თუ გინდა სრულყოფილად ისწავლო გრაფიკული დიზაინი და ისიც – როგორ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი ამ საქმეში, მაშინ AI + გრაფიკული დიზაინის პაკეტი სწორედ შენთვისაა.
რას ვისწავლი?
ხელოვნური ინტელექტის კურსის განმავლობაში ისწავლი AI ინსტრუმენტებთან ეფექტიანად მუშაობას და ხელოვნური ინტელექტის საკუთარ საქმეში ინტეგრირებისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.
კურსის გავლის შემდეგ მარტივად შეძლებ AI ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენო, იქნება ეს სამსახური, ბიზნესი, სწავლის პროცესი თუ უბრალოდ ბურგერის მომზადების რეცეპტი.
მენტორი მოგიყვება ხელოვნური ინტელექტის მოკლე ისტორიას და აგიხსნის მისი მუშაობის პრინციპებს.
გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში ისწავლი Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს ნულიდან.
გაიგებ, როგორ უნდა იმუშაო ტიპოგრაფიასთან, ფორმებთან, ფერებთან, კომპოზიციასთან.
გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, ფერების შეთავსებას, საბეჭდი ფაილების გამზადებას და ბრიფზე მუშაობას.
პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე დაყრდნობით გაიგებ, როგორ გადმოსცე კომპლექსური იდეები ერთი გამოსახულებით.
შეიძენ ისეთ უნარებს, რომელიც გრაფიკულ დიზაინერად ჩამოყალიბებაში დაგეხმარება.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ შექმნა დასამახსოვრებელი ვებ პორტფოლიო, იმუშაო ინდივიდუალურ პროექტებზე ან რომელიმე კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ამ ორი კურსის გავლის შემდეგ შენ სრულყოფილად გეცოდინება Adobe Photoshop და Adobe Illustrator და შეძლებ ნებისმიერი იდეა ვიზუალად აქციო და თან ამ ყველაფერში ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებიც დაიხმარო.
ლექტორები