fbpx

მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის

შპს „ციფრული ინდუსტრიის აკადემია“, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის ამუშავებს, ჩემი, მომხმარებლის, შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი და კურსზე/მასტერკლასზე/ტრენინგზე რეგისტრაციის ფაქტი.

პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე, ჩემი თანხმობა გულისხმობს, რომ შპს „ციფრული ინდუსტრიის აკადემია“ ან/და მისი პარტნიორი/კონტრაქტორი/შვილობილი კომპანიებისაგან მე პირდაპირი მარკეტინგის საშუალებით მივიღებ კანონმდებლობით ნებადართულ, მათ შორის ჩემს ინტერესებზე მორგებულ, სარეკლამო ხასიათის შეთავაზებებს, შეტყობინებებს.

ჩემს ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების/შეტყობინებების დაგზავნისათვის, შპს „ციფრული ინდუსტრიის აკადემია“ ამუშავებს ჩემ მიერ ფასიან თუ უფასო კურსებზე/მასტერკლასებზე/ტრენინგებზე რეგისტრაციის ფაქტს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამომიგზავნის ჩემს ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს/შეტყობინებებს.

ზემოხსენებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავება განხორციელდება 2 წელი ვადის განმავლობაში. ჩემთვის ცნობილია, რომ უფლება მაქვს ნებისმიერ დროს გამოვიხმო წინამდებარე თანხმობა, მარტივად, შემდეგი საშუალებებით:

–   შპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემიის” მიერ გამოგზავნილ პირდაპირი მარკეტინგის შემცველ ნებისმიერ შეტყობინებას, ტექსტის ბოლოში, აქვს მითითებული ნომერი. ამ ნომერზე შეტყობინება “NO”-ს გამოგზავნა, ნიშნავს, რომ აღარ მსურს შპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემიისაგან” პირდაპირი მარკეტინგული შეთავაზებების მიღება და მსურს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. თანხმობის გამოხმობის შეტყობინების გამოგზავნა უფასოა.

–   თანხმობის გამოთხოვა, ასევე შესაძლებელია, შპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან” სოციალურ ქსელში მიწერის შემთხვევაში: https://www.facebook.com/digitaledu.ge, https://www.instagram.com/academyofdigitalindustries.ge მოცემულ ბმულზე.

–   თანხმობის გამოთხოვა ასევე შესაძლებელია ასევე სატელეფონო ზარითაც ნომრებზე +995574192081

თანხმობის გამოხმობით, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა აღარ მოხდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის ჩემი მონაცემების დამუშავება და აღარ მივიღებ სარეკლამო შეტყობინებებს.

შეთავაზებების მიღება განხორციელდება როგორც ტელეფონის ნომერზე ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინების ან პირდაპირი სატელეფონო ზარის სახით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე შესაბამისი შეტყობინების სახით.

ამ ღილაკის მონიშვნით, შპს „ციფრული ინდუსტრიის აკადემიას“ თანხმობას ვაძლევ ზემოთ მოცემული ჩემი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე.