თუ გინდა, სრულყოფილად ისწავლო, როგორ შექმნა ნებისმიერი ბრენდის სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ გაიყვანო ამ ბრენდის ვებგვერდი საძიებო სისტემის წამყვან პოზიციებზე და როგორ დაიხმარო ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერში, მაშინ AI + სოციალური მედია + SEO-ს პაკეტი სწორედ შენთვისაა.
რას ვისწავლი?
ხელოვნური ინტელექტის კურსის განმავლობაში ისწავლი AI ინსტრუმენტებთან ეფექტიანად მუშაობას და ხელოვნური ინტელექტის საკუთარ საქმეში ინტეგრირებისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.
კურსის გავლის შემდეგ მარტივად შეძლებ AI ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენო, იქნება ეს სამსახური, ბიზნესი, სწავლის პროცესი თუ უბრალოდ ბურგერის მომზადების რეცეპტი.
მენტორი მოგიყვება ხელოვნური ინტელექტის მოკლე ისტორიას და აგიხსნის მისი მუშაობის პრინციპებს.
სოციალური მედიის კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია და როგორ უნდა დაწერო კონკურენტუნარიანი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმისთვის.
კურსის მანძილზე მენტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: კონტენტ მენეჯმენტი, Community მენჯემენტი, Business Manager, Facebook Pixel, თარგეთირება და სხვა.
საძიებო სისტემების ოპტიმიაცია (SEO)-ს კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ გაიყვანო ნებისმიერი ვებგვერდი საძიებო სისტემის წამყვან პოზიციებზე.
გაეცნობი ყველა იმ სტრატეგიას, რომლებსაც თანამედროვე SEO-ს სპეციალისტები იყენებენ.
ამ სამი კურსის გავლის შემდეგ შენ გეცოდინება, როგორ უნდა გაზარდო ბიზნესი სოციალური მედიის დახმარებით, როგორ უნდა გაიყვანო ნებისმიერი ვებგვერდი საძიებო სისტემის მოწინავე პოზიციებზე და თან როგორ დაიხმარო ამ ყველაფერში ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობები.
ლექტორები