებელია 3D რენდერის შესაქმნელად.
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე - გამოცდილი დიზაინერებისთვის, რომლებსაც უნდათ დაეუფლონ 3D დიზაინს.
2017 წლიდან ვმუშაობ მოუშენ გრაფიკის სფეროში. ბოლო 2 წელია კი ჩემი საქმიანობა მოიცავს 3D ანიმაციას და რენდერს.
ამჟამად ვარ ფრილანსერ 3D სპეციალისტი.
მიმუშავია, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე, მათ შორის: BMW USA, DIOR, Assetto Corsa, კონრად ადენაუერის ფონდი და ა.შ.
რჩევა [რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი]:
არ შეგეშინდეს რთული ინტერფეისის, უმარტივესია
FAQs
რა პროგრამებს ვსწავლობთ 3D დიზაინის კურსზე? - 3D დიზაინის კურსის განმავლობაში ნულიდან დაეუფლები Cinema 4D-ს და სარენდერო პროგრამას Octane Render
რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი 1 თვე გრძელდება და 10 ლექციას მოიცავს
არის თუ არა საჭირო წინასწარი გამოცდილება? - 3D დიზაინის კურსის გასავლელად არანაირი წინასწარი გამოცდილება არ დაგჭირდება
სად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ გახდე ფრილანსერი ან დაიწყო მუშაობა სარეკლამო სააგენტოებში, ტელევიზიასა და გეიმდეველოპმენტ სტუდიებში. შეგიძლია დასაქმდე როგორც 3D არტისტი, მოძრავი გრაფიკის დიზაინერი ან ვიზუალიზაციის სპეციალისტი.
ჩვენთან შეძენილი უნარებით შეძლებ დასაქმებას
ჩვენთან შეძენილი უნარებით შეძლებ დასაქმებას
ჩვენი მეთოდოლოგია პრაქტიკოსი მენტორების მიერ გამოცდილების გაზიარებასა და იმ უნარ-ჩვევების განვითარებას მოიცავს, რაც დასაქმებაში დაგეხმარება