ნუკა მიხელიძე
ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
პირველი შეხება მარკეტინგთან ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც ერთ-ერთი ონლაინ ვებგვერდისთვის კონტენტს ქმნიდა. 2016 წელს ინდუსტრიაში აქტიურად ჩაერთო და მისი კარიერა ციფრულ მარკეტინგს დაუკავშირა.
დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ბაკალავრი.
2021 წელს გაიარა ადამიანების მენეჯმენტის კურსი Forward Academy-ში და კრეატიული პროექტების მენეჯმენტის კურსი. ფლობს Associate Professional in Digital Marketing-ის პროფესიულ სერტიფიკატს (EUMMAS).
ამჟამად მუშაობს ციფრულ საკომუნიკაციო სააგენტო კრაკენში, ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
თავდაპირველად სააგენტოს ციფრული ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა. მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა: პარტნიორ კომპანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარებას, ციფრულ კონტენტზე მუშაობას, ედვერთაიზინგს/რეპორტინგს.
მალევე Account Director-ის პოზიციაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი Director of Business Development-ის პოზიცია დაიკავა.
ამჟამად ხელმძღვანელობს სააგენტოს ციფრულ გუნდს, დაახლოებით 50-მდე ადამიანს. ამასთანავე, ციფრული პორტფოლიოს ზრდაზეა ორიენტირებული, რომელიც დაახლოებით 80 ლოკალური და საერთაშორისო ბრენდისგან შედგება. სააგენტოს პორტფოლიოში ერთიანდება სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები, მათ შორის ტექნოლოგიები, განათლება, HORECA, მედიცინა და ა.შ.
უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: საქართველოს ბანკი, საქართველოს ფოსტა და ა.შ.
ინდივიდუალური პროექტები: ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედიის მიმართულებით, მიწვეული იყო სხვადასხვა პროექტში, მათ შორის ,,ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში, რომელიც რეგიონების წარმომადგენლებისთვის სოციალური მედიის ტრენინგის ჩატარებას გულისხმობდა. ამავე მიმართულებით, მიწვეული იყო სპიკერად eduhub-ში და კონსულტაციას უწევდა ადამიანური რესურსების გუნდს HRPA-ში.