3-თვიანი ინტენსიური პროგრამა მოგცემს იმ სიღრმისეულ ცოდნას, რომელიც AI სპეციალისტად გაქცევს (პროფესიად, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე). პრაქტიკაში გამოიყენებ ხელოვნურ ინტელექტს, ააწყობ ჭკვიან ჩატბოტებსა და ასისტენტებს, შექმნი კონტენტს და ოპტიმიზაციას გაუკეთებ ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდასა და დროს დაზოგვაში დაგეხმარება.
რომელი კურსები შედის კომპლექტში?
რამდენიმე კურსის გავლით სიღრმისეულად შეისწავლი პროფესიას, გაიგებ როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ ნიუანსებს, რაც საშუალებას მოგცემს გახდე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე
ისწავლე ციფრული კონტენტის შექმნა ხელოვნური ინტელექტის (AI) წამყვანი ინსტრუმენტებით - შექმენი ვიზუალები, ვიდეოები, პრეზენტაციები და მოქაფები.
ვორკშოპების განმავლობაში ეტაპობრივად გაივლით AI კონტენტ შექმნის სრულ ციკლს - Midjourney-ში სურათების გენერაცია, Figma-სა და Canva-ში დიზაინის აწყობა, ხოლო Veo, CapCut და HeyGen-ის გამოყენებით ვიდეოების შექმნა, ანიმაცია და მონტაჟი. კურსის ბოლოს შეძლებ შექმნა მრავალფეროვანი ციფრული კონტენტი AI-ს გამოყენებით.
AI-ს პრაქტიკული კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე გენერაციული AI ხელსაწყოების გამოყენება და ყოველდღიური პროცესების გამარტივება. სწავლისას შეისწავლით პრომპტ ინჟინერიას, ფოტო და ვიდეო გენერაციას, მონაცემთა დამუშავებას RAG სისტემებით, Vibe Coding-ის საფუძვლებსა და AI აგენტების შექმნას.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ სრულყოფილი AI ასისტენტების შექმნას, მულტიმედიური კონტენტის გენერირებას, სამუშაო ნაკადების ავტომატიზაციასა და პერსონალური AI პროექტის განხორციელებას.
AI აგენტებისა და ჩატბოტების კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს Generative AI-ის, ჩატბოტებისა და AI აგენტების No-Code პლატფორმებზე აწყობა პროგრამირების გამოცდილების გარეშე. სწავლისას შეისწავლით Prompt Engineering-ს, Knowledge-bot-ების (RAG) შექმნას, API ინტეგრაციებს, ხმოვან აგენტებსა და Telegram/ვებ არხებში განთავსებას.
კურსის შედეგად შეძლებთ ფუნქციური ჩატბოტების აწყობას, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას, Responsible AI პრინციპების გათვალისწინებასა და საკუთარი Capstone პროექტის მომზადებას.