პროგრამა მოგცემს იმ სიღრმისეულ ცოდნას, რომელიც პროფესიონალად გაქცევს: შეისწავლი ფინანსურ და საგადასახადო ბუღალტერიას, აითვისებ Excel-ის გაღრმავებულ ინსტრუმენტებს და მართავ ანგარიშგებებს, რაც ფინანსური პროცესების უშეცდომოდ წარმართვაში დაგეხმარება.
რომელი კურსები შედის კომპლექტში?
რამდენიმე კურსის გავლით სიღრმისეულად შეისწავლი პროფესიას, გაიგებ როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ ნიუანსებს, რაც საშუალებას მოგცემს გახდე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე
Microsoft Excel-ის კურსი (დამწყებიდან მოწინავე დონემდე) შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ნულიდან შეისწავლოს მონაცემთა დამუშავება ან გაიფართოოს უნარები სიღრმისეულ ანალიტიკასა და ავტომატიზაციაში. სწავლისას პრაქტიკულად აითვისებთ მონაცემთა ძებნისა და დაჯგუფების მრავალფუნქციურ ფორმულებს, მონაცემთა ავტომატური დამუშავების, ვიზუალიზაციის, პროცესების ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს.
კურსის შედეგად შეძლებთ არეული მონაცემების გაწმენდას, განმეორებადი სამუშაოს ავტომატიზაციას, ინტერაქტიული ანალიტიკური დაფების აგებას და შექმნით პირველ საკუთარ ბიზნეს-ანალიტიკურ პორტფოლიო პროექტს დასაქმებისა თუ კარიერული ზრდისთვის.
ბუღალტერიის კურსზე სრულიად ნულიდან შეისწავლი ბუღალტრულ აღრიცხვასა და საგადასახადო სისტემას, დაეუფლები პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობას, საბუღალტრო ოპერაციებსა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.
კურსი შედგება 18 ინტერაქტიული ვორქშოპისა და 22 პრაქტიკული დავალებისგან. კურსზე ისწავლი ORIS-სა და RS.GE-ს პორტალთან მუშაობას და დამოუკიდებლად შეძლებ კომპანიის სრული თვის ბუღალტერიის წარმოებას.
საბუღალტრო კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით აითვისოს ბუღალტერია და ფინანსური აღრიცხვის პრინციპები.