ციფრული მარკეტინგის პაკეტი
თუ დაინტერესებული ხარ მარკეტინგით და გინდა ამ სფეროში პროფესიონალი გახდე, მაშინ სოციალური მედია + ციფრული მარკეტინგი + ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსებისგან შემდგარი პაკეტი სწორედ შენთვისაა.
გაიარე ციფრული მარკეტინგის პაკეტი და დააგროვე ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საკმარისი ცოდნა.
რას ვისწავლი კურსის განმავლობაში და რას მომცემს ეს კურსი?
სოციალური მედიის კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ უნდა დაწერო კონკურენტუნარიანი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის და როგორ წარმართო Facebook-სა და Instagram-ზე სწორი მარკეტინგული კამპანიები.
კურსის მანძილზე მენტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: კონტენტ მენეჯმენტი, ქომუნითი მენჯემენტი, Business Manager, Facebook Pixel, თარგეთირება და სხვა.
ამ ყველაფრის დახმარებით შენ დამოუკიდებლად შეძლებ, რომ შეიმუშაო საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგია ნებისმიერი ბრენდისთვის. გაიგებ, როგორ უნდა გაზარდო ბიზნესი სოციალური მედიის დახმარებით.
ციფრული მარკეტინგის კურსის განმავლობაში გაეცნობი ციფრული მარკეტინგის მთავარ პრინციპებსა და სარეკლამო არხებთან მუშაობის ტექნიკას. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ისწავლი, როგორ დაიწყო პროექტი ნულიდან და როგორ მიაღწიო მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალურ შედეგს.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ წარმატებით მართო ნებისმიერი კამპანია.
ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსის განმავლობაში კი ციფრულ მარკეტინგში არსებულ ცოდნას ტექნიკური უნარებით გაიმყარებ და უკეთ გაიაზრებ რამხელა მნიშვნელობა აქვს მონაცემებზე დაყრდნობით მიღებულ მარკეტინგულ გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, დაესწრები კურსს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. გაიგებ, როგორ იმუშაო Google Analytics-ში, Google Tag Manager-ში, Looker Studio-შიდა DV360-ში უფრო ეფექტურად.
ამ სამი კურსის გავლის შემდეგ შენ გეცოდინება ყველა ის მეთოდი და სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც სწორ აუდიტორიას მიწვდები და შენი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ იმ ხალხს გააგებინებ, რომლებიც ამით დაინტერესდებიან და გექნება საკმარისი ცოდნა, რომ ციფრულ მარკეტინგში პირველი კარიერული ნაბიჯები გადადგა.
ლექტორები